Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როგორ ვებრძვით დეპრესიას?


რამდენიმე დღის წინ დავწერე პოსტი ჩემს ერთ ’დეპრესიულ’ დღეზე,რასაც კომენტარებში ძალიან საინტერესო რჩევები მოჰყვა.გადავწყვიტე ზოგადად დამეწერა დეპრესიაზე და თუ ვინ როგორ ვებრძვით და ვძლევთ მას.ეს ცხოვრება ტორტი არ არის,რომ მზა რეცეპტით ’გამოვაცხოთ’ და ყოველთვის წაგვადგება სხვა ადამიანის გამოცდილება და რჩევა.

ადამიანი სოციალური არსებაა და საჭიროებს სხვა ადამიანებს,რომ სიხარულიც გაუზიაროს,და გასაჭირის დროს მათი მხარდაჭერა იგრძნოს–თუმცა როდესაც მას დეპრესია მოერევა,მაშინ ხდება განზე გადგომა,თავის თავში ჩაკეტვა.ამ სიტუაციას ხშირად ადამიანი თავისი ძალისხმევით აღწევს თავს,მაგრამ არის გართულებული შემთხვევები,როდესაც მედიკამენტური ჩარევაა საჭირო.
დეპრესიას ( ლათ. depressio დათრგუნული)შემდეგი განმარტება აქვს–”ადამიანის ფსიქიური აშლილობა, რომელსაც ნეგატიური განწყობა, სევდა და დათრგუნულობა ახასიათებს; ასევე გუნებისა და თვითშეფასების გაუარესება, ცხოვრების ინტერესის დაკარგვა.”დეპრესიის მიზეზი კი გადაულახავი პრობლემაა,უსუსურობა და დაუცველობა.მაგრამ დეპრესია ყველას ერთნარიად როდი ემართება,ზოგიერთი ადამიანი უფრო მდგრადია სტრესის მიმართ.არიან მეცნიერები,რომელთა თქმით საქმე გენშია რომელსაც 5-HTTLPR ქვია.2003 წლის გამოკვლევებმა აჩვენეს,რომ ადამიანები,ვისაც ეს გენი შედარებით მოკლე ქონდათ –მიდრეკილი იყვნენ დეპრესიისკენ რადგან არ შესწევდათ უნდარი შებრძოლებოდნენ სტრესს.ის,ვისაც შედარებით გრძელი გენი აქვს–უკეთ ებრძვის სტრესს და ამიტომ შანსი იმისა,რომ დაემართოთ დეპრესია მცირეა.ეს იმიტომ ხდება რომ მათი ტვინი უფრო მეტ სეროტონინს იღებს ვიდრე სხვა ადამიანები.სეროტონინი კი ტვინის ის სუბსტანციაა, რომელიც ჩვენს კარგ განწყობაზეა პასუხისმგებელი,ამიტომაც მას კიდევ ”ბედნიერების ჰორმონს” უწოდებენ.
დეპრესიის გამოვლინებები მრავალნაირია.ზოგი ადამიანი უბრალოდ უგუნებოდაა, ზოგი ბევრს ჭამს,ზოგს აგრესია უჩნდება.მყავს ისეთი ნაცნობი,რომელიც დეპრესიის შედეგად ლოგინდად ჩავარდა და 2 წელი ლოგინში გაატარა(მაგრამ მერე დაძლია ეს ავადმყოფობა და დღეს საკმაოდ ხალისიან და აქტიურ ადამიანად გვევლინება)
დეპრესიასთან ბრძოლის მეთოდები ქალსა და კაცს სხვადასხვანაირი აქვთ.ქალისგან განსხვავებით,მამაკაცს არ უნდა აღიაროს რომ მას დეპრესია აქვს,მიუხედავად იმისა,რომ შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავს უგუნებოდ გრძნობდეს–მაინც არ აღიარებს,რომ დახმარება სჭირდება.მამაკაცს უჭირს აღიაროს რომ თავს უსურად გრძნობს!და ნაცვლად იმისა,რომ მეგობრებს ან ნათესავებს გაუზიაროს პრობლემის არსი ის ხშირად მიმართავს წამლებს,ალკოჰოლს ან განმარტოვებას.
ზრდასრულ ასაკში დეპრესიისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბების ერთ ერთი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს
ბავშვობაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში სტრესის ქვეშ ყოფნა.
როგორიც გინდა იყოს მიზეზი–შედეგი თუ დეპრესიაა,დგება საკითხი–როგორ ვებრძოლოთ მას?
გამოსვალი ყველასათვის სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს.მონდა მოგაწოდოთ რამოდენიმე რჩევა,რაც დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ.
ჩემის აზრით პირველ რიგში პრობლემის გადაჭრაზე უნდა ვიფიქროთ,კარგი იქნება,თუ ამაში მეგობრებიც მოგეხმარებიან,შეადგინეთ გეგმა,თუ როგორ აღმოფხვრათ პრობლემა.
არ შეიცოდოთ თქვენი თავი და ნურც სხვას დაანახებთ რომ ცუდად ხართ.
მეტი კონტაქტი!არ ჩაიკეტოთ!წადით სტუმრად,ამ სახლში მოიწვიეთ სტუმრები.
დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ შოკოლადი,ბანანი,ნახშირბადის შემცველი პროდუქტები–პური,მაკარონი,ბრინჯი,ხილი და ტკბილეული.
დაკავდით რამით–აუცილებლად!
კარგ შვებას მოგგვრით შოპინგიც.სასურველი ნივთის ყიდვით თქვენს ჯიბესთან ერთად გულიც მსუბუქდება 🙂
კარგი იქნება,თუ ფეხით ისეირნებთ და მზეს მიეფიცხებით(როგორც lizikuna წერს)–პირადად ჩემზე ეს ყველაზე კარგად მოქმედებს!
თქვენი დეპრესია როგორ ხასიათდება? გაგვიზიარეთ თქვენი მეთოდიც,რა გგვრით შვებას როდესაც დეპრესია გაქვთ ან უბრალოდ ცუდ ხასიათზე ხართ?
რა გამოსავალი მოძებნეთ?
სხვას რას ურჩევდით?

25 responses to “როგორ ვებრძვით დეპრესიას?

  1. guro თებერვალი 10, 2011, 2:54 PM

    Megobrebtan ertad Yvelafrris damrcxeba aris shesadzlebeliii ratqmaunda tu shen es ginda

  2. Lizikuna თებერვალი 11, 2011, 3:55 PM

    მე მაგალითად მასეთ დროს იმდენად მაღიზიანებს ყველა, რომ მირჩევნია ხოლმე მართო ვიყო დავფიქრდე და თავად გამოვდივარ ხოლმე. გააჩნია რა თქმა უნდა მიზეზს, თუ რისგან არის გამოწვეული ეს დროებითი დეპრესია. მაგრამ ხანდახან ერთი სიტყვაც კი საკმარისია ხოლმე ჩემი ახლობლისაგან, თუნდაც მეგობრისგან, რომ შემიძლია მაშინვე გადმოვერთო კარგზე და მალევე დავძლიო ეს “რაგაც” დეპრესია))))))))))))

  3. Lizikuna თებერვალი 11, 2011, 3:57 PM

    ერთი ხერხია კიდევ……ეცადეთ, დაივიწყოთ ყველანაირი უსიამოვნებანი და აკეთოთ ის, რაც გულით გსურთ. გააცნობიერეთ თქვენი დადებითი მხარეები და ირწმუნეთ საკუთარი თავის. თქვენ ხომ ერთადერთი და განუმეორებელი ხართ ამ სამყაროში?! გააცნობიერეთ თქვენი უნიკალურობა და დაიწყეთ ახალი ცხოვრება ამ შეგრძნებით. ესაც ძალიან ჭრის))))))))))

  4. mia.. თებერვალი 13, 2011, 9:36 PM

    უბრალოდ მომავლის რწმენა უნდა გქონდეს.. ადრე თუ გვიან ყველაფერი შეიცვლება.. ^^

  5. mia.. თებერვალი 13, 2011, 9:36 PM

    მეგობრების მხარადაჭერაც ბევრს ნიშნავს.. ძალიან ბევრს

  6. Lizikuna თებერვალი 13, 2011, 10:14 PM

    ცუდის შემდეგ ყოველთვის მოდის კარგი)))))))

  7. Lizikuna თებერვალი 19, 2011, 2:25 PM

    ვაიმე ისეთ ცუდ განწყობაზე ვარ არაფერი ამ ქვეყანაზე არ მინდა))))))) მითხარით რა მომიყვანს ხასიათზე, ან რითი გამოვისწორო ხასიათი, შეიძლება ეს ამინდების ბრალია და ძალიან მინდა გაზაფხული))))))))

  8. ketusi თებერვალი 19, 2011, 4:25 PM

    შენ ეხლა შოპინგი თუ გიშველის 🙂

  9. ბესო თებერვალი 19, 2011, 4:49 PM

    დეპრესია არის უიმედობას მიცემული უღიმღამო მდგომარეობა!

    მაქედან გამოსავალი კიდე კონკრეტული ადამიანის ფანტაზიაზეა დამოკიდებული!!!

    მოინდომეთ და ყველაფერი მოგვარდება!!!

  10. Lizikuna თებერვალი 19, 2011, 10:48 PM

    მერე სად ვეძებო მე კონკრეტული ადამიანი რომელსაც ფანტაზიები გააჩნია))))))))))))))))ვაიმე რა კარგად გამომივიდააააააააა)))))))))))) არა ისევ “შოპინგობანა” ჯობია!!!!

  11. Lanka მაისი 22, 2011, 11:07 PM

    სულ ვცილობ რომ პოზიტიურად ვიფიქრო, კარგ მუსიაკს მოვუსმინო და სეირნობა მართლაც კარგია :)) ან სადმე ქალგარეთ გასვლა მეგობრებთან ერთად :დ

    • ketusi მაისი 22, 2011, 11:54 PM

      კი,გეთანხმები,მეგობრებთან დაგროვილის ’ამოთქმა’ და თან სადმე კარგ ადგილას საუკეთესო საშუალებაა.

  12. mari აგვისტო 3, 2012, 12:32 AM

    ჩემი მარტოობის მიზეზი პირადული მარტოობაა,ვერ ავაწყე ჩემი პირადი ცხოვრებაა,უსიყვარულოდ მიჭირს,ამას ერთვის უმუშევრობაც და გამოსავალი კი არ ჩანს..დავიღალე….ნეტა რისთვის დავიბადე…

  13. mari აგვისტო 3, 2012, 12:34 AM

    არადა ეს გაუთხოვრობა საშინელება ყოფილა,ხასიათებიც გამიფუჭდა,არაფერი მახარებს..ეს სპორტიც ამოვიდა ყელშიი..

    • ketusi.com აგვისტო 3, 2012, 1:35 AM

      დეპრესიის მიზეზი მაინც არ უნდა იყოს ეგ.შენს ადგილას სიყვარულზე ფიქრს ტავიდან ამოვიგდებდი და რაიმე საქმიანობით უფრო მეტად დავკავდებოდი,გულს გადააყოლებ და ამ დროს შეიძლება სიყვარულსაც კი წააწყდე.

  14. mari აგვისტო 4, 2012, 4:27 PM

    დიდი მადლობა ქეთუსი კეთილი რჩევისთვის.ინგლისურის სწავლა გადავწყვიტე,ერთი წელია კერძოდ დავდიოდი და კურსებზეც,მერე ზოგიერთმა მითხრა შენ კი არა,სპეციალისტები ვერ იყენებენო და მეც გული ამიცრუვდა და თავი დავანებე,თან ძალიან დავიჩაგრე ცხოვრებისგან,ბევრი სტრესი მივიღე და ამან სულირად დამთრგუნა,დამაკოპლექსა.ფსიქოლოგი ხარ ქეთუს?

    • ketusi.com აგვისტო 4, 2012, 4:54 PM

      არ ვარ ფსიქოლოგი,ცხოვრებისეული გამოცდილება კი უფრო მაქვს(ასაკიდან გამომდინარე) .ინგლისურს სულ ტყუილად დაანებე თავი,მაინც ყველგან ეგ არის საჭირო.თუ შემოქმედებითი ადამიანი ხარ და წერა გინდა,ბლოგი გააკეთე, აწყობა–მოწყობას და პოსტების წერით ტავს გაირთობ მაინც,დროც მიაქვს და კავდები კიდეც რაღაცით.

  15. mari აგვისტო 4, 2012, 7:00 PM

    კი შემოქმედებითი კი ვარ,მაგრამ ასაკში ვარ და პირადი სიცარიელის გამო არაფრის სურვილი მაქვს,სულ დეპრესიაში ვარ,ეს მკლავს,ვფიქრობ უსიყვარულოდ ცხოვრება უხალისო და უფერულია,როცა ქალი უიღბლოა და არაფერში უმართლდება,ეს ფაქტორები უკვე უარყოფითად ისახება ფსიქიკაზე, მოკლედ ასე,მეტი რომ არ გავაგრძელო და შენც არ მოგახვიო ჩემი პრობლემა.ძალიან კარგი ბლოგია,სასიამოვნო და ამავ დროულად სასარგებლოც,გაიხარე ქეთუს…….

    • ketusi.com აგვისტო 4, 2012, 7:02 PM

      ასაკს არ აქვს მნიშვნელობა,მე 37 წლის ვარ,მეგობარი ბლოგერი მყავს 52 წლის არის….
      მადლობა ბლოგის შექებისთვის <3,მიხარია,თუ მოგწონთ

      • mari აგვისტო 4, 2012, 7:36 PM

        უღრმესი მადლობა ქეთუს და წარმატებებს გისურვებ…

        • anushka აგვისტო 4, 2012, 7:47 PM

          ბლოგის შექმნაც კარგია და ბევრი რამ,მაგრამ მთავარია რწმენა გვქონდეს და რწმენიდან უნდა მოდიოდეს იმედი,როცა რწმენა კლებულობს,მაშინ იმედიც ქრება,ამიტომ უნდა ვთხოვოთ უფალს,რომ მოგვმადლორ რწმენა,რადგან მისი არ არსებობა სულიერად ანაგურებს ადამიანს.ეს ჩემი სუბიექტური აზრია………:)

  16. რეცეპტები სექტემბერი 18, 2013, 10:06 PM

    ძალიან საინტერესო პოსტია!

შენი კომენტარი