Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

DDD ე პ რ ე ს ი ა !?


”რა მოხდა მერე?ქვეყანა ხომ არ დანგრეულა? ყველანი ჯანმრთელად ვართ,არაფერი გვემუქრება,ეს პატარა პრობლემა ხომ გამოსწორებადია,ან არა? ალბათ უფრო კი!ვითომ არაფერი ,მაგრამ რატომ მაქვს ასე ’მძიმედ’ გული?ამაზეა ალბათ ნათქვამი–გულზე ლოდივით მადევსო!ხო,ნაღდად ასეა,ვაიმე,რამხელა ლოდია,და რა მტკივნეული,წავედი ეხლა სახლში,აღარ მინდა არავის ნახვა,მოდი ფეხით გავისეირნებ,ეგებ გადამიაროს!რა კარგი ამინდია,მზე ანათებს,ჩემს გულში კი როგორი უკუნეთია,სად მეჩქარება,ნელა ვიარო ჯობია.

ეხლა ლუდს დავლევდი,’ქარვა’ რომ არის, დალიე და გაიქარვეო–აუ მართლა მინდა ლუდი,მარა ეხლა არ დავლევ.
ამ ბარათაშვილის ხიდზე სულ მინდოდა ხოლმე გამესეირნა ფეხით,და აჰა, აქ ვარ,როგორი ქარი მოყვება თურმე მტკვარს,რა სასიამოვნოა ცივი ქარი.თოლიებო,თოლიებო?ნეტავ თქვენ რა გაწუხებთ ამ ქვეყანაზე?არაფერი სადარდებელი თქვენ არ გაქვთ,კარგად მოეწყვეთ მტკვრის სამაპიროებზე?!ნეტა ფეხები არ ეყინებათ წყალშიიი?ეჰ რ დროს თოლიებია,ჩემი საფიქრალი მაქვს,და თოლიები მიშველიან?ეხლა ყველაფერზე ერთდროულად მეფიქრება,კონცენტრაციას ვერ ვახერხებ რატომღაც,ეტყობა დეპრესიაა,ხო დეპრესია იქნება აბა სხვა რა ჯანდაბაა.მარა მე და დეპრესია?რაღაც ჩემს თავს არ ვგავარ,რა ფაფასუა გავხდი,წვრილმანმა ასე მწყობრიდან როგორ გამომიყვანა.აბა ქეთი,ყოჩაღად !შენ მაგარი გოგო ხარ!ვაიმე ,წავედი აქედან,თორე რაღაც გამვლელები რო მიახლოვდებიან ფეხს ანელებენ და მათვალიერებენ,უიიიი ალბათ ფიქრობენ ნეტა ხომ არ უნდ გადახტეს ეხლა ხიდიდან,თავს ხომ არ იკლავსო?ხო, აგერ ეს ახალგაზრდ ბიჭი როგორ მაკვირდება,დაიძაბა,ეტყობა სულიერად მოემზადა,რომ თუ რამე ისეთი მოძრაობა შემამჩნია,მოვარდეს უცბად და დამიჭიროს,კაკ რომანწიჩნაა,მარა ნუ გეშინია ,გენაცვალე,წადი მშვიდად,ნუღარ იყურები უკან,შენ რა იცი ,მაგრამ მე ის ადამიანი არ ვარ, რომ თავის მოკვლაზე ოდესმე ვიფიქრო!უი ეხლა ეს ასაკიანი კაცი რაღას მომყვება?ესეც ჩემსავით ნელა მოდის,ხიდზეც შევნიშნე,ჩემი ’მფარველი ანგელოზივით’ დამყვება,აჰა ძია,მოვცილდი იმ ხიდს,და ნუ გეშინია,არც მანქანას ჩავუვარდები ბორბლებში!
რა ლამაზი საქორწინო კაბებია მაღაზიის ვიტრინებში,ნეტა გასათხოვარი ვიყო–აი ასეთ კაბას ჩავიცმევდი ქორწილში,როგორ მომიხდებოდა!
სკვერი ცოტა სუფთა რომ იყოს რა კარგი იქნებოდა აქ ჩამოჯდომა,რა არის რა მტვრიანია ყველა სკამი,აუ ის კაცი კიდე შორიდან მიყურებს!
მოდი, ასე ტყუილად სიარულს ჯობია რამე სასარგებლოც გავაკეთო კი მაინც,ერთი ის კაფე ვნახო,ნათია რომ იძახდა,კარგიაო,თორე ამოვიჩემეთ ეს ’მარტინი’ მარტო.
არა,რა,იმის გარდა,რომ გულდამძიმებული ვარ, ეხლა დავიღალე კიდეც,და ვაიმე,როგორ მომშივდა,უკვე ხუთი საათია მე კი ლუკმაც არ ჩამიდია პირში,სუსტად ვარ უკვე ,მგონი ინერციით დავდივარ.მოკლედ,მოვრჩი ეხლა წუწუნს და წავედი სახლში,ყველაფერს კარგად მოვიფიქრებ მერე,ეხლა ვერ ვაზროვნებ!
ისე, რა არის ადამიანი–როგორი ფაქიზია სხეული,რა ცოტა სჭირდება,რომ მწყობრიდან გამოვიდეს,და სიცოცხლის სურვილიც კი გეკარგება მერე.ნევროზი ეხლა ყველას აქვსო,და არც მე ვარ გამონაკლისი,მაგრამ ასე თუ ცუდად ვიგრზნობდი თავს არ მეგონა,რა არ გადამიტანია ცხოვრებაში,რა პრობლემა არ მქონია,მაგრამ ასეთი სასოწარკვეთა და უძლურება არ მიგრძვნია,ეტყობა დეპრესიამ თავისი კლანჭები ჩამავლო.მაგრამ არაუშავს,გადამივლის,ცხოვრება გრძელდება,მე ძლიერი ვარ,ყველაფერს გადავლახავ!დედაჩემთან შევივლი,ლიზისაც დაველაპარაკები,და გულზე მომეშვება,ხო,ასე ჯობია,რომ გავუზიარებ სხვას გულისტკივილს,შვებას ვიგრზნობ.
მაგრამ…
ეხლა რომ არავის ნახვა არ მინდა!
მარტო მინდა ვიყო…”

ეს ჩემი ფიქრებია,რამოდენიმე დღის წინანდელი.
ეხლა რომ მახსენდება,როგორი სასოწარკვეთილი და ’დამძიმებული’ ვიყავი,მეცინება.
მაინც მოვერიე!ორ დღეზე მეტ ხანს არ ვაცოცხლე დეპრესია!სულ კინწისკვრით ამოვიგდე სულიდან!პრობლემის მოგვარების ხერხიც ვნახე!და ჩემს თავს პირობა მივეცი,რომ ასეთ პრობლემას არ მივცემ უფლებას ცხოვრება მომიშხამოს!
იმედია იმუნიტეტი გამომიმუშავდა და ასეთ სისუსტეს აღარ გამოვიჩენ!
რატომ ვწერ ამ პოსტს,იცით?ჩემს თავს რომ შევახსენო რომ მე უბრალოდ ადამიანი კი არ ვარ, ძლიერი ადამიანი ვარ!
I am strong enough to …

Advertisements

26 responses to “DDD ე პ რ ე ს ი ა !?

  1. lizikuna თებერვალი 6, 2011, 8:09 PM

    თავს ძალიან ცუდად გრძნობთ, ცხოვრების ხალისს კარგავთ, სრულ უუნარობას განიცდით, გაღიზიანებთ ყველა და ყველაფერი, სამყაროს მუქ ფერებში ხედავთ და თითქოს საშველიც არსაიდან ჩანს… ეს ხომ დეპრესიაა, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს ერთხელ მაინც ემართება.
    დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და ფსიქიატრები მის დამარცხებას უამრავი მეთოდითა თუ მედიკამენტით ცდილობენ, თუმცა როგორც ამბობენ, მის დასაძლევად ყველაზე მარტივი საშუალება – სუფთა ჰაერზე სეირნობა და მზეს მიფიცხება ყოფილა. ეს ერთხელ ყველას ემართება, ასე რომ ეს არ არის სისუტის ნიშანი

    • ketusi თებერვალი 6, 2011, 8:38 PM

      კი,ცხოვრებაც გართულდა და ადამიანიც მოსუსტდა ჯანმრთელობით და სტრესული გარემოს გადატანა სულ უფრო და უფრო უჭირს!

  2. ketusi თებერვალი 6, 2011, 8:18 PM

    ეს ერთხელ ყველას ემართება, ასე რომ ეს არ არის სისუტის ნიშანი

    მადლობა lizikuna 🙂

  3. მაკა თებერვალი 6, 2011, 8:26 PM

    ქეთიიიი
    შენ და დეპრესია? ნეტა შენნაირი აწყობილი ცხოვრება ბევრს ქონდეს,რა გაქვს ასეთი სადარდბელი! წვრილმანი პრობლემა ყველას აქვს.და სენ ამის გადაჭრა არ გაგიჭირდებოდა რამდენადაც გიცნობ!

    ”ასეთ სისუსტეს აღარ გამოვიჩენ!” –მომეწონა…
    მაგარი ხარ( kiss)

    • ketusi თებერვალი 6, 2011, 8:33 PM

      მაკუშ (მეილით მივხვდი რომელი მაკა ხარ)
      კი,მალე დავაღწიე თავი ამ ’სენს’ და მართლა არაფერი ისეთი პრობლემა არ იყო, უბრალოდ იმედგაცრუება იყო,და მტკივნეულად გადავიტანე,მაგრამ გადავიტანე!

      მადლობა მაკუშ 🙂

      • მაკა თებერვალი 6, 2011, 8:35 PM

        აბა რა,უსაშველო არაფერია!
        მოდი ეხლა შენებურად კარგად გამარკვიე ინტერნეტ შოპინგში რაააააა,

  4. ketusi თებერვალი 6, 2011, 9:09 PM

    კი, მაკა ვწერ ერთ პოსტს მაგაზე

  5. guro თებერვალი 7, 2011, 1:29 AM

    lizikunaaa me vityodi da chemi azrit rac me gamomicdia jer chemi cxovrebis mcire drois ganmavlobashi tqventan shedarebit me vityodi rom depresis da mowyenilobis Dasamarcxeblad yvelaze magari wamali aris Megobrebis wreshi yofnaaa chemi azrit ganmartoba ufro chagketavs shens garemoshi da depresia ufro gamwvavdeba amit sheileba ert rames daexmaro da mere uaresobashi gadavarde amitom arseboben namdvili megobrebiii romlebic moaswyenad dros argitovebenn da albad yvelas gyavt eseti megobarii me piradad eseti megobrebi bevri myavs romlebic chemtvis yvelaferia mxolod magat gamot girs cxovrebaaaaaaaaaaaaaaaaaaa :*:*:*:* (es chemi azria )

  6. tetiko თებერვალი 8, 2011, 1:15 AM

    რათქმაუნდა ყევლას აქ დეპრესიის მომენტი მაგრამ როცა დეპრესიაში ხარ მაშინ ხომ ვერ აცნობიერებ რომ სხვები დაგეხმარებიან, მაშინ გრძნობ თავს მარტო და არავინ გჭირდება… თუმცა არანაირი ფსიქოტროპული პრეპარატებსი მიღეებაა საჭირო, უბრალოდ შენს თავს ძალა დაატანე, გადი გარეთ, მეგობრებში გაისეირნე და დატკბით ცხოვრებიით… დეპრესია ვერცერთ ადამიან ვერ მოერევა ჩვენ თუ სისუსტე არ გამოვიჩინეთ…

  7. guro თებერვალი 8, 2011, 1:20 AM

    ki martali xar et getanxmebi Magram Es rom ar mogvides da depresiashi ar chavardet unda daufiqrdet da davfiqrdet chvens titoeul nabijs ra shedegi motana sheuliaa rodesac chven amas gavitavisebt albad depresiac ar gveqnebaa ……. martalia depresia roca gaqvs admini verxvdeba rom megobris daxmareba unda mara imas yvela xvdeba rom mistvis kargi undat ubralod agiarebis eshiniat

