Ketusi's Blog

take it easy,it's just life

რა ფერები შევარჩიოთ ოფისის მოწყობისას

რა უნდა იყოს თანამედროვე ოფისში?

რა თქმა უნდა კარგად მოწყობილი სამუშაო ადგილი დიდი მაგიდის და მოსახერხებელი სკამის სახით,კომფორტული განათება,საოფისე ორგტექნიკა,ადგილი,სადაც საკვებს მიიღებთ და დაისვენებთ,დაწესებულების სასიამოვნო დიზაინი და ძლიერი კომპიუტერი — ამგვარად ფიქრობენ კომპანიათა მფლობელთა უმეტესი ნაწილი.მაგრამ ბევრი მათგანი ივიწყებს კიდევ ერთ ოფისის კომფორტის მნიშვნელოვან შემადგენელზე — ფერზე.
>

ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს,რომ შესრულებული სამუშაოს ნაყოფიერება და თანამშრომელთა სურვილი,რომ იარონ სამსახურში 85 პროცენტით დამოკიდებულია კედლების და აქსესუარების ფერზე.ზუსტად სტილისტური გადაწყვეტა განსაზღვრავს კოლექტივში ფქიქოლოგიურ კლიმატს და ასევე ერთიანად საწარმოს წარმატებასაც.თუ გავიხსენებთ საბჭოთა ოფისებს,მათი ფერთა გამა იყო უსახური ნაცრისფერი,იდენტური კაბინეტები,ერთნაირი კორიდორები,უგემოვნოდ მოწყობილი მისაღებები.

<p style=”text-align: center;”

სულ რაღაც 10-12 წელიწადია,რაც ოფისის გაფორმებაში ფერების ჩართვა ტენდენციური გახდა.დიზაინერები,რომლებმაც ‘მიაღწიეს’ იმას,რომ გამოიყენეს აკრძალული ილეთები,გადავარდნენ მეორე უკიდურესობაში და ყოველ ოფისში კედლები კაშკაშა დს მყვირალა ფერებში შეღებეს.წარმოუდგენელ ფერთს შეხამებები,რომელთა მეშვეობითაც დიზაინერები კლიენტების მოზიდვას ცდილობდნენ,ნეგატიურად აისახებოდა კომპანიაში თანამშრომელთა მუშაობის შედეგიანობაზე და აქვეითებდა პერსონალის შრომითუნარიანობას.კიდევ კარეგი,ამგვარი ოფისების დრო წარსულს ჩაჰბარდა!დღეს კი,სანამ ოფისის მთავარ ფერს აირჩევენ,დიზაინერბი აანალიზებენ კომპანიის პროფესიულ საქმიანობას,შენობის ფუნქციურ დანიშნულებას და ამა თუ იმ ფერის ადამიანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედენბის ასპექტებს.

ფერი არამარტო უნდა მოსწონდეს კომპანიის მმართველსა და თანამშრომლებს,არამედ უნდა შეეფერებოდეს შენობასაც,რომელშიც ის გამოიყენება.მაგალითად,სამუშაო ადგილის გაფორმებისთვის უნდა გამოვიყენოთ ის ფერები,რომლებიც ქმედითუნარიანობის სტიმულაციას მოახდენენ,ამავდროულად არც სამუშაო პროცესიდან გადაიტანს ყურადრებას,ეხმარება კონცენტრირებაში და ყურადღების გამახვილებაში,განაწყობს ხანგრძლივი ურთიერთობისთვის და აქვეითებს დაღლის შეგრძნებას.როგორ უცნაურადაც არ უნდ გეჩვენოთ,ამ ყველაფრის მიღწევა შეიძლება კარგად შერჩეული ფერთა პალიტრის მეშვეობით.

ოფისის ფერის შერჩევის დროს გაითვალისწინეთ რამოდნიმე მარტივი რეკომენდაცია : თბილი ფერები ამაღლებენ შრომისუნარიანობას;ცივი ფერები ხელს უწყობს გონების კონცენტრაციას და ვიზუალურად ადიდებენ სივრცეს.

მაგალითად:

მწვანე დადებითად მოქმედებს მხედველობაზე,ადუნებს მხედველობით არხს და ეხმარება კონცენტრირებაში;

ცისფერი ამშვიდებს და ინტელექტუალურ სამუშაოსკენ განაწყობს;

ბაცი ყვითელი მსუბუქ აღმგზნებ მოქმედებას ახდენს,სტიმულირებას უკეთებს გონებრივ მუშაობას და ეხმარება სწორი გადაწყვეტილების პოვნაში.
ბაცი ნაცრისფერი ნეიტრალური ფერია,ის არ ფანტავს ყურადღებას და ქმნის შესანიშნავ ფონს საოფისე გარემოსთვის.

როგორც წესი,დიზაინერები ერთერთ ამ ფერთაგან ირჩევენ სამუშაო სივრცის გაფორმებისთვის.

  

გამოვიყენოთ მკვეთრი ფერები ოფისში?

ყველაფერი დამოკიდებულია ოფისის ფუნქციონალურ დატვირთვაზე.ასე,მთავარ ოთახში,რომელიც მუშაობისთვის არის განკუთვნილი,ფსიქოლოგები არ გვირჩევენ მკვეთრი ფერების გამოყენებას,განსაკუთრებით კაშკაშა წითლისა და კაშკაშა ყვითლის.

წითელი თანამშრომლებზე იმოქმედებს ისევე,როგორც წითელი ნაჭერი ხარზე — გაუწევს პროვოცირებას სკანდალებს და კოლექტივში დაძაბავს გარემოს.

ყვითელი ფერი პერსონალს ძირითადი საქმიანობისგან მოაცდენს.

აი მოსალაპარაკებელი ოთახებისთვის კაშკაშა ფერები(წითელი და ყვითელი) კარგი არჩევანია,ისინი გონებრივ საქმიანობის პროვცირებას იწვევენ ,მოახდენენ კონსტრუქციულ გონებრივ შტურმს და გაპოვნინებენ სწორ გადაწყვეტილებას.

მკვეთრი ცივი ფერები(ლურჯი,ცისფერი,იასამნისფერი) და შავი ტონები ადამიანის ფსიქოლოგიაზე საწინააღმდეგო მოქმედებას ახდენენ : ადუნებენ,ახშობენ ემოციებს,აიძულებენ ადამიანს ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს,შეიძლება დეპრესიის და ცუდი განწყობის მიზეზის კი გახდეს.

ასევე ოფისის გაფორმებისთვის არ არის სასურველი შავი ფერის გამოყენება,ის თრგუნავს მუშაკებს და პირქუს ატმოსფეროს ქმნის.
თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ოფისის მოწყობისას უარი ვთქვათ კაშკაშა და მკვეთრ ფერბზე!მთავარია ფერის სწორი ‘დოზირება’ ვისწავლოთ.მცირე ფერთა აქცენტები პირიქით — ახალისებს ოფის,სტიმულს აძლევს და პერსონალის კარგ განწყობას ამაღებს,თუმცა ისინი ძალიან ფრთხილად უნდა შევარჩიიოთ.

არის ფერი,რომელს გამოყენებასაც ფსიქოლოგები ერთხმად არ ურჩევენ ოფისის გაფორმებისას.ეს არის ვარდისფერი!დიახ,ბარბის და გლამურის ფერი!ეს ფერი იმდენად ინფანტილურია და იმდენად ადუნებს,რომ ყველაზე შრომისმოყვარე მუშაკიც კი იზარმაცებს ვარდისფრად შეღებილ ოთახში.ჯობს უარი თქვათ ვარდისფრის გამოყენებაზე ოფისში!

ნაგებობისთვის ფერთა გამის შერჩევისას,არანაკლებ მნიშვნელოვანია სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინბა.ამგვარად მეცნიერბმა დაამტკიცეს,რომ რამდენადაც მეტად ინტელექტუალურ საქმიანობას ეწევა ადამიანი, მით უფრო დახვეწილ და ნატიფ ფერებს ანიჭებს უპირატესობას.

ამიტომ,თუ კაბინეტს დიზაინერებს ან პროგრამისტებს უმზადებთ,არ გამოიყენოთ ერთფეროვანი ან მოსაწყენი ფერები (ლურჯი,სტაფილოსფერი,იასამნისფერი);

მათთვის,ვინც დროის უმეტეს ნაწილს კაშკაშა სურათების,და ფერად გამოსხულებების თვალიერებაში ატარებს,ოფისი ნეიტრალურ ფერებში გაუფორმეთ და ‘გააჯერეთ’ მცირე ზომის კონტრასტული აქსესუარებით;

მათთვის,ვინც ციფრებთან ან ასოებთან მუშაობს,უფრო კომფორტული იქნება ისეთი გარემო,სადაც კედლები კაშკაშა ფერის იქნება,მაგალითად ყვავილოვანი ნახატის შპალიერით .

ოფისის ფერის ამორჩევისას მნიშვნელობანია ნაგებობის ერთი მნიშვნელოვანი თავისებურების გათვალისწინებაც:განლაგების მხარის.თუ მზე იშვიათად ანათებს კაბინეტს,მაშინ უმჯობსია მისი კედლების თბილ ფერებში შეღებვა(ყვითელი,კრემისფერი,ხორცისფერი,ბაცი მწვანე) იმისათვის,რომ სივრცე ჩანდეს მეტად განათებული და ასევე ფართოც.იმ კაბინეტებისთვის,რომლებიც მზით ინტენსიურად ნათდება,ჯობს ცივი და მშვიდი ფერები შეარჩიოთ(ნაცრისფერი,ლურჯი,ცისფერი,მწვანე),ისინი გააწონასწორებენ გარემოს და მას იქ მყოფთათვის კომფორტულს გახდიან.

(მომდევნო პოსტში გაგაცნობთ,თუ რა ფერებით არის უნჯობესი შევღებოთ სახლის კაბინეტი ან სამუშაო/სამეცადინო ადგილი)

6 responses to “რა ფერები შევარჩიოთ ოფისის მოწყობისას

  1. Jane აგვისტო 25, 2012, 12:57 PM

    მწვანე ოფისში ვიმუშავებდი სიამოვნებით. საოცრად მამშვიდებს მწვანე…

  2. ლაშა აგვისტო 27, 2012, 8:49 PM

    ზოგადად მხოლოდ ოფისზე კი არაა ასე, მაგალითად ამერიკაში საავადმყოფოები ისეა მოწყობილი როგორც სახლი ❤ პალატა კი როგორც ოთახი, თავისი ფუმფულაბალიშებიანი დივანით, წიგნებიანი თაროებით და ა.შ ❤ ❤ მეც სიამოვნებით დავწვებოდი ეგეთ პალატაში. და არა აქ ზანუდური პალატები როა და თავი საგიჟეთში გგონია :((((

  3. Pingback: ფერის ზეგავლენა ადამიანის განწყობაზე | Ketusi's Blog

შენი კომენტარი