Ketusi's Blog

take it easy,it's just life

7 ოქტომბერი — ღიმილის დღეა!

ამ პოსტში უნდა მოგიყვეთ ყველასთვის საყვარელ გამოსახულება ”ღიმილაკის” შესახებ.გაინტერესებთ მისი წარმოშობის ისტორია? 🙂

თუ არ იცით გეტყვით, რომ ზუსტად დღეს,7 ოქტომბერს აღინიშნება ”ღიმილის დღე” (World Smile Day) .

ეს დღესასწაული ყოველი წლის ოქტომბრის პირველ პარასკევს აღინიშნება.

ის დააწესა მხატვარმა ჰარვი ბელმა (Harvey Ball).

ჰარვი ბელი ცხოვრობდა ამერიკაში,იყო საშუალო დონის მხატვარი,ისეთი,ვისი ნამუშევრებითაც არც კრიტიკოსები ინტერესდებოდნენ დიდად და არც უკვდავებას უქადნიდნენ.

ერთ მშვენიერ დღეს,სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრნენ (State Mutual Life Assurance Company of America)და სთხოვეს ,რომ კომპანიის სავიზიტო ბარათისთვის რაიმე თვალშიმმოსახვედრი და დასამახსოვრებელი სიმბოლო შეექმნა.

ჰარლის ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია, მან დამკვეთებს შესთავაზა სწორედ ის, რასაც დღევანდელი ინტერნეტ სივრცის მომხმარებელი ”ღიმილაკს” უწოდებს–მომღიმარი ყვითელი სახე! 🙂 ეს 1963 წელს მოხდა!

შემკვეთებს იდეა მოეწონათ,მათ ჰარლის $50 გადაუხადეს და დაამზადეს ნიშნები,რომლებზეც ეს სიცილაკი იყო გამ,ოსახული და დაურიგეს კომპანიის პერსონალს.ამ ”სავიზიტო ბარათის” ქარმატებამ მოლოდინს გადააჭარბა! კლიენტები აღფრთოვანებულები იყვნენ ამ სიახლით.სულ მალე კომპანიამ დამატებით ათი ატასზე მეტი მიშანი დაამზადა!

ძალიან მალე ამ სიმბოლომ ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა,რომ ის გაჩნდა მაისურებზე,სპორტულ სამოსზე,ღია ბარათებზე,ასანთის კოლოფებზე.აშშ-ს საფოსტო დეპარტამენტმა მარკაც კი გამოუშვა ამ ღიმილაკის გამოსახულებით.

ჰარლი ბელი კი უაღრესად ამაყი იყო ამ ყველაფრით,ერთ ინტერვიუში მან განაცხადა:”კაცობრიობის და ხელოვნების ისტორიას ჯერ არ ახსოვს ისეთი ნამუშევარი,რომელიც ასე ფართოდ გავრცელდებოდა და ამდენ ბედნიერებას,სიხარულს და სიამოვნებას მოიტანდა.არ ყოფილა არაფერი იმდენად მარტივი,მაგრამ ყველასთვის გასაგები რომ ყოფილიყო!”

პირველად მსოფლიო ღიმილის დღე აღინიშნა 1999 წელს.მხატვარს მიაჩნდა, რომ ეს  კარგი განწყობისთვის მიძღვნილი დღე უნდა ყოფილიყო!

ამ დღის დევიზია :  Do an act of kindness. Help one person smile.

ეხლა რაც შეეხება ”ღიმილაკის” გამოჩენას კომპიუტერით აკრეფილ ტექსტში–მის ისტორიასაც გიამბობთ!

გრაფიკული ”ღიმილაკის” დაბადების დღედ ითვლება 19 სექტემბერი!

1982 წლის 19 სექტემბერს კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის პროფესორმა სკოტ ფალმანმა (Scott E. Fahlman)პირველმა შემოიტანა წინადადება  კომპიუტერით აკრეფილ ტექსტში ”გაღიმებული სახის” ასაღნიშნად სამი თანმიმდევრულად განლაგებული სიმბოლოს გამოყენება.ეს იყო: ორი წერტილი,დეფისი,ფრჩხილი.

უსუალოდ ეს წერილიც კი შემონახულია–ის განცხადების დაფაზე გამოაკრა ფალმანმა,რომ მის კოლეგებს ენახათ .

აი ის წერილიც :

”19-Sep-82 11:44 Scott E Fahlman 🙂 From: Scott E Fahlman I propose that the following character sequence for joke markers: 🙂 Read it sideways.

Actually, it is probably more economical to mark things that are NOT jokes, given current trends. For this, use 😦 ”

მანამდე კი იყო დისკუსიები,სადაც ბჭობდნენ იმის ტაობაზე, თუ რა სიმბოლოები შემოეღოთ იმისათვის, რომ ეჩვენებინათ, რომ შეტყობინება ატარებს იუმორისტულ ხასიათს.

პირველი ”ღიმილაკიანი” შეტყობინება 2002 წელს აღმოაჩინეს.ის იყო განცხადებების დაფაზე გამოკრული შეტყობინება–ის  ფირზე იყო აღბეჭდილი.

და აი უკვე 25 წელის ”ღიმილაკის” არსებობიდან და ის ჩბვენი ყოველდრიური ელექტრონული ურთიერთობის შეუცვლელი ტრიბუტია!იმასაც კი დავამატებდი, რომ მის გარეშე უკვე მიმოწერა წარმოუდგენელი იქნებოდა.

დღესდღეობით უამრავი ”ღიმილაკის” იერსახე არსებობს და თვითოეულს განსაზღვრული დატვირთვა აქვს.

”ღიმილაკები” ჩაანაცვლებენ მიმიკას და ხმის ინტონაციას–იმ ყველაფერს რაც ასე აკლია ჩატის ან ელ.ფოსტის საშუალებით ურთიერთობას.ისინი გვეხმარებიან უკეთ გავიგოთ მოსაუბრის განწყობა,ამდიდრებენ შინაარს,და ბოლოს და ბოლოს–სახალისოა!

იმედი მაქვს საინტერესო იყო ეს პოტი.

მე კი დიდი ”ღიმილაკით” გემშვიდობებით

13 responses to “7 ოქტომბერი — ღიმილის დღეა!

  1. ♥ Miss.Catalan.. ♥ ოქტომბერი 7, 2011, 7:52 PM

    ძალიან საინტერესო იყო 🙂 სიმართლე გითხრა,ადრე არც მსმენია ამაზე 🙂 გავოცდისავით

  2. eli melmon ოქტომბერი 7, 2011, 8:25 PM

    რას აღარ მოიგონებს ეს “ადამიანი” რაა 🙂 აი ქართველებმა კიდე ეს ღიმილი მოვიგონეთ >>> “:დ” :დდ რომელიც არც არაფერს არ გავს წესით ,ზატო დიდი აზრი დევს :დდ კაი იყო საინტერესო

    • ketusi ოქტომბერი 7, 2011, 8:39 PM

      მადლობა,ელი.
      ხო,ყველაფრის გამარტივება გვიყვარს,ამ შემთხვევაში სრულყოფა.აბა ვის არ ეზარება ქარტული სრიფტიდან ინგლისურზე დაგასვლა ,რომ ორი წერტილი და D დაწეროს,ხოდა პრაქტიკულმა ადამმიანმა პირდაპირ ”:დ” დაწერა–მაინც გასაგებოაო და 🙂

  3. Mallorie ოქტომბერი 7, 2011, 9:38 PM

    ქეთუსიკო, ძალიან საინტერესო პოსტი იყო.
    იმდენ რაღაცას ვიგებ შენი და მოლიკოს ბლოგიდან, აი, ვერავინ ვერ წარმოიდგენს…
    ჩემთვის ორი ყველაზე სასარგებლო ბლოგი შენი და მოლიკოსია.

  4. katerina ოქტომბერი 8, 2011, 12:11 AM

    მე კი ვიცოდი, მაგრამ მაინც სიამოვნებით წავიკითხე.კარგი პოსტია 🙂

  5. Chiamaria ოქტომბერი 8, 2011, 9:50 AM

    მე ბოლო ისტორია ვიცოდი. პირველი შენგან გავიგე ქეთუსი. საინტერესო იყო, მადლობა 🙂

  6. ketusi ოქტომბერი 8, 2011, 2:52 PM

    მადლობა,გოგოებო :*

  7. ლიზიკუნა ოქტომბერი 11, 2011, 12:15 AM

    ნუ რას არ გაიგებს ადამიანი და ქეთუსის პოსტებიდან რა)))))

  8. black_shadow ოქტომბერი 19, 2011, 2:08 PM

    ra magari iyooooooooooooooooooooooo :)))))))))))))

Leave a reply to Mallorie კომენტარის გაუქმება