  8. tetiko თებერვალი 8, 2011, 1:23 AM

    ხოდა მეგობრები უნდა დაეხმარონ დეპრესიაში მყოფ ადამინს იმის მიხვედრაში რა სჭირდება თვითონ თუ ვერ ხვდება და “გამოლენჩებულია დეპრესიით” 😀

  9. guro თებერვალი 8, 2011, 1:27 AM

    xoo mara zogjer piriqit xdeba sheni es daxmareba mistvis cud xasiats iwvevs risgamoc 2 rive mxare nawyeni chndebaa 😐

  10. tetiko თებერვალი 8, 2011, 1:30 AM

    ეს უკვე შეუგნებლობა, თუ ადამინის კარგს არ დაინახავ

  11. guro თებერვალი 8, 2011, 1:54 AM

    zogjer egrec xdebaa mara eg arcertis brali araaa da arc sheugnebloba ubralod mas is miachnia kargi rasac tavi karnaxobs da imas ambobs rasac tvini ubrdzanebs da namdvili megobari mixvdeba amas rom gulit natqvami sityvebi araa

  12. Lizikuna თებერვალი 8, 2011, 1:15 PM

    დეპრესია ხასიათის დარღვევის კატეგორიაა, რომლის დროსაც ადამიანი უდიდეს სულიერ ტკივილს, სევდას, დანაშაულის მტანჯველ შეგრძნებას განიცდის; საკუთარ თავს არაფრის მაქნისად, არარაობად მიიჩნევს და ცხოვრება აუტანლად ეჩვენება. დეპრესია შემდეგი სიმპტომებით ვლინდება: 1. სევდა, დამთრგუნველი სულიერი მდგომარეობა; 2. ყოფითი საქმეებისადმი ინტერესების დაკარგვა; 3. ძილის დარღვევა (უძილობა ან მუდმივად ძილის სურვილი); 4. აქტივობის დონის მკვეთრი ცვლილებები; 5. უმადობა (ან პირიქით, მოჭარბებული მადა); 6. ენერგიის დაკარგვა, ძლიერი დაღლილობის განცდა; 7. ნეგატიური თვითშეფასება; 8. ყურადღების კონცენტრირების დარღვევა, აზროვნების შენელება და მერყეობა; 9. აკვიატებული აზრები სიკვდილსა ან თვითმკვლელობაზე და ა.შ.
    სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეათე მამაკაცს, დეპრესია ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეუფლება.

  13. guro თებერვალი 8, 2011, 4:24 PM

    tu sheileba me kidev 1 ts davamatebdi lizikunaa : gagizianeba (patara ramezec rom nervebi geshleba da ginda rom srul siwyanreshi iyoo da am gagizianebas moyveba mere kidev kamati da atasi ram!!!!!!!!! getanxmebit ketusi mtavaria male daxwio am sens tavii torem ufro shegitrevs

  14. Lizikuna თებერვალი 9, 2011, 5:49 PM

    დეპრესიის მსუბუქ შეტევას შეგიძლიათ თავადაც გაართვათ თავი. ამ შემთხვევაში ხელი უნდა მოჰკიდოთ თქვენთვის საინტერესო საქმეს. რაც მთავარია, არ მისცეთ თავს მარტო დარჩენის საშუალება. მოინახულეთ საყვარელი ადამიანები – უმჯობესია, დრო მათ გარემოცვაში გაატაროთ, ვისთანაც მშვიდად იგრძნობთ თავს; ასევე, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე მზიან ამინდში; შეცვალეთ გარდერობი და მასში ღია, ნათელი ფერები (განსაკუთრებით – ყვითელი) შეიტანეთ. შეცვალეთ სახლის ან თქვენი ოთახის ინტერიერის დიზაინი; იკვებეთ სწორად – მიირთვით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. ზოგი მეცნიერის აზრით, კოფეინის შემცველი პროდუქტები, მაგალითად ყავა და შოკოლადი (რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ უძილობა არ გაწუხებთ), მსუბუქი დეპრესიული შეტევის უებარი საშუალებაა. საერთოდ, დეპრესიის თავიდან ასაცილებლად, უნდა იცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით, მისდიოთ სპორტს.

  15. guro თებერვალი 9, 2011, 7:49 PM

    lizikuna titqmis ertnairi azrebi gvaq ubralod tqveni azri ufro chamoyalibebuliaa :*:*:*:*

  16. TeeeOoo თებერვალი 9, 2011, 8:06 PM

    chemi azrit depresiaa es sulieri avadmtofobaa,, sulieri tkivili dadzabulobaa da kompleqsiaa,me vfiqrob am yvelafers mravali mizezi iwvevss, magram am mizezebidan yvelaze mtavariaa sakutari tavis rwmenis dakragvam,arasrulfasovnebis kompleqsma,arasworma gadawyvetilebam,daufiqreblobam,garemo pirobebma, am yvelafris gaertianebaa ertad ki iwvevs udides sasowarkvetas da dzalian xshirad adamiani sashinel mdgomareobamde miyavs..albat ar arsebobs adamini romelsac depresiis momenti ar qonia cxovrebashi magramm ratqmaunda met naklebobitt,yvela adamini,misi grdznobebi, emociebi ,gancdebi xom gansxvavebuliaa… me vfiqrob am dros yvelaze kargi gamosavaliaa damiani iyos iset adamianebtan vistanac tavs kargad grdznobs, adamianebtan romlebic mas uyvars da tavs msgvidad grdznobss..dzalian xshirad am dros adamians daucvelobis grdznoba uchndeba iketeba tavis nachuchshi da wyvets garemostan xshir urtiertobas,igi iqmnis ragac warmosaxvits ararealur samyaros romelshic igi ufro metad itrgunebaa,swored amitom aris sachiro sayvarel adamianebtan xshiri urtiertobaa…….

    • ketusi თებერვალი 9, 2011, 8:26 PM

      მადლობა კომენტარისთვის,TeeeOoo
      როგორც ვატყობ ახალი პოსტი ჯობია დავწერო დეპრესიისგან თავის დაღწევაზე,იმდენად კარგ რჩევებს იძლევით
      და იქ გადავიტანოტ თქვენი კომენტარები 🙂

  17. Pingback: როგორ ვებრძვით დეპრესიას? « Ketusi's Blog

  18. Lizikuna თებერვალი 11, 2011, 4:00 PM

    ვაიმე როგორ მიყვარს სენი პოსტები შენ ხომ არ იციიიიიიიიიიი)))))) სამწუხაროდ არ მჯერა რომ ერთხელ მაინც არ ჩავარდნილა ვინმე დეპრესიაში. არ მჯერა, ეს ყველას ერთხელ მაინც ემართება, ღმერთმა დაიფაროს რთული ფორმებით, მაგრამ მსუბუქი ფორმების ყველას ქონია. ნურავინ იტყვის მე ძაან მაგარი ვარ და დეპრესია ვერ მომერევა და არც მქონიაო. ესეიგი ტყუის))))

    • ketusi თებერვალი 11, 2011, 4:15 PM

      მადლობა Lizikuna ,ძალიან ვაფასებ შენს აქტივობას ჩემს ბლოგზე 🙂
      საერთოდ ორი სამი დღე თუ უგუნებოდ ხარ–ამას დეპრესია არ ქვია თურმე,დეპრესიის ’კვალიფიკაცია’ რომ მიიღო–ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა იყო დათრგუნული .
      და სამწუხაროდ ცხოვრება ზღაპარი არა და შეიძლება ხშირად დეპრესია არ დაგემართოს,მაგრამ ’ცუდი’ დღეებისგან არავინაა დაზღვეული.

  19. lizikuna თებერვალი 12, 2011, 2:57 PM

    და ამ დროს ყველაზე კარგი მეგობარი და ყველაზე კარგი ადგილი სადაც აბსოლიტურად ყველაფერს დაძლევ ეს არის ეკლესია, სადაც ასეტ დროს გვავიწყდება მისვლა. გულწრფელად ვაგიარებ რომ მშურს იმ ადამიანების ვინც ხშირად ახერხებს ეკლესიაში სიარულს. სადაც სიმშვიდეს იპოვი ადამიანი.და დაგაკვალიანებენ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: