Ketusi's Blog

take it easy,it's just life

სამნაირი ბურთი და ერთი დიდი გული

ვის გიყვართ საჩუქრები?დარწმუნებული ვარ — ყველას! და თუკი ეს საჩუქარი — ყველაზე კარგი გართობაა და თანაც ისე, რომ ამ დროს სხვასაც უკეთებ საჩუქარს–ეს ყველაზე მეტად სასიხარულო რამ არის!მგონი ამაში ყველა ის ბლოგერი დამეთანხმება, ვინც გუშინწინ,27 დეკემბერს თბილისი ცენტრალის ბოულინგ ცენტრში იყო სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდის ორგანიზებულ ქართული ბლოგინგის ბოულინგის დღეზე.

ამდენი ბლოგერი ერთად პირველად ვნახე!ბევრს ვიცნობდი,ვისაც არ ვიცნობდი,მივედი და გავეცანი,ნუ,ამ ამბავში კომპლექსები არ მაწუხებს.რა კარგია, რომ ყველა ბლოგერი ვიყავით,ასე ვთქვათ რაღაც ერთი მახასიათებელი გვაერთიანებდა!სასაცილო ამბავი იყო, როდესაც ადომ გვითხრა,რომ თურმე ბარმენებს ლტოლვილები ვეგონეთ 🙂 აი,რა არ ’დაუბრალებიათ’ ბლოგერებისთვის და ეს ’ლტოლვილობა’ –ახალია!სულ თავიდანვე ვკითხულობდი ”პარანოიდი ძმა რომელი იყო,და ვერავინ მითხრა, მერე,სულ ბოლოს,მიმითითეს,აი ეს არის რომ კითხულობდიო,და აღმოჩნდა, რომ თურმე ბიჭი ყოფილა და თავიდანვე გამიცნია,ოღონდ სახელი რომ მითხრა იმით ვერ ვიცანი,და ჩემ გვერდით მაგიდასთან იჯდა ბოულინგის თამაშისას! მოკლედ,ამ სიტუაციაზე ბევრი ვიცინე 🙂

უაღრესად პოზიტივით დატვირთული დღე იყო,ადგილობრივმა ადმინისტრაციამ და ფონდის ხელმძღვანელობამ მაქსიმალურად შაეგვიწყეს ხელი, რომ კარგად გავრთობილიყავით.

№ 1  ბურთი

ეს საქველმოქმედო საღამო იყო და ამ დღეს ბლოგერებს მოგვეცა შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ რაღაცით მაინც დავხმარებოდით მიუსაფარ ბავშვთა სახლს.ყველამ წამოვიღეთ ნაძვის ხის სათამაშოები.მიხარია, რომ ვიცი, რომ ამ ჩვენი მცირედი დახმარებით პატარებს გავახარებთ და  მიუსაფარ ბავშვთა სახლის ნაძვის ხეც ლამაზად  მოირთვება!

№ 2  ბურთი

თითქმის არავინ იცოდა ბულინგის თამაში,მათ შორის მეც,სულ ვფიქრობდი,ნეტა თავს როგორ გავართმევდი 🙂 გამეხარდა, რომ კენჭისყრით,რანდომ ავირჩიეთ ბილიკები და მოხდა ისე, რომ ვითმაშეთ ისეთ ადამიანებთან, რომლებთან დაახლოება  სხვა ვითარებაში არ მოხდებოდა.მეშვიდე ბილიკის მოთამაშეები ვიყავით მე ,თამარ რაზმაძე,ჰექსე,ნოჩურა  სებისკკო და მარი.ყველასთვის პირველი თამაში იყო, თუმცა ჰექსემ ისეთი ’კლასი’ აჩვენა, რომ ლიდერებს შორის მოხვდა.პარალელურად თითო კათხა ნატახტარით გაგვიმასპინძლდნენ და სხვისი არ ვიცი, მაგრამ ნახევრამდე რომ ’ჩავიყვანე’ კათხა, უკვე გრადუსი ვიგრძენი :), ჩემ თამაშსაც დაეტყო მგონი(არა,მართლა კი არა),თავიდან ყველა ჯერზე ვარტყამდი და ბლომად კეგლი წავაქციე, თუმცა ბოლოსკენ გამოდიოდა, რომ სულ ვაცდნდი.მგონი 45 ქულა დავაგროვე.

მაინც კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ პირველი თამაშისგან მაინც ამდენსაც არ მოველოდი,ნუ სულ რომ ერთი კეგლიც არ წამექცია, მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი, იმდენად აჟიტირებული ვიყავით თამაშით,აზარტი ოხერი რამეა ! გადავწყვიტე, რომ აუცილებლად მეგობრებთან ერთად ვითამაშებ მომავალში,ძალიან მომეწონა.

№ 3  ბურთი

ბოულინგის თამაშის დასრულებისას შემოგვთავაზეს მეორე დარბაზში გადანაცვლება და ბილიარდის თამაშით გართობა.”ამდენი სიამოვნება ერთბაშად,ღმერთო ჩემო” –გავიფიქრე და სხვა ბლოგერებთან ერთად მეც იქეთ გავეშურე.

რა ვქნა,არც ბილიარდის თამაში  ვიცოდი,თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა, ერთადერთი ინტერნეტით მქონდა რამდენჯერმე ნათამაშები და პრინციპი კი მესმოდა.საბედნიეროდ ბლოგერმა პაწუმ ყველაფერში მშვენივრად გამარკვია და თამარ რაზმაძემ და მე ცოტა კი რაღაც ვისწავლეთ(უფ,მგონი სულ 5 თუ იცოდა თამაში,დანარჩენები ამასაც პირველად ვთამაშობდით).ოოოო,მერე იყო ჩემი დაუჯერებელი გამარჯვება კახიზე! კახიმ,ვიცი თამაშიო,თუმცა ’ნავიჩკამ ვეზიოტ’-ის პრინციპით თუ ჩემი ალღოთი,ფაქტია,რომ გავიმარჯვე თუმცა კახი თავის დამარცხებას ლუდის 3 კათხას აბრალებდა(კახი,სხვა გზა არ გაქვს,უნდა დამიმტკიცო შენი უპირატესობა,ხოდა ერთხელ კიდევ უნდა ვითამაშოთ მე და შენ).შესანიშნავი ’ ა ’ლა ურშეტი’ იწონებდა დიდ მაგიდაზე თავს და შუალედში წავიხემსეთ კიდეც!

მერე მოეწყო თამაშობები,რაც ძალიან სახალისო იყო.პირველ თამაშში წყვილები იყო და ერთს მეორე ტუალეტის ქაღალდში უნდ გაეხვია.ამ თამაშში მოიგო ჯესიმ და პაწუმ!

მეორე თამაშიც ძალიან სახალისო იყო,ერთი მოთამაშე ტანზე სარეცხის სამაგრს (’შპილკას’) იმაგრებდა,მეორეს კი,თვალახვეულს,უნდა ეპოვა :), ”ხელი არსად წაავლო”-ს შეძახილების  ფონზე 🙂 ,ძალიან სახალისო საყურებელი იყო.

ნუ წინა ბილიარდის თამაშის ეიფორიამ გადამიარა,მეორე ხელი რომ ნოჩურა  სებისკკოს და გიორგი ხერგიანს წავუგეთ მე და დეამ,თუმცა მხოლოდ ერთი ბურთის განსხვავებით.

ისე გავერთეთ ბილიარდის თამაშში, რომ თურმე იქით დარბაზში დაჯილდოებაც ჩატარებულა,გამოვლენილა ბოულინგის ჩემპიონი გოგოცდა ბიჭიც,ბლოგერებიც დაუჯილდოებიათ სხვადასხვა ნომინაციაში,მაგრამ ამ ამბებს არ შევსწრებივართ,ისე აზარტულად ვთამაშობდით.

ფოტოები მე არ გადამიღია,სხვები იღებდნენ და ვითომ საჭიროდ აღარ ჩავთვალე,თუმცა ძალიან მივქარე,წესიერი ჩემი ფოტო არ მაქვს!თუ რამე გამოჩნდა, მერე დავამატებ

ეხლა კი გულების დრო დადგა!

  • დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდის ორგანიზატორებს,რომ დაუვიწყარი საღამო მოგვიწყო;
  • დიდი მადლობა ბოულინგ ცენტრალის ადმინისტრაციას,რომ ყველანაირად შეგვიწყეს ხელი

ყველა ბლოგერს,ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ,ვუძღვნი ამ ჩემ სიყვარულით სავსე გულს !

კარგები ხართ ყველა!

9 responses to “სამნაირი ბურთი და ერთი დიდი გული

  1. zichii დეკემბერი 29, 2011, 1:56 AM

    მეც მიყვარხარ ❤
    ერთ სურათში ერთადაც ვჩანვართ^^

  2. presgeo დეკემბერი 29, 2011, 2:06 AM

    auu axla “vitireb” “D ratom ar wamovedi:d rakargia mixariarom kargi dro gaataret 🙂 marto isisni ki ara dagetanxmbeian qtusi vinc iyvnene aramed isinic vinc ar iyvvenn da matshorisc mec var:D:)

  3. აქსიომა დეკემბერი 29, 2011, 2:28 AM

    ძალიან მაგარია ქეთ, მაგრამ რასაც ვერ გპატიობ საკუთარი ფოტო მასალა რომ არ გაქვს ხოლმე ასეთ პოსტებში. მობილურით მაინც დაგეფიქსირებინა და კოლაჟი გაგეკეთებინა გოგო. 😦

    • ketusi.com დეკემბერი 29, 2011, 3:02 AM

      ჯიბე არ მქონდა და ისე ხომ არ ვათრევდი ტელეფონს 😦 მეთქი პროფესიონალები ირებენ და დადებენ ისე, რომ ყველას მიუწვდებოდეს ხელი 😦

  4. კახი დეკემბერი 29, 2011, 3:53 AM

    ისე არ მოვკვდები შენ რომ ბილიარდში არ მოგიგო ქეთუსი 🙂 გამამწარეე ეხლა, ხომ გითხარი არ გინდა ამდენი ამბებითქო 😀 დამცინეე, ხოო, დამცინეე 😀 არა, ისე რა სასწაულები ვქენი მაგიდაზე კონკრეტულად ნუ იტყვი მაგეებს!! :დდ მშვენიერი საღამო იყო, კარგად გავერთეე ♥

  5. ketusi.com დეკემბერი 29, 2011, 1:10 PM

    ოხ,კახი,შემარგე გამარჯვება,ხო კაი მცირე უპირატესობით მაგრამ ხომ ფაქტია,რომ მოვიგე.ხოდა ვიტამაშოთ კიდე და რამდენჯერაც გინდა დამამარცხე 🙂 ოღონდ მანამდე ივარჯიშე 🙂 🙂

  6. Pingback: რა იყო და რა იქნება « Ketusi's Blog

Leave a reply to zichii კომენტარის გაუქმება