Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: summer

ზაფხული <3

ი,უკვე მეოთხე დღეა ,რაც ზაფხული დაიწყო.კარგად დაიწყო,არა, უნდა მეთქვა –არადა რა კარგად დაიწყო – 🙂 როგორი კარგი ამინდი იყო პირველ ივნისს!!!აი,ზაფხულის პირველ დღეს როგორიც შეეფერება ისეთი :)კაშკაშა მზე იყო,მაგრამ არ ცხელოდა!
იმ დღეს უზნაძეზე მოვდიოდი და სკოლასთან რომ გამოვიარე,ერთ ეზოში ბავშვები იყვნენ შეგროვილები,დიდი ფაცი-ფუცი იყო,მერე მივხვდი,რომ ბოთლებს ავსებდნენ წყლით,უნდა ეწუწავათ.თვითონაც ნახევრად სულ სველები იყვნენ.რამდენი სიცილი,მხიარულება…. :).იმ ეზოს პატრონიც აშკარად გულკეთილი ადამიანი იყო,აცადა ბავშვებს გართობა!მე კი სწრაფად გავეცალე,მეც არ ’შემოვეწუწო’-თქო :).მაშინ ვიგრძენი ზაფხულის დადგომა! განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: