Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: bonsai

საჰაერო გადანაწვენის(ფესვების) შექმნა, ბონსაის კულტივაციის ტექნიკა

air-layer-ring2იაპონურად : “Toriki”

ბონსაის გამოზრდის ცოტა უფრო მოწინავე ტექნოლოგია არის საჰაერო გადანაწვენის შექმნის ტექნოლოგია.ახალი გადანაწვენის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვაიძულოთ ხეს შექმნას ახალი ფესვები კონკრეტულ ადგილას ძველი ფესვებიდან საკვები ნივთიერებების ნაკადის შეწყვეტის მეშვეობით.ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია საჰაეროს გადწვენის მეთოდი რამდენიმე საჭიროებისთვის გამოვიყენოთ : ქოთნის სიგრძის შემცირება,უკეთესი Nebari-ს (საჰაერო ფესვები)გაზრდა,ან ამ ტოტის ცალკე ხედ გაზრდა.

განაგრძე კითხვა

Advertisements

მოჭრილი ტოტისგან გაზრდილი ხე– ბონსის კულტივაციის ტექნიკა

bonsai-cutting-3yearsიაპონურად: “Sashiki”

ბონსაის ხელოვანთა შორის ძალიან პოპულარულია მოჭრილი ტოტისგან ხის გაზრდის მეთოდი.ეს მეთოდი დაახლოებით ერთ წელს(რაც თესლიდან ნერგის გაზრდას უნდა) გვიზოგავს, თან წინასწარ ვიცით, თუ რა დამახასიათებელი თვისებები ექნება ტოტს.

პირველ რიგში უნდა მოვიპოვოთ ტოტი.ხეების მეტიწილი ადვილად იზრდება ტოტიდან.მოჭერით სასურველი ხის ტოტი.ტოტის ზომა უნდა იყოს 5-10 სანტიმეტრი,დიამეტრით 2-5 მილიმეტრი.უფრო დიდი ზომის ტოტების დაფესვიანება ბევრად რთულია.

ზოგადად,ტოტის დაფესვიანებისთვის საუკეთესო დრო გაზაფხული და ზაფხულია,უკიდურესად ზაფხულის ბოლო.

განაგრძე კითხვა

ტყიდან მოტანილი ხეები — ბონსაის კულტივაციის ტექნიკა

yamadori-pottingიაპონურად : ’Yamadori”

ზოგჯერ ბუნებაშიც შეიძლება გადავაწყდეთ ისეთ ხეს, რომელსაც შეფერხებული აქვს ზრდა,ეს შეიძლება საკვები ნივთიერებიების ნაკლებობით იყოს გამოწვეული.მიუხედავად იმისა, რომ მათი ამოთხრა და სახლში წაღება საკმაოდ რთული საქმეა,მაგრამ ამგვარ ხებს აქვთ იმგვარი შესანიშნავი თვისებები, რაც გვჭირდება მისი ბონსაიდ გადაქცევისთვის.გაითვალისწინეთ, რომ ხის ამოთხრისთვის პირველ რიგში უფლება უნდა მოიპოვოთ.

საუკეთესო დრო მცირე ზომის ხის ამოსათხრელად არის ადრე გაზაფხული, სანამ ხეს ზრდა ჯერ არ დაუწყია.

 

განაგრძე კითხვა

გავზარდოთ ხე თესლიდან– ბონსაის კულტივაციის ტექნიკა.

bonsai-from-seed-070ბონსაის თესლს იაპონელები „Misho”-ს უწოდებენ

ბონსაის ხის თესლისგან გაზრდის დიდი პლუსი ის არის, რომ გვეძლევა მისი ფორმირების სრული შესაძლებლობა  ადრეულ სტადიიდან.თუმცა ამას დიდი დრო მიაქვს(სამი წელი),სანამ დაიწყება ბონსაიზე მუშაობა.

პირველ რიგში უნდა მოვძებნმოთ თესლი,ის შეგვიძლია შვენ გარშემო მოვიძიოთ,ან გამოვიწეროთ ონლაინ მაღაზიიდან,მაგრამ გახსოვდეთ,რომ არ არსებობს „ბონსაის თესლი“, რადგან ბონსაი იქმნება ჩვეულებრივი ხისგან!

თუ ადგილობრივი ხეებისგან აგროვებთ თესლს,მათი დარგვა უმჯობესია შემოდგომაზე,მაგრამ თუ სხვა დროს ჩაგივარდათ ხელთ თესლი(მაგალითად გაზაფხულზე), ან ისეთი ხის ტელი გაქვთ, რომელიც არ არის ადგილობრივ კლიმატს შეჩვეული,საჭირო იქნება „სტრატიფიკაციის“ პროცესის გამოყენება.სტრატიფიკაცია— ეს ის პროცესია, როდესაც თესლს ხელოვნურად ვამყოფებთ ზამთრის პირობებში,ეს თესლმა აუცილებლად უნდა გადაიტანოს გაღვივებამდ(ამისათვის სპეციალურ ნაზავში გარეულ თესლს რამდენიმე კვირით მაცივარში ათავსებენ). დამწყებთათვის ეს შეიძლება ცოტა რთული იყოს,ამიტომ  ჯობს შეარჩიოთ ხეების ის სახეობები,რომლებიც კარგად ეგუებიან თქვენს კლიმატს და დარგოთ მათი თესლი შემოდგომით,როგორც ამას დედა ბუნება აკეთებს!

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: