Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ბლოგის დიზაინი : ფერები

პოსტის ავტორი:  Xიომა

ბლოგინგი ყოველდღიურად, უფრო და უფრო პოპულარული ხდება. გადავწყვიტე შხამიან ბლოგს ოდნავ სასარგებლო დანიშნულებაც შევძინო და ჩემს ბლოგზე მოხვედრილ, ბლოგის წარმოებით დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარი გამოცდილება გავუზიარო.

აღნიშნული ინფორმაციის შეგროვებას ბევრი დრო მოვანდომე და ვთვლი , რომ ქართულ ენაზე, ბლოგინგით დაინტერესბული ადამიანებისთვის მსგავსი შინაარსის ინფორმაციის ნაკლებობაა. ჰო და მეც ვეცდები ერთი პატარა აგურის დადებას ქართული ბლოგოსფეროს განვითარების საქმეში. 😉

დავიწყებ ზოგადად ბლოგის დიზაინის შესახებ საუბრით და მომავალში ცნობილ ბლოგ პლატფორმებს ეტაპობრივად და დეტალურად განვიხილავ.

ბლოგერების უმეტესობა პირველი ბლოგის რეგისტრაციის შემდეგ, მოულოდნელად ხვდება ახალ საკომუნიკაციო სივრცეში, სადაც ერთი შეხედვით მრავალფეროვანი და უამრავი ფუნქციით დატვირთული ვირტუალური სივრცე აღმოჩნდება მის განკარგულებაში.

შესაბამისად ბევრი მათგანი დროებითი ეიფორიის შემდეგ, უამრავ ტექნიკური ხასიათის პრობლემას აწყდება და გამოსავალი, ისევ ინტერნეტში ენთუზიასტთა მიერ დაპოსტილი რჩევა–დარიგებებია. რომელთა თემატური მრავალფეროვნებითაც, როგორც ავღნიშნე, მაინცა და მაინც ვერ დაიკვეხნის ქართული ბლოგოსფერო.

როცა პირველი ბლოგი დავარეგისტრირე “ავიწყვიტე” , გასაქანი მივეცი ჩემს ფანტაზიას და შედეგად მთელი სამი თვე ისეთი ჭრელი საშინელებით ვიწონებდი თავს , რომ ამ გადასახედიდან სირცხვილის უსიამოვნო გრძნობა მეუფლება ხოლმე.

რათქმაუნდა სისტემატურად დავძვრებოდი სხვა, უკვე ცნობილ, პოპულარულ ბლოგებზე და  ნიშნის მოგებით ვიბზუებდი ცხვირს– მათი, ჩემთვის მაშინ მოსაწყენი ბლოგების დიზაინზე.

დღეს სხვაგვარად ვფიქრობ. “დამწყები” ბლოგერის ბლოგის შემხედვარე, მართებულია გამონათქვამი – “მიჩვენე შენი ბლოგი და გეტყვი როგორი ხარ შენ”.

არ ვიცი ბევრს უფიქრია თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ აქტიური ბლოგერების უმეტესობა ყოველდღიურად იზრდება საკუთარ ბლოგებთან ერთად შემოქმედებითი თვალსაზრისით და პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ბლოგი ცალკე , თავის ჩარჩოებში გაქცევს და გაიძულებს შენთვის არასასურველი მაგრამ უალტერნატივო გადაწყვეტილებების მიღებასაც.

თუ გინდა ბევრისთვის მისაღები ბლოგის ავტორობა– ბევრისთვის მისაღებ სტანდარტებს უნდა დაემორჩილო კიდეც.

ეს სტანდარტები კი ასეთია: მონოტონური, სერიოზული, კლასიკური სტილის და დახვეწილი.

როგორია, როცა ჯერ კიდევ 20 ისაც არ ხარ და უცებ უარის თქმას გაიძულებენ ფერებზე? –საშინელებაა. ერთგვარ ძალადობას გავს, მაგრამ როდესაც სასურველ წვეულებაზე, დრეს კოდია დაწესებული– იძულებული ხარ დაემორჩილო ან მაინც წახვიდე. ამ შემთხვევაშიც, თუ არ გამოგაგდეს– უგემოვნობაში დაგადანაშაულებენ და შესაძლოა დაცინვის და მკაცრი კრიტიკის ობიექტადაც კი იქცე.

აბა როგორ ავიცილოთ თავიდან კიჩი და როგორ გავუსვათ ხაზი საკუთარ ინდივიდუალიზმს?

მარტივად –  ბლოგის დიზანის კეთებისას მკაცრად გაითვალისწინე რამდენიმე წესი და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ისე მორთე, როგორც შენს ფანტაზიას გაუხარდება.

მნიშვნელოვანი დეტალები:

შრიფტის ზომა: თემის (სკინის) არჩევისას ერთ– ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. სამწუხაროდ სასურველ თემებს იშვიათად აქვთ ნორმალური შრიფტი.

თემას ის ან ძალიან მიკროსკოპული ზომის აქვს ან უსაშველოდ დიდი.(შრიფტის ზომას ვგულისხმობ 😉 )

პირველ შემთხვევაში, მკითხველი ბლოგის კონტენტის ათვისებას  თვალების ტკივილით და დაძაბული სხეულით ახდენს.

თუ შრიფტი დიდი ზომისაა– თვალის დაღლას, რომ თავი დავანებოთ, მეცნიერულად დამტკიცებულია: დაძაბულობასთან ერთად ყველაზე “ტკბილი” შინაარსის წერილიც კი ქვეცნობიერად აგრესიის განცდას გიტოვებს და მოდუნების საშუალებას არ გაძლევს.

პასუხი: “დავეძალოთ ზომიერ შრიფტს” 😉 თემას რამეს მოვუხერხებთ.

ბექრაუნდი, შპალერი, ზურგიროგორც გინდა: აუცილებლად უნდა იყოს მონოტონური, იმისთვის, რომ მკითხველს მხედველობის  ადამიანური სპეციფიკიდან გამომდინარე გაცილებით მშვიდი და კითხვისთვის კომფორტული გარემო შევუქმნათ. ისევ მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი: მკვეთრი ფერების სიჭარბე და მითუმეტეს ქაოტურობა იგივე ემოციას იწვევს ადამიანში რაც ძალიან მაღალ ხმაზე ჩართული ჰევი მეტალი ან მსგავსი მუსიკა.

წარმოიდგინე საღამოს მონიტორთან მჯდარი ადამიანი  , რომელიც ცდილობს გაერკვეს თქვენს სენტიმენტებში და ამ ყველაფერს “ხელს უწყობს” ბოლო ხმაზე აწეული მუსიკის მყვირალა ჰანგები . 🙂

ვფიქრობ პასუხი ნათელია: “დავეძალოთ” მშვიდ , პასტელურ , ჩამქრალ ფერებს. უკეთესია თუ ისინი საერთოდ მონოტონური იქნება და თვალს (ყურსაც)  უაზროდ არ მოჭრის შენს ბლოგზე შემოსულ სტუმარს.

ბლოგის მთავარი გვერდი და ტექსტი: ის რომ შავით თეთრზე წერია– კლასიკაა და განსჯას არ ექვემდებარება, თუ პირიქით აპირებ– მაშინ დარწმუნებული იყავი, რომ ნებიმიერი მკითხველი (ბოლომდე თუ ჩაუყვა ტექსტს)

დეპრესიული და სამგლოვიარო განწყობით ან სუიციდისკენ მიდრეკილი აზრებით სავსე წამოდგება  კომპიუტერიდან.   რაც ამ შემთხვევაში ყველაზე სამწუხაროა – მკვდრები ვეღარ  წაიკითხავენ შენს ბლოგს და ბოლოს მარტო აღმოჩნდები საკუთარ , დეპრესიულ სიშავეში. 😦

“დავეძალოთ” თეთრზე შავს ან თუ პრინციპულად ვერც თეთრს ვერ იტან, აქცენტი კვლავ მკაცრად მონოტონურ, ერთგვაროვან (სახეების, ნახატების, ჩრდილების გარეშე)  პასტელურ ფერებზე გააკეთე.

ბლოგის ჰედერი: ოოოოო!!!! მმმმმ!!! აი მარწყვი ამ ერთფეროვნებაში, აი შენი მთავარი ბურთი და მოედანი! აი შენი სტადიონი მოკლედ!

ჰედერი ნებისმიერ შემთხვევაში ბლოგის და ბლოგერის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. მასზე გამოსახული ნახატი ან აბსტრაქცია მკითხველისთვის ყოველთვის ბლოგთან და მის ავტორთან ასოციაციას იწვევს.

ჰედერი– შენ ხარ და შენი ხასიათი. აქ როგორც გინდა ისე მოიქეცი:  გინდა ცისარტყელასავით ააჭრელე, გინდა ვარსკვლავებით მოჭედე და თუ გინდა საერთოდ უკუნი ჩამოაწვინე სამუდამოდ. 😀  ნება შენია და ვერც ვერავინ გააპროტესტებს (უახლოესი მეგობრების იქეთ).

უბრალოდ გაითვალისწინე, რომ სასურველია ჰედერი დიდი ხნით ამშვენებდეს შენს ბლოგს– ეს სტაბილური ადამიანის იმიჯს შეგიქმნის ( თუმცა გარკვეული დროის მერე მის გამოცვლაზეც მოგიწევს ფიქრი).

უკან დაბრუნებული მკითხველი ჰედერის წყალობით ყოველთვის “სახლში” იგრძნობს თავს და სიხარულით თუ არა  მშვიდად შეეგუება ნებიმიერ სხვა ცვლილებას. ისეთი განცდა არ შეექმნება, რომ საყვარელი დასასვენებელი ოთახი გადაუკეთეს და დისკომფორტი შეექმნა.

ასევე სასურველია თუ ჰედერს ზოგადად ბლოგის დიზაინთან დაახლოებ და მას ადვილად აღსაქმელს გახდი, მასზე დატანილი ბლოგის სახელით და დეფინიციით.

სულ ეს იყო, რაც ზოგადად ბლოგის დიზაინის ფერებთან დაკავშირებით მინდოდა, რომ მეთქვა.

იმედი მაქვს რაღაცას მაინც აღმოაჩენ სასარგებლოს.

წარმატებულ ბლოგინგს გისურვებ! Xიომა :)

.

Advertisements

12 responses to “ბლოგის დიზაინი : ფერები

  1. dekemberiusi ნოემბერი 3, 2011, 1:15 AM

    ძალიან კარგი და საინტერესო რჩევები იყო. აუცილებლად ვეცდები გავითვალისწინო. 😉
    thanks :))

  2. ადო ნოემბერი 3, 2011, 4:55 AM

    ყოჩაღ, ბრო! კარგია თუ გაითვალისწინებენ ამ რჩევებს. კიდევ რამდენიმე რჩევა გამოგრჩა, უფრო სწორად ვიდჯეტებზეც რომ გეთქვა რამოდენიმე წინადადებით ურიგო არ იქნებოდა.

  3. ლიტერატურა ნოემბერი 7, 2011, 9:28 PM

    მომეწონა, ამ საკითხზე ქართულად მართლაც დეფიციტია.

  4. Pingback: როგორ გავხადოთ ბლოგი პოპულარული « Ketusi's Blog

  5. LucasHopeson თებერვალი 12, 2012, 3:14 AM

    მადლობა, გავითვალისწინებ.

  6. ketusi.com თებერვალი 12, 2012, 2:40 PM

    მადლობები აქსიომას, ეს მისი პოსტია.შესანისნავი ბლოგი აქვს თავად,ლინკი შეგიძლია ამ პოსტის თავში ნახოთ.

  7. Pingback: header –ების , background-ების და სურათების კოლექცია ბლოგერებისთვის « Ketusi's Blog

  8. tami მარტი 17, 2012, 12:25 PM

    მშვენიერი რჩევებია… არ ვიცოდი და ქვეცნობიერად ვითვალისწინებდი ალბათ!!!

  9. lu იანვარი 27, 2014, 7:07 PM

    Dzalian momewona, blogze kategoriebi da kvekategoriebi rogor davamato?

    • ketusi.com იანვარი 28, 2014, 10:54 AM

      მადლობა ^_^
      კატეგორია ასე ემატება: პოსტის წერის ედიტორში მარჯვენა საიდბარზე ,სადაც კატეგორიებია,მანდ მის ქვეშ არის ლინკად add new category და მაგას დაწკაპე,ჩაწერე სახელი და დაბლა ველია,parent,მანდ აირციე რომელი კატეგორიის ქვეკატეგორია გინდა რომ იყოს(თუ ქვეკატეგორიად გინდა) და ბოლოს add new category დააწკაპე.ოღონდ სანამ იმ კატეგორიაში პოსტი არ გექნება მითითებული,არ გამოჩნდება საიდბარზე.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: