Ketusi's Blog

take it easy,it's just life

გოგონა დრაკონის ტატუთი

დავამთავრე კითხვა,დავხურე წიგნი,ჩავიხუტე და რაღაც სევდანარევი და ამავდროულად თვითკმაყოფილი ღიმილი დამეხატა სახეზე.

ალბათ იცოდა წიგნის ავტორმა,სტიგ ლარსონმა,რომ მკითხველს მრავალსაათიანი კითხვისთვის ’იმეტებდა’! არ დაინდო არც დრო და არც თვალები(პირადად მე ლამის თვალიდან ნაპერწკლებს ვყრი უკვე 🙂 ).

უნდა ვაღიარო–დიდი ხანია ასე გატაცებით არ მიკითხია!თავიდანამ 496 გვერდიან წიგნს რაღაც უნდობლად ვუყურებდი.პირველი ორი დღე ხელი არ დამიკარებია,მესამე დღეს თავი, შუა ნაწილი და ბოლო გადავათვალიერე.გამაკვირვა ამ სამ მონაკვეთში აბლოსურტუტურად სხვადასხვა კონტენტმა,განსახვავებული სახელები და სიტუაციები! დამაფიქრა შინაარსმა,დეტექტივია ბოლოს და ბოლოს და რა ხდება ისეთი, რომ ამხელა წიგნი გამოვიდა მეთქი–გავიფიქრე 🙂

წიგნის კითხვა დავიწყე და ჩემდა გასაოცრად აღმოჩნდა,რომ წიგნში დაბეჭდილი არცერთი სიტყვა იყო ზედმეტი.ეს არ არის წიგნი,რომელშიც ზედმიწევნითი ბუნების ან ღრუბლების აღწერას შეხვდებით,ან გინდაც ადამიანის დახასიათებას,რომელსაც ’გადაახტებით’ .არა! წიგნის წაკითხვა სტულად მოგიწევთ,ვერცერთ სტროფს ვერ გამოტოვებთ(ნუ,მე ტექნიკური ნიუანსებიც მიყვარს,აღწერილმა კორპორაციის საგამძიებო მასალებმაც დამაინტერესა),რადგან თვითოეული სიტყვა ავტორს სკრუპულოზურად აქვს შერჩეული!მოვლენები იმდენად თანმიმდევრული და საინტერესოა,რომ ვერაფერს გამოტოვებთ!პირიქითაც კი შეიძლება გული დაგწყდეს, რომ არ მოგვეწოდება ინფორმაცია არც მტავარ გმირ ბლუკვისტზე და არც სალანდერზე.

ხოდა დავიწყე კითხვა და თითქოს გარესამყაროს გამოვეთიშე :საათობით ვკითხულობდი,არც კომპიუტერთან ვჯდებოდი,არც არავის ვურეკავდი,ოჯახიც კი უსადილოდ დავტოვე :).წიგნი დასრულებული არ მქონდა,რომ ვხვდებიდი,თუ რატომ გახდა ის ბესტსელერი!

დეტექტივი დამაინტრიგებლად იწყება და ამ ’ამოცანის’ ამოხსნას მხოლოდ წიგნის ბოლოს ვაწყდებით.წიგნში ვანგერების უამრავ განშტოებიან ოჯახს ამხელს,ვარკვევთ ,თუ რამდენი საიდუმლოს ინახავს მისი თვითოეული წევრი.ავტორი წევრს :

”ყველა ოჯახი მალავს თავის ბინძურ თეთრეულს,მაგრამ ვანგერების ოჯახი სიბინძურის გარეცხვას ალბათ მთელი სამრეცხაო დასჭირდებოდა.”

სიმართლე გითხრათ ჩემში სიმპატიებს აღძრავს ჰენრიკ ვანგერი.მომეწონა მისი სიტყვები :

”წლების განმავლობაში უამრავი მტერი მყოლია და ერთი რამ ვისწავლე: არასდროს უნდა ჩაება ომში,რომელშიც მარცხისთვის განწირული ხარ.მეორე მხრივ,არასდროს უნდა აპატიო მას,ვინც შეურაცხყოფას მოგაყენებს.შესაფერის დროს დაელოდე და მხოლოდ მაშინ მიაყენე საპასუხო დარტყმა–თუნდაც ეს აღარ გჭირდებოდეს”.

შურისმაძიებელი არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ვაღიარებ(ოხ,რა ვართ ეს მორიელები 🙂 )

ლიზბეთ სალანდერს აღფრთოვანებაში მოვყავარ!ამ არაორდინალური  გარეგნობის ქვეშ ინტელექტუალი გოგონა იმალება,რომელიც  დიდ  წნეხს განიცდის.მკითხველი მის ტრაგედიას რეალურად ხედავს და განიცდის და მისი შურისძიებითაც ტკბება.

ავტორი ზედმეტი შელამაზების გარეშე ხდის ფარდას შვედეთის კორუფციულ და გარყვნილ  საზოგადოებას.სააშკარაოზე გამოაქვს ამგვარი ადამიანების ბუნების ავადმყოფური თვისებები.(ამ მიზეზის გამო ასაკთან დაკავშირებულ შეზრუდვასაც კი  დავაწესებდი წიგნზე).

კითხვის პროცესში ნათელი ხდება მიზეზი ,თუ რატომ უწოდა წიგნს  სტიგ ლარსონმა ”ქალთმოძულე კაცები” .ჩემის აზრით ეს სახელწოდება უფრო შეეფერება ამ დეტექტივს,თუმცა თარგმნისას დაარქვეს ”გოგონა დრაკონის ტატუთი”.

წიგნის კითხვისას გაოგნებას იწვევს ის ფაქტი, თუ როგორ ირგებს რამოდენიმე გმირი რესპექტაბელური პიროვნების ნიღაბს და ამ დროს ,მალულად ,თავიანთი სადისტური საქმიანობით არიან დაკავებულნი.

დეტექტივის ყველა ნაწილს თან აქვს დართული შვედეთში ქალზე განხორცილებული ძალადობის სტატისტიკური მონაცემები,რაც ავტორის ამ სფეროთი დაინტერესებას ასახავს.ცნობილია,რომ სტიგ ლარსონი თავადაც გამხდარა გაუპატიურების თვითმხილველი და თავის შემოქმედებით ცდილობს ამ ძალადობას დაუპირისპირდეს.

ფაქტი,რომ შვედეთში ჟურნალისტური გამოძიება ასეთ მაღალ დონეზეა,ჩემში მათდამი დიდ პატივისცემას იწვევს.ჩანს,რომ კანონი კანონობს და მის წინაშე ყველა თანატოლია.

მართალია,წიგნი”happy end”-ით არ მთავრდება,მაგრამ დასასრული ლოგიკური აქვს.მანამდე ავტორმა კარგად გაგვაცნო მიქაელ ბლუკვისტის ბუნება და ვხვდებით,რომ სხვანაირად მოვლენები ვერც განვითარდებოდა!

ბევრი რომ არ გავაგრძელო და შემთხვევით შინაარსი რომ არ გაგანდოთ,დავამატებ,რომ ძალიან გამეხარდა,რომ ამ წიგნის აღების საშუალება მოგვცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ.ამბობენ, რომ შემდგომი ორი ნაწილიც გამოვაო,რასაც სულმოუთქმენლად ველოდები!

^_^

P.S გუშინ,21 ნოემბერს,დაიწყო კონკურსი.

კონკურსანტებისთვის ხმის მიცემისთვის მგონი ჯერ გამომცემლობა უნდა დაალაიქოთ

გამომცემლობის ლინკი  და მერე თვითონ კონკურსის გვერდი

ჩემი პოსტის ნახვაც შეგიძლიათ ,ანბანის მიხედვით თუ მოძებნით 47 ვარ–

ქეთი გორდელაძე

თუ მოგეწონებათ და დაალაიქებთ,მადლობელი დგრჩებით

10 responses to “გოგონა დრაკონის ტატუთი

  1. faifuris angelozi ოქტომბერი 14, 2011, 12:23 AM

    შენ უნდა გენახა მე აეროპორტშიც მაგას ვკითხულობდი.ლამის დავრჩი,

  2. Mamuka Gubelidze ოქტომბერი 14, 2011, 12:48 AM

    წიგნის ფასი მაინტერესებს 🙂 ისე რამდენი ხანია წიგნი აღარ წამიკითხავს.და დეტექტივები ძალიან მიყვარს

  3. teennewson ოქტომბერი 14, 2011, 1:56 AM

    მე გუშინ დავიწყე კითხვა და გამიტაცა, თანამედრვე წიგნი ასეთი ინტერესით დიდი ხანია არ წამიკითხავს…

  4. netochka3 ოქტომბერი 15, 2011, 3:51 PM

    აუცილებლივ წავიკითხავ…ეს რეკლამა ალბათ არავის დატოვებს გულგრილს.

  5. Salome Kanario Ust ოქტომბერი 16, 2011, 10:56 AM

    neta me rodis mivaghwev postis fanjaramde? : )) kargi xar, qetusi! :* ufro didi interesit gadavshli axla… ❤

  6. L ოქტომბერი 23, 2011, 7:17 PM

    შუქი წავიდა? არააააააააააააააააა ! რეკლამაააააააააა !

    • ketusi ოქტომბერი 23, 2011, 7:59 PM

      ლოლ 🙂
      კი,საკონკურსო პოსტია.
      ისე,კი,ანოტაციების მეტი რა არის ინტერნეტში,ფილმებზე გინდა თუ წიგნებზე და რაღა ჩემი პოსტი ამოიღე მიზანში? 🙂
      სულაკაურის გამომცემლობას ამ წიგნის ანოტაციაზე კონკურსი აქვს გამოცხადებული, ასე რომ სულ მცირე 20 პოსტს ნახავ თუ გუგლში დასერჩავ 🙂
      ჯასთ წარმატება გვისურვე 🙂

  7. M.K. ნოემბერი 11, 2011, 12:18 AM

    დასასრული მეც ასე მერჩია… თორემ ისედაც “ჭირი იქა, ლხინი აქა” იყო ბოლოს თითქმის, ყველაფერი ლაგდებოდა და კიდევ კარგი ეს ერთი დეტალი მაინც დატოვა ავტორმა არაიდეალურად

Leave a reply to L კომენტარის გაუქმება