Ketusi's Blog

take it easy,it's just life

როგორ გამოიყურება კარგი პოსტი

პოსტის წერისას მარტო იმაზე არ უნდა ვიზრუნოთ, რომ საინტერესო კონტენტი მივაწოდოთ მკითხველს,აუცილებელია პოსტის ვიზუალზეც ვიზრუნოთ.ამ სფეროში არის  ჩამოყალიბებული გარკვეული სტანდარტები და ტექნიკური ნიუანსები,რომლებიც მინდა მივაწოდო  დამწყებ  ბლოგერებს .ჩემს მიერ მოყვანილ რჩევებს აპრიორი აუცილებლობად ნუ განიხილავთ(ბოლოს და ბოლოს სახელმძღვანელო კი არ არის 🙂 ),უბრალოდ დაგროვილ ცოდნას გაგიზიარებთ(ამ ყველაფერს მე თვითონაც ვითვალისწინებ)

მაშ ასე,ვწერთ პოსტს და ეს ყველაფერი,რასაც დქვემოთ დავწერ, ან პოსტის წერისთანავე შეგიძლია გააკეთო, ან ბოლოს,აკრეფილი ტექსტი  დაარედაქტირო.

  • კარგია, როდესაც პოსტის თავში დამახასიათებელი სურათია.და საერთოდ,დასურათებული პოსტი(ან ვიდეო  ფაილის გამოყენებით) ბევრად უფრო მიმზიდველად გამოყურება,თუმცა ეს აუცილებლობა არ არის,ზოგს სულ არ უყვარს სურათები.თუმცა,სიუჟეტური სურათი მაინც თავისებურ მარილს მატებს პოსტს;
  • შრიფტი უნდა იყოს ზომიერი.წვრილი ასოები,ისევე,როგორც დიდი ზომის, თვალისთვის ერთნაირად დამღლელია;
  • აბზაცი გამოიყენე.ანუ დიდი მოცულობით ტექსტს უაბზაცოდ ნუ დაწერ,დამიჯერე,ასეთი პოსტის კითხვისას იბნევი და გერევა კიდეც,რომელ სტრიქონს კითხულობდი.ასე რომ ზომიერი აბზაცები ჩაურთე;
  • თუ თემა მოიტანს, საკუთარი ბლოგპოსტის ლინკი გამოიყენე პოსტში;
  • ედიტორს ყველა ის  ფუნქცია აქვს,რაც კი შეიძლება, რომ დაგჭირდეს,მთავარია აითვისო!;
  • პოსტს თუ აუდიო ან ვიდეო ფაილს დაურთავ,დაარეგულირე, რომ მკითხველმა ის თავად ჩართოს,ანუ არ იყოს ისე, რომ პოსტის გახსნისთანავე მელოდია ჩაირთოს.ეს ბევრს აღიზიანებს.არჩევანი მკითხველს მიანდე.
  • მნიშვნელოვანი სიტყვები,ფრაზები ან გამოთქმები ეგიძლია  bold ფორმატში გადაიყვანო,აქცენტირება მოახდინო.
  • სანამ  პოსტი ახალია,ანუ ბოლოს გამოქვეყნებული,ჯობია,ის სრულად იკითხებოდეს და შეამოკლე more ღილაკის გამოყენებით,მხოლოდ მას მერე, რაც მომდევნო პოსტს დადებ.დანარჩენებს რაც შეეხება,ბევრს,მაგალითად,სულ არ უყვარს პოსტის შემოკლება და სრული პოსტები უდევს ბლოგზე.არჩევანი შენზეა;
  • პოსტს შესაბამისი კატეგორია უნდა მიუთითო და თაგებიც შეურჩიო.კომენტარების  ჩართვა-გამორთვა შენზეა დამოკიდებული.იმასაც ამბობენ, რომ 2 კვირის მერე  კომენტარების სისტემა უნდა გამოურთო პოსტს, რომ დაინტრიგება მოხდეს მკითხველისო.ამის გათვალისწინება უკვე შენი საქმეა;
  • პოსტში ”სმაილების’ დამატებაც თავისებურ შარმს მატებს კონტენტს;
  • ნუ, შინაარსზე არაფერს ვწერ.იგულისხმება, რომ კონტენტი კარგი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში  მას ვერანაირი გაფორმება ვერ ’უშველის’ ;

ალბათ არის კიდევ ის,რისი დამატებაც შეიძლება და კომენტარებში თქვენს რჩევებსაც თუ დაწერდით,დავამატებ ამ ნუსხას.

იმედია,გამოგადგებათ ეს რჩევები

ყველას წარმატებულ ბლოგინგს გისურვებთ 🙂

( ბლოგინგის კატეგორიის შემდეგი პოსტი  მიეძღვნება საიდბარის ორგანიზება-ოპტიმიხაციას)

20 responses to “როგორ გამოიყურება კარგი პოსტი

  1. Jessie ნოემბერი 4, 2011, 2:37 PM

    ძალიან კარგი რჩევები გიწერია ხოლმე:) ნადმვიალდ გამოადგება ნებისმიერ დამწყებ ბლოგერს..რაღ დამწყებ.. ისეთ რაღაცეებს ვკითხულობ ხოლმე რაც ნამდვილად არ ვიცოდი ადრე :))

    დიდი მადლობა ^_^

    • ketusi ნოემბერი 4, 2011, 2:41 PM

      გაიხარე,ჯესი,დიდი მადლობა კომენტარისთვის :*
      რომ ვხედავ,რომ ეხმარებათ ჩემი პოსტები,მეც სტიმული მეძლევა 🙂

  2. David Jorjoliani ნოემბერი 4, 2011, 3:04 PM

    ჩემი აზრით ამას თუ თავად არ მიხვდა ბლოგერი, აზრი არ აქვს სწავლას :დ
    გაიზრდება მიხვდება, ან თოხი და ბარი და ეგაა :დ :დ

    • ketusi ნოემბერი 4, 2011, 3:29 PM

      რავიცი, მე ვთვლი, რომ ყველაფერს ადრე თუ გვიან კი დაეუფლება, მაგრამ ამგვარი დახმარებით ამას უფრო მალე მოახერხებს 🙂

  3. აკა ნოემბერი 4, 2011, 3:17 PM

    და კიდევ ერთი რჩევა რომ ბლოგი ძალიან რეიტინგული იყოს: დაწერეთ პოსტი – ”გუშინ მაგრად მიხმარეს” ან ”სექსი ხომ არავის გინდათ, მცალია” ან ” ყოველდღე სხვადასხვა კაცს ვაძლევ”

  4. tsotnee ნოემბერი 4, 2011, 7:35 PM

    გვადგება ნამდვილად! 🙂

  5. dekemberiusi ნოემბერი 4, 2011, 7:36 PM

    მე ყველაფერს ზუსტი მიმართულებით ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ძალიან სურათებით აჭრელებული პოსტები არ მიყვარს. ერთი მინუსი რაც დავინახე ისაა რომ მე მუსიკას ავტომატურ ჩართვაზე ვაყენებ და აი ამას ნამდვილად გავითვალისწინებ. და კიდევ ჩემი შრიფტის ზომას ვერ ვხდები როგორია, ნორმალური თუ ძალიან დიდი? თუ დამეხმარებით დიდად დამავალებთ =))
    ისე ერთი წლის წინაც რომ მსგავსი ტუტორიალები გაკეთებულიყო უბედნიერესი ვიქნებოდი =/

  6. ირინკა ნოემბერი 4, 2011, 8:40 PM

    თეგები სულ მავიწყდება :(:( მომწონს ეს ტუტორიალები 🙂

  7. მარი ნოემბერი 5, 2011, 10:08 PM

    მადლობა რჩევებისთვის )) ვეცდები გავითვალისწინო 😉

  8. Mari ნოემბერი 8, 2011, 11:52 AM

    კარგია, ასეთ რამეებს რომ წერ, დარწმუნებული ვარ, ბევრს გამოადგება 🙂
    უი, შენც გირჩევ ერთს: პოსტს რომ დაწერ, ტექსტი მონიშნე ხოლმე და Alt+Shift+J-თი გაასწორე. მთელს სიგანეზე თანაბრად გაშლება და ნაპირები აღარ ექნება უსწორმასწორო 🙂

    • ketusi ნოემბერი 8, 2011, 1:31 PM

      მარი, სასწაულად არ მიყვარს მასეთი დაფორმატებული ტექსტი,თითქოს ცარჩოში ზისო,ისე გამოიყურება,ასე უსწორმასწორო უფრო მიყვარს რატომღაც 🙂 თორე ეგ ფუნქცია ედიტორსაც აქვს 🙂 ,

  9. Jason Evans ნოემბერი 8, 2011, 7:03 PM

    კარგია რომ ეხმარები! (გვეხმარები) ბლოგერებს! : ))

  10. Pingback: როგორ გავხადოთ ბლოგი პოპულარული « Ketusi's Blog

  11. Nino დეკემბერი 14, 2011, 7:53 PM

    მადლობა ქეთუსი კარგი პოსტია 😉

  12. LucasHopeson თებერვალი 12, 2012, 3:19 AM

    მადლობა ქეთუსი 🙂 აუცილებლად გავითვალისწინებ 🙂

  13. მარისსა თებერვალი 15, 2012, 3:30 PM

    გავითვალისწინებ,მაგრამ არ ვიცი რა გამომივაhttp://ourlife-marissa.blogspot.com/

Leave a reply to Jessie კომენტარის გაუქმება