Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

გაუფრთხილდით თავს!


ძალიან რთული და განცდებით სავსე კვირა მქონდა,სად მეცალა ბლოგისთვის,იშვიათად შემოვდიოდი,ვნახულობდი ვიზიტორთა რაოდენობას,FB-ზე ერთი-ორჯერ ძველი პოსტები დავაშეარე.ვერც მეგობარ ბლოგებს ვსტუმრობდი იმდენად.

ეხლავე გეტყვით ამ პასიურობის მიზეზს.ჩემი დაიკო,ლიზიკუნა,გამიხდა ავად.აგიღწერთ ზოგადად ყველაფერს,რომ სამომავლოდ გაითვალისწინოთ და სიფრთხილე გამოიჩინოთ.

თავიდან გაციებით დაიწყო ყველაფერი.მერე აუტანელი თავის ტკივილები დაეწყო,შაბათი დღე იყო,რამოდენიმე ტკივილგამაყუჩებელი ნემსი ვცადეთ და როგორც იქნა ‘მივაგენით’ ისეთს,რომელიც მოქმედებდა–პროკეტანს.

მეორე დღესვე ნევროპათოლოგი სახლში მოვიყვანეთ,მენინგიტი კი გამორიცხა,მაგრამ კეფაში ტკივილმა და მხარის დაჭიმულობამ ექიმი საგონებელში ჩააგდო.სიცხე ერთი დღე ქონდა მარტო–37.ვარაუდი იყო,რომ შაკიკი ან ნერვის ანთება იყო,მაგრამ ექიმმა გვირჩია თავის ტომოგრაფია გადაგვეღო.სამშაბათს წავიყვანეთ ტომოგრაფიაზე პირველ საავადმყოფოში,არამიანცში,გადავუღეთ ტომოგრაფია(290 ლარი დაჯდა),რამაც აჩვენა,რომ არანაირი ნერვის ანთება–ეს არის ჰაიმორიტიო,და ყელყურის ექიმს აჩვენეთო!

ვინც არ იცის რა არის ჰაიმორიტი : ჰაიმორიტი არის სინუსიტის გართულების ერთ ერთი ფორმა, სინუსიტი კი  ცხვირის დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა.არსებობს სამი სახის სინუსიტი: ჩირქოვანი, პოლიპოზური და კისტოზური.პოლიპოზური და კისტოზური სინუსიტის მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაციაა.

ამ სურთზე ნაჩვენებია დანამატი წიაღების ადგილმდებარეობა,რომლებშიც ჩირქი გროვდება.ამ დაავადების შესახებ ძალიან საინტერესო ინფორმაციაა ავერსის საიტზე და აგრეთვე ბლოგ iberiana -ზე ,სადაც ჩირქოვანი ჰაიმორიტის მკურნალობის მეთოდიცაა შესანიშნავად აღწერილი.

ხოდა,ჩემო კარგებო,ამ ტომოგრაფიის სურათებით პირდაპირ წავედით მეცხრე საავადმყოფოში ექიმ დათო სუხიაშვილთან(დათო ექიმმა ჩემს დიშვილს გლანდების ოპერაციაც გაუკეთა და იქიდან ვიცნობთ).ნახა თუ არა ტომოგრაფიის სურათები—საოპერაციოაო,ეს სხვაგვარად არ განიკურნებაო.იყო ჩამოყალიბებული პოლიპოზური და კისტოზური ჰაიმორიტი,ქონია ძგიდის გამრუდება.ჩირქი უკვე აპსკში იუო მოქცეული და ამიტომ ხელით გასინჯვით ვეღარ დადგინდებოდა ჰაიმორიტიო(კიდევ კარგი გაგვგზავნა ნევროპათოლოგმა ტომოგრაფიაზე!)ექიმმა ისიც თქვა,რომ ეს ჰაიმორიტი საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩამოუყალიბდებოდაო,ეს იყო მიზეზი თავის ტკივილების–რასაც ლიზი დაღლილობას აბრალებდა,მაგრამ წინა დღეს შესცივდა და გაურთულდა და იმ დღიდან დაეწყო სისტემატიური ტკივილები.
ოპერაცია დაინიშვა შაბათისთვის(26 მარტი),და გაკეთდება თოდუას კლინიკაშიო (ოპერაციის ფასი 1500 ლარი).
ოპერაციამდე ტკივილგამაყუჩებლები და ანტიბიოტიკები დაენიშნა.
ოპერაციის დღეს 10 საათზე უკვე თოდუაში ვიყავით,მაგრამ საოპერაციოდ 2 საათზე ღა გაიყვანეს,საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა ოპერაცია,რა თქმა უნდა ნარკოზით,გამოიყვანეს იქიდან ‘ცხვირგაბუშტული’ და ცხვირახვეული ჩემი და,ძალიან სასაცილო სანახავი კი იყო.საკმაოდ რთული ოპერაცია ჩატარებულა,ამოუღიათ ქვეყანა ჩირქი,ამოუჭრიათ პოლიპები,რომლებიც უკვე დეგრადირებული ყოფილა(რამდენი ხანია ნაფტიზინს იწვეტებდა ცხვირში,მე კიდე სულ ვეჩხუბებოდი,რომ საშიშია მეთქი),გაუსწორეს ძგიდი,და კიდე რაღაცა თქვა ექიმმა,მაგრამ უცხო ტერმინი იყო და არ დამამახსოვრდა.
პოსტოპერაციული პერიოდიც საკმაოდ ‘მტკივნეულია’,მთელი ზედა ყბა ასტკივდა,გული უხდებოიდა ცუდად,ცვირით რომ არ სუნთქავდა,ტკივილებს ოდნავ უყუჩებს ტკივილგამაყუჩებელი ნემსი,ექიმმა თქვა,ლამის სამი მეტრი ბინტი აქვს ღრუშიო და აწვება ტვინს და სრულად არაფრით გაუყუჩდებაო,მაგრამ ორშაბათს გადახვევაზე რომ მოიყვანთ,იმას ამოუღებენ და ნაკლებს ჩაუდებენ და შევბას იგრძნობსო.პარალელურად გამაყუჩებლების და ანტიბიოტიკების ნემსებს ვუკეთებ.
კიდევ კარგი ლიზი ჩემთან ახლოს ცხოვრობს–გვერდით კორპუსში,თორემ გამიჭირდებოდა.ძალიან განვიცი,ასეთი ტკივილები რომ ტანჯავს.იმედია,ხვალ მართლა შვებას იგრძნობს.

ასე რომ,ჩემო კარგებო,თავს გაუფრთხუილდით,ეცადეთ თბილად გქონდეთ თავი,არ გაცივდეთ.თუ დროულად მიმართავთ ექიმს,მკურნალობაც შედეგიანი იქნება და შესაბამისად ასეთი ზვირი დაგიჯდებათ.

ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!

Advertisements

27 responses to “გაუფრთხილდით თავს!

  1. ShikO მარტი 27, 2011, 4:56 PM

    ნამდვილად სასარგებლო ინფორმაციაა! შენს დაიკოს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!!! 🙂

  2. rruska მარტი 28, 2011, 12:46 PM

    ყველაფერს რომ ბედი უნდა რა…
    ქეთი შენ იცი რომ გავცივდი ხოდა მტკიოდა თავი ძალინ სიცხე 37 მქონდა მხოლოდ… მაგრამ თავი მტკიოდა საშინლად… დღეს კი დედაჩემმა გადაწყვიტა ექიმთან წავეყავნე,გადამიღეს და მეც ჰაიმორიტი აღმომაჩნდა! წამლები დამინიშნეს ეხლა და ვსვავ და ვარ. 😦

    • ketusi მარტი 28, 2011, 2:02 PM

      უი,რა ცუდია,ძალიან ვწუხვარ,იმედია,რთული ფორმა არ არის,რახან მკურნალობა დაგინიშნეს,
      სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებ

  3. rruska მარტი 28, 2011, 2:47 PM

    მადლობა…

  4. guro მარტი 29, 2011, 12:05 AM

    gmertis wyalobit exla yvelaferi kargada genacvalet miyvarxart martla sachiro informaciaa da yvela adminma unda gaitvaliswinos es rchevebii

    • ketusi მარტი 29, 2011, 11:08 AM

      მადლობა გურო.ეხლაც ისეთი ტკივილები აქვს,დღეში ორჯერ გამაყუჩებელი სჭირდება.მაგრამ რაც მთავარია ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
      თავს დაუფრთხილდით,ნუ გაწირავთ თავს ასეთი ტკივილისთვის!

  5. guro მარტი 29, 2011, 12:35 PM

    araushavs mtavari sasishroeba damtavrda exla cotac unda moitmisnos lizikommmmm da yvelaferi kargad iqneba miyvarxar liziiiiiikooooo dzan dzan :* (hug)

  6. ninnaka მარტი 29, 2011, 2:40 PM

    gamojanmrtelebas vusurveb shens daikos 🙂

  7. kevana მარტი 30, 2011, 8:34 PM

    ჯანმრთელობას ვუსურვებ შენს დას..
    კი მაგრამ ამხელა ბინტი რატო ჩაუდეს? 😦

    • ketusi მარტი 31, 2011, 12:38 AM

      მადლობა
      ამხელა ბინტი რატომ ჩაუდეს და,ეს ჰაიმორის ღრუ ხომ ამოუსუფთავეს,და პლუს პოლიპები ამოაჭრეს — მთელი ის არე ’გაძეძგეს’ სპეციალურ ხსნარში ამოვლებული ბინტით.

  8. kevana მარტი 30, 2011, 8:35 PM

    თავი მეც მტკივა, მაგრამ სიცხე არ მაქვს, თან ისეთი ტკივილები არაა, რომ კედლებზე ვიარო, თუმცა ეჰ… ნორმალური ადამიანი წელიწადში ერთხელ ექიმთან უნდა დადიოდეს და თავის იმოწმებდეს, ყველაფრის ანალიზს აბარებდეს… სადაა ასე, თორე..

    • ketusi მარტი 31, 2011, 1:11 AM

      ხშირი თავის ტკივი;ლი არ შეიძლება უმიზეზო იყოს.
      ლიზისაც,ჩემს დას, თავიდან თავი სტკივდებოდაძირითადად ზამთრის პერიოდში,რომ ციოდა,მერე ერთბაშად შესცივდა და გაუმწვავდა.

      მაინც ყურადღებით იყავი.

  9. ლიზიკუნა აპრილი 1, 2011, 6:56 PM

    ამ ყველაფრის თავი და თავი მოვედი ლიზიკუნა))))))))) ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც მგულშემატვივრობდა. ეხლა გაცილებით უკეთ ვარ, უკვე აღარ ვიცოდი რა იყო უფრო ცუდი ოპერაციამდე თუ ოპერაციის შემდეგ. მაგრამ ღმერთის წყალობით ყველაფერი მორჩა და ორშაბათს სამსახურშიც კი მივდივარ. დღეს პირველად გავედი გარეთ და დავტკბი ასეთი მშვენიერი ამინდით))))))))))))))))) ყველას გირჩევთ ატარეთ ქუდები ზამთარში))))))

  10. teennewson სექტემბერი 12, 2011, 4:58 PM

    igive simptomebi maq zustad mec.. sicxec 37 da kefashi sashineli tkivili…. saswrafod unda mivakitxo eqims… :S

  11. rockermeloman დეკემბერი 9, 2011, 12:07 AM

    მე მაქვს ქრონიკული ფრონტიტი :(( როგორც კი ტემპერატურა 20 გრადუსს ჩამოსცდება იძულებული ვარ ქუდი დავიფარო რომ თავის ტკივილმა არ მომკლას :(( ზუსტადაც იმიტომ რომ თავს არ ვუფრთხილდებოდი… ასე რომ პოსტის სათაური იქამდე იმეორეთ ხალხო სანამ ძვალ რბილში არ გაგიჯდებათ!

    • ketusi.com დეკემბერი 9, 2011, 12:18 AM

      უი,რა შემაწუხებელი ტკივილები ცოდნია თანაც.
      მართლა, სანამ რამე არ შეგვაწუხებს,მანამდე თავს არ ვუფრთხილდებით ადამიანები

  12. rockermeloman დეკემბერი 9, 2011, 9:32 AM

    ჰო ეგრეა :(( მერე კიდე შეწუხებულზე ხადახან დაგვიანებულია ხოლმე..

  13. Lika აპრილი 4, 2013, 5:14 AM

    შენს სტატიას მივაგენი გუგლიდან როცა დავსერჩე “ცხვირიდან ჩირქი”, მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრა, იმედი მომეცა.
    დაახლოებით ათი წელია რაც ვერ ვსუნთქავ ცხვირში ჩასაწვეთებელი წამლის გარეშე, (22წლის ვარ) უბრალოდ გამორიცხულია. როგრც კი წამალს გაუვა დოზა მაშინვე მეკეტება და გული მიჩქარდება ამიტომ აუცილებელი ხდება ჩავიწვეთო, ისე ვერც ვიძინებ ვერც ვსწავლობ ფაქტიურად კატასტროფა მჭირს.
    ვიყავი ექიმთან არ მახსოვს ზუსტად სად, მითხრა რომ ოპერაცია იყო საჭირო მეც ზუსტად იგივენაირად, ძგიდე გამრუდებულია.( ოღონდ მე ჩირქი არ მდის. უბრალოდ ეს მაწამებს რომ ვერ ვსუნთქავ. მეც საშინელი თავის ტკივიები მქონდა მაგრამ აქ, რაც ოკეანესთან გადმოვედი ძალიან მშველის მონაბერი ჰაერი, ჩემი კორპუსი ოკეანეს უყურებს, ფაქტიურად ათ მეტრში უკვე წყალია.) ათ დღეში მიწევდა ფრენა ამიტომ ოპერაციაზე უარი თქვეს, თვითმფრინავში შეიძლება წნევის გამო სისხლი ვეღარ გაიჩეროო. ეხლა შტატებში ვარ, ამ ზაფხულს ჩამოვალ და შენი დაიკოს ექიმთან მივალ აუცილებლად. მადლობა იმედი მომეცა რომ მეშველება.

    • ketusi.com აპრილი 6, 2013, 12:17 PM

      მადლობა,რომ კომენტარის დაწერა არ დაგეზარა,მიხარია,თუ დაგეხმარა ჩემი სტატია
      წარმატებას გისურვებ

  14. nino21 ივლისი 9, 2014, 4:08 PM

    mec zustad kistozuri gaimoriti mqonda gavikete operacia da exla isev damewyo, damtanja …..

    • ketusi.com ივლისი 10, 2014, 12:18 AM

      დიახ,იცის თურმე…ანუ მიდრეკილი თუა ადამიანი ,იმუნიტეტი თუ სუსტი აქვს,მუდან ამის საფრთხეა.გაუფრთხილდით თავს,გამოჯანმრთელებას გისურვებთ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: