Ketusi's Blog

take it easy,it's just life

სტუმარი ღვთისაა,მაგრამ ზოგი ეშმაკის შემოგზავნილს გავს

ტრადიციული ოჯახი მაქვს, რაც თავისთავად სტუმრის პატივისცემასაც გულისხმობს.არასდროს მეზარება სტუმრის დახვედრა,ვიცი, რომ მხოლოდ ღირსეული ადამიანები შემოდიან ჩემს ოჯახში.ვერ ვიტყვი,რომ ხშირი სტუმრიანობა მაქვს.ადრე,5-6 წლის წინ,ყოველ ორ კვირაში იშლებოდა ჩემთან სუფრა და ჩემი ქმრის ძმაკაცები ქეიფობდნენ,არ ვთვლი დრესასწაულებსა და დაბადების დღეებს,უყვარდათ ოჯახური გარემო.ამ ვიწრო საძმაკაცოდან მარტო კახას ვყავდი ცოლი და ამიტომ ჩემთან იკრიბრბოდნენ–მეც არ მეზარებოდა მათი სტუმრობა,გულღიად ვხვდებოდი მუდამ და კომფორტულად გრძნობდნენ თავს.ამ ბოლო დროს კი იშვითად მოდიან.უფრო ხშირად რესტორანში დასხდებიან ხოლმე(უკვე საშუალებაც მეტი აქვთ),ან მეგობრის აგარაკზე მიდიან და იქ ქეიფობენ(თვეში ერთხელ როიგ-რიგობით ცხვარს კლავენ–კარგა ხანია ეს ტრადიცია აქვთ).თან დაოჯახდნენ ბიჭებიც,სამსახურებიც დამ,ღლელი აქვთ და ისე ვეღარ იცლიან.არადა მომაკლდნენ თვალში.როგორ კარგ დროს ვატარებდით ხოლმე,რამდენს ვხალისობდით.კარგა გვარიანად რომ შეზარხოშდებოდნენ მერე იწყებოდა ყველაზე სასაცილო მომენტები–ხუმრობა-ჭიდაობები და ღადაობები.კარგები არიან,რა.საბავშვო ბაღიდან ერთად მოდიან!
ჩემი მეგობრებიც ხშირად ვიკრიბებით ხოლმე,ჩვენ პიცას ვაკეთებთ–ჩვენებური პიცა ვიცით,თითებს ჩაიკვნეტთ!
გადის წლები და ჩვენი ოჯახის მეგობრების წრეც იზრდება,ახალი მეგობრები შემოგვემატა!ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანია.
ჩვენს სამეგობროში ერთმანეთის ნათლია-ნათლულები ბევრი ვართ,ხომ იცით,როგორც ხდება ხოლმე.გიყვარს ადამიანი და გინდა,რომ ეს კავშირი უფრო მეტად გაამყარო,რაღაც სხვა მიმართულებაც მისცე,დაინათესავო, რომ მეგობრობით არ შემოიფარგლებოდეს ურთიერთობა,სენმა შვილმაც რომ გააგრძელოს მის შვილებთან ურთიერთობა.ასეა,ჩემმა ხატიამ 3 ძმაკაცის ბავშვი მონათლა უკვე,მეც 2 ნათლული მყავს,კახას 3.და ახლა ,ამ ზაფხულს კიდევ 2 ძმაკაცის ბავშვი უნდა მონათლოს.სხვათაშორის ამ ორი დღის წინ ოჯახში ძმაკაცები ცოლ-შვილიანად გვყავდა დაპატიჟებული,ილიამაც და ვალერიმაც ბავშვები წამოიყვანეს.პატარა მარიამი,კახამ ამ ზაფხულს რომ უნდა მონათლოს,ეხლა 7 თვისაა, ისეთია,რომ თოჯინასავითაა.ასაკისდა მიუხედავად,მშვენივრად გაჩერდა,ცოტა ხანი წაუძინა კიდეც,არ უჭიჭყინია,გაგვართო ყველა.მარიკო,ილიას ბავშვი–როგორი დინჯი მბავშვი დამდგარა,თავისთვის კომპიუტერთან იჯდა,ხან ხატავდა, ხან ჩემი ბიჟუტერიით თამაშობდა.არ მყავდა კარგა ხანი გოგოებიც ნანახ და გამეხარდა,რომ მოვიდნენ.ჩვენ რაღაც ერთგვარი ’ცოლების კლუბი’-ც გვაქვს :),ქმრებს სულ არ ვაყენებთ საქმის კურსში,ისე ვსტუმრომბთ ერთმანეთს.ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს და გვიხარია შეხვედრა.ბავშვებიც გვინდა,რომ ერთმანეთს იცნობდნენ და ამიტომ ზოგჯერ რესტორანს თავს ვარიდებთ და სახლში ვქეიფობთ–სახლის გარემო უფრო სხვაა,რესტორანში აბა პატარა ბავშვს ვერ გააჩერებ,და უწევთ ხოლმე სახლში დატოვება.
სუფრას რაც შეეხება,ცოტა ჭკუა ვისწავლე და ბევრნაირ კერძებს კი ვამზადებ,მაგრამ ნაკლები პორციითისე,რომ ბევრი არ დარჩეს,ვინაა მერე იმის შემჭმელი,რა მჭამელი ოჯახი ჩვენ ვართ.ამ ბოლოს რომ სტუმრები მყავდა,რომ მოვითვალე 12 კერძი მქონდა გამზადებული(ნუ,აქ არ ვთვლი,მჭადს და ყველს,კიტრ-პომიდორს,ნამცხვრებს და მისთანებს,ხო, მარტო ხაჭაპური მე არ გამომიცხვია,ნაყიდი იყო),და თან ყველაფერი იმ დღეს გავამზადე.სუფრას რომ გადავხედე–ჩემს თავს ხუთიანი დავუწერე 🙂 .კი, როგორ არ დავიღალე,ძალიანაც დავიღალე, მაგრამ აი,სუფრა რომ გავაწყე და დავსხედით,დავისვენე,გავერთე კარგად.მეხალისება მე ესეთი რაღაცეები 🙂 .იმდენი გვაცინეს ბიჭებმა,გოგოებს ლოყები გვტკიოდა სიცილისგან.
არ მყავს შემაწუხებელი სტუმრები არასდროს,არც ძალიან დათვრებიან ხოლმე,ყველაფერი ზომიერად იციან,ყავის მოდუღების თხოვნაც კი ერიდებათ ხოლმე,ლამის აქეთ ვეხვეწო.ლენამ,ილიას ცილმა,ხილის ასორტი თითქმის სულ თვითონ გამიმზადა,გინდა თუ არა რამეში მოგეხმარებიო,კარგი ყოჩაღი გოგოა,ძალიან მიყვარს.უფ,კიდე კარგად ვერ ვილაპარაკეთ,ახალი ბინა იყიდეს და გადამდები სიხარულით ყვებოდა იმაზე,თუ რა იყიდეს ახალი.მეც უკვე ერთი სული მაქვს რემონტს როდის მორჩებიან და როდის გადავლენ რომ ეს ახალი სახლიც ’დავლაშქრო’ :).
ძალიან კარგი დრო ვატარეთ,მაგრამ რახან ბავშვებით იყვნენ,გვიანობამდე არ დარჩენილან.და წასვლის პროცესიც შედარებით სწრაფი იყო,თორემ ხომ იცით ნასვამი კაცები როგორ ვერ ელევიან ხოლმე ერთმანეთს,და ნახევარი საათიანი გაცილება გამოდის ხოლმე.იგივე, ჩვენ რომ ვართ სტუმრად,ნახევარი საათი თავზე ვადგავარ ხოლმე ჩაცმული–ვსიო,წავიდეთ უკვე-ს ძახილში :).
იშვიათად ხდება ხოლმე ,რომ სტუმარი გვიან წავიდეს ჩემი სახლიდან,მაგრამ ამასწინათ ყველა რეკორდი მოხსნა ერთმა.ყველა წავიდა და ერთი შემორჩა,თან ზოგადად ახალი მეგობარია და სულ მეორედ მყავდა ოჯახში.ესეიგი,ლამის გაგვათენებინა,ოთხის ნახევარზე წავიდა!რამდენი ილაპარაკააააა,გამოგვაშტერა.მე არც ვუსმენდი,დავიწყე სუფრის ალაგება,მეთქი ამას რომ ველოდო,როდის მე ავალაგებ-დავალაგებ,ეხლა ღამე ნათევი მოდი და ხვალ სამსახურში წადი თქო(თან კვირაში ერთ დღეს მიწევს დილით სამსახურში წასვლა და მაინცდამაინც ის დღე მოუწია!).ძალიან შემაწუხებელია ადამინმა წასვლის დრო რომ არ იცის,და ვერ ხვდება,რომ უკვე ზედმეტად მომაბეზრებელია.პირველი შემთხვევა იყო,როდესაც ძალიან შევწუხდი.
ზუსტად მაშინ გავიფიქრე, რომ მართალია ,სტუმარი ღვთისაა, მაგრამ ზოგი ეშმაკის შემოგზავნილს გავს,გინდა არ გინდა ნერვები აგეშლება!კიდევ კარგი ერთეული შემთხვევაა.

რა ვიცი, მიყვარს მე მეგობრები,სტუმრიანობა და კარგი დროის გატარება ასე–ტრადიციულად! თუმცა ეს არ მიშნავს იმას,რომ სახლში ”ჩამჯდარი კუხარკა’ ვარ–არა,პირიქით.მაგრამ ოჯახურ ტრადიციებს და ფასეულობებს დიდ პატივს ვცემ.ჩემს გარშემოც ძირითადად ასეთი ხალხია.მე მიკვირს,როდესაც ქართულ სუფრაზე აგდებით საუბრობენ.არა,კი არ მიკვირს–მეცოდებიან.რადგან ეს ნიშნავს,რომ მათ გარშემო ისეთი საზოგადოებაა,რომელსაც ტრადიცია არასწორად და გაუკუღმარტებულად ესმით,და დამახინჯებული სახით გადმოაქვთ თავიანთ ყოფაში და ამით სხვასაც–მათ შემყურეს– ნეგატიურ მუხტს უნერგავენ.

თავს აღარ მოგაბეზრებთ მეტით
აბა,წარმატებები ყველას :*

23 responses to “სტუმარი ღვთისაა,მაგრამ ზოგი ეშმაკის შემოგზავნილს გავს

  1. netochka3 მაისი 8, 2011, 11:17 AM

    -საამაყოა,როცა ასეთი ლამაზი ოჯახი გაქვს,კარგი ქმარშვილი და ასევე კარგი მეგობრები,რას არ გაგაკეთებინებს მათი სიყვარული?-გისურვებ სულ ასეთი ენერგიული და ბედნიერი ყოფილიყავ!
    P.S.ეს შენი მეუღლის დამსახურებაა!

  2. აქსიომა მაისი 8, 2011, 11:21 AM

    ძალიან მაგარი ვინმე იყო ის ღამე ვინც გაგათენებინათ. სერიოზულად ვიხალისე. გაიხარე! ძალიან კარგი პოსტია! 🙂

  3. Mallorie მაისი 8, 2011, 11:44 AM

    ქეთუსიკო, აი, რატომაც მოსწონხარ ბნგ-ის უმრავლესობას. ძალიან კარგი ადამიანი ხარ. დარწმუნებული ვარ, რომ გავიზრდები, მეც მექნება შენნაირი ოჯახი, უბრალოდ 4 შვილის დედა ვიქნები. 😛
    აი, ამ პოსტიდან რაღაც წამოვიდა, მე პერწკლს ვეძახი.
    შეტყუპებულ ხუთივე თითს აკოცე და შემდეგ ხელი წინ გაშალე, თან უთეგენათალე დაყოლე. წარმოიდგინე, რომ ჩემი რეაქცია ეგ იყო. ^^

  4. ლიზიკუნა მაისი 8, 2011, 9:41 PM

    ხანდახან ვფიქრობ საიდან აქვს ეს ულევი ენერგია ამ ქალს.სამაგალითო მეუგლეა, სამაგალითო დედა და სამაგალითომ ქალია. იმდენად პოზიტიური ენერგია აქვს, რომ მასთან ერთადაც არ დაიღლები. მის ქმარს ნამდვილად გაუმართლა, მაგრამ ქმარიც რომ კარგი ყავს. ))))))) ავსებენ ერთმანეთს. კაცს უნდა უხაროდეს ოჯახში სტუმრის მიყვარნა. აბა ისაა კარგი, ერთხელ რომ მივა და ისე დახვდება რომ მეორედ სურვილი აღარ გაქ იქ მიხვიდე.

  5. ლიზიკუნა მაისი 9, 2011, 12:53 PM

    დურასელს აქეთ დატენი შენ))))))

  6. ლიზიკუნა მაისი 10, 2011, 4:43 PM

    ვსიო… გადავდივარ დაბალ ქუსლიან ფეხსაცმელზე, მერე ნახეთ ვერავინ რომ ვერ დამეწევა))))

  7. kevana მაისი 11, 2011, 10:24 AM

    ჩემთან სივიწროვეა და ხშირად არ დადიან სტუმრად, ვერ დაეტევა ბევრი, ჰა ჰა ორი მოვიდეს, ისიც ძალიან ახლო ადამიანი :დ

    სხვა მხრივ, მე როცა დიდი სახლი მექნება, აუცილებლად ვეცდები დავპატიჟო ჩემიანები და თუ მასეთი შემთხვევა შეექმნათ, ჯანი გავარდეს და ღამეს ჩემთან გავათენებინებ :დ
    ოღონ მაშინ, თუ დიდი სახლი მექნა (ანუ ადგილი ბევრი იქნება), თუ არადა, მივაბრძანებ სადაც ჯერ არს :დ :დ

    • ketusi მაისი 11, 2011, 11:08 AM

      უფ,დიდი სახლი კარგია,ჩემთან მაქსიმუმ 20 ’დამიტევია’ .

      რამდენჯერ გაგვითენებია ხოლმე ადრე!მაგრამ თუ ვინმე რჩება გვიანობამდე(აი პოსტშიც რომ მაქვს ერტი შემთხვევა ნახსენები),ახლოს ცხოვრობს და საჭიროება არაა,რომ დარჩნენ.თორე ჩემი ნათესავი ბიჭები რამდეჯერ დამიტოვებია,რომ ღამე ქალაქის მეორე ბოლოსი არ იარონ.

  8. Teaa მაისი 15, 2011, 6:17 PM

    მეც როგორ მიყვარს როცა მეგობრები მოიყრიან ჩემთან სახლში თავს.. ჩემს პაწუკა სახლშიც ბევრი ვერ ეტევა, მაგრამ ვინც ვიკრიბებით-ძაააააალიან კარგ დროს ვატარებთ 🙂 როგორი კარგი პოსტია, ზარიჟაეტ 🙂

  9. მოლი ბლუმი ივნისი 6, 2011, 11:04 PM

    ცხვრის დაკვლის ტრადიცია მომეწონა და იმ აბეზარ სტუმარზე ბევრი ვიხალისე – ზოგი მართლა ვერ ხვდება, როდის წავიდეს და ვერც უხერხულობას გრძნობს.

  10. katO ოქტომბერი 9, 2011, 4:30 PM

    ქეთუსი ვკთხულობ შენს პოსტებს და მართლა მიკვირს როგორ ახერხებ ამ ყველაფერს თან ასე ლამაზად და კარგად… მისაბაძიი ადამიანი გახდი ჩემთვის მართლაა 🙂 ❤

    • ketusi ოქტომბერი 9, 2011, 5:15 PM

      გაიხარე,ძალიან მასიამოვნე ასეთი კომენტარით,უღრმესი მადლობა.
      მიხარია,თუ ჩემ ბლოგს კითხულობ და მოგწონს,სტიმული მეძლევა იმისა, რომ დავწერო ხოლმე :*

  11. ლიზიკუნა ოქტომბერი 11, 2011, 12:17 AM

    ხოდა წერე))))) ჩვენ კი დავკბებით ხოლმე))

Leave a reply to ketusi კომენტარის გაუქმება