Ketusi's Blog

take it easy,it's just life

მოჭრილი ტოტისგან გაზრდილი ხე– ბონსის კულტივაციის ტექნიკა

bonsai-cutting-3yearsიაპონურად: “Sashiki”

ბონსაის ხელოვანთა შორის ძალიან პოპულარულია მოჭრილი ტოტისგან ხის გაზრდის მეთოდი.ეს მეთოდი დაახლოებით ერთ წელს(რაც თესლიდან ნერგის გაზრდას უნდა) გვიზოგავს, თან წინასწარ ვიცით, თუ რა დამახასიათებელი თვისებები ექნება ტოტს.

პირველ რიგში უნდა მოვიპოვოთ ტოტი.ხეების მეტიწილი ადვილად იზრდება ტოტიდან.მოჭერით სასურველი ხის ტოტი.ტოტის ზომა უნდა იყოს 5-10 სანტიმეტრი,დიამეტრით 2-5 მილიმეტრი.უფრო დიდი ზომის ტოტების დაფესვიანება ბევრად რთულია.

ზოგადად,ტოტის დაფესვიანებისთვის საუკეთესო დრო გაზაფხული და ზაფხულია,უკიდურესად ზაფხულის ბოლო.

მოიქეცით შემდეგნაირად:

  1. შეარჩიეთ დაახლოებით 15 სმ სიღრმის ქოთანი,რომელსაც ექვება ნახვრეტი.
  2. ძირში (ქოთნის დაახლოებით ¼)უნდა ჩავყაროთ ხრეშისა და აკადამას ნაზავი პროპორციით ½– ½-ზე.(აკადამა– მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებული თიხა.ის ბონსაისთვის განკუთვნილი მასალაა,რომელიც გრანულების სახით არის.გამოყენების წინ უნდა გაიცრას.ორ წელიწადში ის იშლება, ამიტომ ნაზავს გამოცვლა სჭირდება ხოლმე)
  3. შემდეგი ფენა შედგება ერთმანეთში არეული აკადამა, ხრეში და კომპოსტისგან (ტორფი,პერლიტი და ქვიშა)შეფარდებით:½ -¼ -¼-ზე.
  4. ტოტის ქვედა ნახევარს შემოაცალეთ ტოტები და ფოთლები.ტოტის ძირი ცერად გადაჭერით, რომ გაიზარდოს სასარგებლო ნივთიერებების შეთვისების შესაძლებლობა.
  5. თუ არის ამის შესაძლებლობა, ჩააწეთ ტოტის ძირი დასაფესვიანებელ ჰორმონის ფხვნილში,ეს მის დაფესვინების შანსს გაზრდის.ტოტები ნახევრამდე ჩაარჭეთ მომზადებულ სუბსტრატში ისე, რომ ერთმანეთს შორის საკმარისი მანძილი იყოს.
  6. ფრთხილად მორწყეთ,ისე, რომ ნერგები არ გამოძრავდეს და არ გადაადგილდეს.

bonsai-cutting-prune  bonsai-cutting-angle bonsai-cutting-planting

გაიტანეთ ქოტანი გარეთ და მოარიდეთ პირდაპირ მზის სხვინვებს,ნიადაგი სულ ნესტიანი უნდა იყოს, მაგრამ არა სველი.რამდენიმე კვირა დასჭირდება ტოტს, რომ ზრდა დაიწყოს.მოაცილეთ ის ტოტები, რომლებიც გახმება, დანარჩენი კი ხელმოუკიდბლად დატოვეთ შემდგ გაზაფხულამდე.თქვენი წარმატება დამოკიდებულია  ხის თვისებებსა და მოჭრილი ტოტის ზომაზე.ზაფხულში შეგიძლიათ მიახმაროთ სასუქი.

ერთი წლის შემდეგ ნერგი შეგიძლიათ განაცალკევოთ და გადარგოთ უფრო დიდ ქოთანში.ნერგი ერთი-ორი წელი შეუზღუდავად უნდა იზრდებოდეს, სანამ  ის მზად იქნება, რომ მასზე საჭირო მანიპულაციები ჩატარდეს.

7 responses to “მოჭრილი ტოტისგან გაზრდილი ხე– ბონსის კულტივაციის ტექნიკა

  1. Luka Varazashvili მარტი 6, 2017, 4:11 PM

    ბზის ან წიფლის ტოტისგან შიძლება

    • ketusi.com მარტი 7, 2017, 2:55 PM

      რაიმეთი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ, თუმცა ჩვენთან იყიდება კლიდოეც, მგონი ამასწინათ დომინოში ქონდათ

  2. Luka Varazashvili მარტი 22, 2017, 9:13 PM

    აგროპერტილი გამოდგება?

    • ketusi.com მარტი 23, 2017, 2:15 PM

      აგროპერლიტი სულ სხვა სტრუქტურისაა , ქვიშისმაგვარია, აკადამა კი კენჭის ზომისაა, სანაცვლოდ შეგიძლიათ კენჭები გამოიყენოთ, ოღონდ წინასწარ რაიმეში ჩაყარეთ და მისრის-მოსრისეთ, რომ ბასრი ნაპპირები აღარ ქონდეს

  3. Luka Varazashvili მარტი 25, 2017, 2:30 PM

    არსებობს კენჭისმაგვარიც როგორც ვიცი.

შენი კომენტარი