Ketusi's Blog

take it easy,it's just life

8 მარტის მილოცვები

8 მარტი

ჩემი ბლოგის სტუმარ ყველა მანდილოსანს ვულოცავ 8 მარტს!

გოგოებო,ქალებო და ქალბატონებო,გილოცავთ ამ დღეს!გისურვებთ ქალურ ბედნიერებას,წარმატებულ კარიერას და კარგ ჯანმრთელობას!

მინდა გქონდეთ ყველაფერი ის,რაც აბსოლუტურად ყველა ქალს უნდა:

საყვარელი ადამიანი

მყარი ოჯახი

კარგი შვილები

ნორმალური შემოსავალი

თვითრელიზება

კარიერული წარმატება

კარგი მეგობრები

და კიდევ უამრავი წვრილმანი,რაც ჩვენი ყოველდღიურ ცხოვრების შემადგენელია,…

რატომღაც ხშირად მესმის, რომ  : “რა საჭიროა 8 მარტი,ყველა დღე ხომ ისედაც ქალებისაა!” .და რატომ არის ასე? განა ყველა დღე მილოცვით იწყება?ყველა დღეს ჩუქნით ქალს ყვავილებს? ყველა დღეს უძღვნით ლექსს?ყველა დღეს ახარებთ საჩუქრით?განა ბევრი დღეა წელიწადში,როდესაც უშუალოდ ქალის დღისადმი არის მიძღვნილი დღესასწაული?განა ქალის ყოველი დღე ერთმანეთს არ გავს?რატომ არ უნდა იყოს ეს ერთი დღე ქალისთვის განსკუთრებული?

ვიტყოდი, რომ დღეს ქალები მაინც განვიცდით დისკრიმინაციას,მაინც ძალიან ბევრ სამსახურში მამაკაცის აყვანას ამჯობინებენ,თუმცა იგივე საქმიანობას შეიძლება ქალმა  უფრო კარგად  გაართვას თავი.მაინც ბევრ მამაკაცს,რაც არ უნდა ბრიყვი იყოს(მე თუ მკითხავთ,რაც უფრო ბრიყვაი—მით უფრო მეტად) —-ქალი ბრიყვი გონია,ან პირიქით,აცნობიერებს,რომ ქალი მასზე ჭკვიანია და ამიტომ ყველა ხერხს ხმარობს,რომ ან დაამციროს ან რაიმეთი მაინც აჯობოს(აი ეს სიტუაცია მიყვარს ხოლმე,სასაცილოა).

მაგრამ დღეს-დღეობით მაინც გაცილებით მეტი უფლებები აქვს საზოგადოებაში ქალებს,ვიდრე ეს 100 წლის წინ ხდებოდა.8 მარტის დაარსების იდეაც ზუსტად ამიტომ გაჩნდა, რომ ქალები აპროტესტებდნენ დისკრიმინაციას!

მეცხრამეტე საუკინის მიწურულს ქალს უკვე გააზრებული ქონდა,რომ ის საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი იყო და მამაკაცს,მიყუხედავად იმისა, რომ ვერ ჯობნიდა ფიზიკური ძალით,მაინც არანაკლები ფიზიკური გამძლეობა,ინტელექტი და უნარები ჰქონდა!მიუხედავად ამისა,ქალის შრომა არ ფასდებოდა,ისინი იმდენივეს მუშაობდნენ,როგორც მამაკაცები,თუმცა ბევრად ნაკლებ ანაზღაურებას იღებდნენ.

პირველად ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა ქალები გაიფიცნენ,ეს მოხდა 1857 წლის 8 მარტს.გაფიცული ქალები ქუჩაში გამოვიდნენ,რადგან აპროტესტებდნენ მწირე ხელფასს და გაუსაძლის სამუშაო პირობებს(მაშინ ქალები დღეში 18 საათი მუშაობდნენ,ისევე,როგორც მამაკაცები,თუმცა ბევრად ნაკლენ გასამრჯელოს იღებდნენ),მაგრამ პოლიციამ ისინი დაარბია.ქალები მაინც ცდილობდნენ თავიანთი უფლებების დაცვას და ორი წლის შემდეგ,1859 წელს,პირველი პროფკავშირი დააარსეს.მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტები მოჰყვა.1908 წელს 15,000 ქალბატონი გამოვიდა ნიუ-იორკის ქუჩებში მოკლე სამუშაო დღის,უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით.1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია.ზუსტად  ამ ყრილობაზე დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე გავლენიანი გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინის ინიციატივით.შემდგომი წლის 8 მარტს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ქუჩებში.მას შემდეგ ყოველი წლის 8 მარტს ეწყობოდა სამშვიდობო მსვლელობები.(წყარო)

ეს ყველაფერი ისტორია, და რა ხდება დღეს? როგორ აღვნიშნავთ 8 მარტს?რითი შეიძლება ვასიამოვნოთ სუსტი სქესის წარმომადგენლებს? ამ დღეს მარტო მამაკაცი კი არ ულოცავს ქალს,ჩვენ,ქალებიც ვულოცავთ ერთმანეთს!

დღეს მეც კარგი მილოცვები მივიღე  მეუღლისგან და შვილისგან და სრულიად ბედნიერი ვარ!ყველაზე მეტად გამახარა ჩემი დისშვილების გამორჩეულმა მოლოცვამ! ისეთი ლამაზი სიტყვები მომიძღვნეს!

8 მარტი

არ შემიძლია უფროსი დისვილის მოწერილი ბარათის შიგთავსსი არ გაგაცნოთ!

ჩემს მეორე დედას!!!

გილოცავ!!!

დეი,გილოცავ ამ მშვენიერ დღეს.გისურვებ ულევ ბედნიერებას.ისეთივე ცხოვრება გქონოდეს,როგორც დღესაა —- მზიანი,ბედნიერი,ნათელი!!!

 ჩემი პატარა დისშვილის მოლოცვაც სითბოთია სავსე :

ჩემს საყვარელ დეიდას!

დეიდა,მე შენ ძალიან მიყვარხარ.ალბათ გრძნობ შენც ამას.გილოცავ ქალთა დღეს.გისურვებ ჯანმრთელობას და ღმერთი იყოს შენი მფარველი.იცოდე,რომ შენ ხარ კეთილი და გულჩვილი და იცოდე რომ მე ძალიან ძალიან და უზომოდ მიყვარხარ.იყავი ბედნიერი დედა.

მიყვარხარ!

 2012 წლის 8 მარტი.

სიყვარულით

ნიაკო

საოცარია დედაჩემს რაც მიწერა ჩემმა დისშვილმა,თან ლამაზი თაიგული მიართვა,წერილი წამოვიღე, რომ თქვენც გაგაცნოთ!

ქალი,რომელსაც ჰყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილ.

ქალი,რომელიც უძლებს ყველას და ყველაფერს.

ქალი, რომელიც ერთგულია და რომელსაც სიყვარულის ნიჭი აქვს,

ქალი —- კეთილი და მომთმენი,

ქალი—- მშიშარა,

ქალი —- ყურადღებიანი,თბილი….

ეს ყველაფერი შენშია,ბე…

ქალი თვითონ ქმნილებაა…

რაღაც სიტყვა აკლია,შეამჩნიე,ხო?ნამდვილად მართალი ხარ.

ქალი იდეალური ქმნილებაა,თუ მას ყველა ის თვისება ქვს,რაც შენშია.

შენ ჩვენი იდეალური ქალი ხარ!!!

გილოცავ 8 მარტს!

თბილი სურვილებით,ეთუნა

 აი ასეთი დიშვილები მყავს!

სამწუხაროდ,ჩემ შვილს არ ეხერხება ასე ლამაზად წერა,პატარა რომ იყო,სულ მიწერდა ბარათებს,მაგრამ ეხლა აღარ მიწერს 😦

SMS მილოცვის ტექსტი მინდა დავურთო პოსტს,რომელიც გამოგადგებათ,დღეს მივიღე :

ღმერთმა გაგაჩინა ლამაზ არსებად

და მერე სახელად გიწოდა ქალი

დღეს შენი დღეა—იბედნიერე

და არ დაკარგო არცერთი წამი!

ამ სასიამოვნო ნოტებით ვასრულებ პოსტს და ვიმედოვნებ, რომ კომენტარებში დაწერთ იმ ლექსებს,რაც ამ დღესთან დაკავშირებით მოგეპოვებათ და ასევე ძალიან მაინტერესებს,როგორ მოგილოცეს თქვენ 8 მარტი.

1 responses to “8 მარტის მილოცვები

შენი კომენტარი