Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: 2012 წლის მოდა

როგორ შევახამოთ ტანსაცმლის ფერები,ცნობილი დიზაინერების ფანტაზიები

როგორ შევახამოთ ტანსაცმლის ფერები,ცნობილი დიზაინერების ფანტაზიები

ფერთა ჰარმონიული შეხამება მთელი ხელოვნებაა! ამის სწავლა შეიძლება ფიზიკის კანონებთან და ფერთა სპექრტთან გაცნობით,თუმცა ზედმეტი არ იქნება საკუთარი ფერთა მგრძნობელობის განვითარებაც ინტუიციის დონეზე,რაშიც დაგეხმარებათ დიზაინერების კოლქციები თვალიერება,რომლის შექმნის დროსაც ფერთა შეხამებაზე პროფესიონალები მუშაობენ.მოდით,ორივე საშუალება ვცადოთ და ჩვენი ფერთა შეხამების კანონები აღმოვაჩინოთ.

განაგრძე კითხვა

Advertisements

სეზონის ტრენდი— cap-toe shoes

GIUSEPPE ZANOTTIკოკო შანელის მიერ პირველად 1957 წელს შექმნილი გამოკვეთილცხვირიანი ფეხსაცმელი კვლავ დაუბრუნდა მოდას და 2012 წლის ერთ-ერთ ტრენდად დასახელდა, თუმცა იმდენად აიტაცა ხალხმა(სელებრითების მეთაურობით),რომ სხვა ტრენდი პრაქტიკულად გადაჩრდილა.მოდაშია ტყავის,ლაქის და რკინის ფეხსაცმელის ცხვირებიც კი.

განაგრძე კითხვა

2012 წლის ჩანთის ტრენდები : სისადავე

Minimal-Bags

სადა,დახვეწილი ფორმების,მინიმალურად დატვირთული ფაქტურის მქონე  ჩანთები ერთ-ერთ იმ ტრენდთაგანია,რასაც დიზინერები 2012 წლის შემოდგომისთვის გვთავაზობენ.ამ ფორმის ჩანთები ხშირად გვხვდება სხვადასხვა გაფორმებით,მაგრამ ალბათ დამეთანხმებით,რომ ასეთი სადა,რაღაცნაირად მკაცრიც კი —არანაკლებ მიმზიდველი და დახვეწილია!

განაგრძე კითხვა

Gucci-ს გაზაფხული-ზაფხული 2012 RTW კოლექცია

წარმოგიდგებთ Gucci-ს 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის მზა კოლექციას (RTW)

ზოგადად კოლექციაზე შეიძლება ითქვას,რომ ის შავ-თეთრია ოქროსფერი დეტალების გამოყენებით.

Gucci | Spring Summer 2012 Full Fashion Show | Exclusive

განაგრძე კითხვა

Emporio Armani’s Fall 2012

Emporio Armani-ს  2012 წლის საშემოდგომო მკოლექცია განსხვავდება კოლექციისგან “Easy Chic” ,რომელიც წინა პოსტში შემოგთავაზეთ.თუმცა,როგორც მაშინ აღვნისნე აქაც არის მოკლე შარვლები,ოღონდ უკვე ბრიჯის სახით)(განსხვავებით იმ კოლექციისა,რომელშინ ‘ბერმუდი’ შორტები იყო წარმოდგენილი),აქაც აუცილებელი ატრიბური ქუდია,რომელიც  ხან ბერეტის სახით არის შემოტანილი კოლექციაში და ხან ქალურ პატარა წუდის სახით.მთელი კოლექცია შავ-ნაცრიდსფერშია გადაწყვეტილი,რომელსაც შეხამებული აქვს ლურჯის რამოდენიმე ელფერი(+ 3 ვარდისფერი კაბა).Armani -ს უნდოდა, რომ რომანტიკული ელფერის კოლექცია შემოეთავაზებინა,რაც ,უდაოდ, გამოუვიდა კიდეც.

განაგრძე კითხვა

არმანის ფერადი შემოდგომა 2012

“Easy Chic” ასე ქვია არმანის (Giorgio Armani) 2012 წლის საშემოდგომო კოლექციას.კოლექციაში დიზაინერმა მამაკაცური ‘ბერმუდი’ შორტები საკმაოდ საინტერესოდ მოარგო ქალბატონებს.გამოყენებული ფერებიც ძალიან მომწონს : შავ და ნაცრისფერ ფონზე კაშკაშა ვარდისფერი და სტაფილოსფერი!ერთი რამ რაც ყველა მოდელს აერთიანებს,ეს არის შლაპა,რომელიც მოდელებს ცერად აქვთ დახურებული და განსაკუთრებულ შიკს და დახვეწილობას მატებს კოლექციას.ამ დეტალის გამოყენებით, ალბათ, ჯორჯიო არმანის ქალის ძლიერ ,მამაკაცური ხასიათისთვის უნდოდა ხაზი გაესვა,რადგან მთლიანად კოლექცია,მასში ჩაქსოვილი მამაცაცის ტანსაცმლის დეტალებიანი სტილით, მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის არის ძლიერი და ნებისყოფიანი თუმცა დახვეწილი ქალბატონებისთვის!

განაგრძე კითხვა

Elie Saab : candy couture 2012

ელი სააბმა 2012 წლის ტანსაცმლის ხაზი უკვე აჩვენა 2012 წლის ჩვენებაზე რომელიც ისევ ისეთი ელეგანტურონიტ გამორჩევა,როგორც ელის საბის haute couture-ს სჩვევია.კოლექცია ორმოცდაათიან-სამოციან წლების შთაგონებით დაიბადა და ნათლად იწვევს გრეის კელისთან ასოციაცისას,კოლექცია შექმნილია ნაზ და ამავდროულად  ძლევამოსილი ქალბატონებისთვის.ამ ჩვენებაზეც ელი სააბმა ჩვენება ბლოკებად—ფერების მიხედვით დააწყო.ისევე,როგორც ამ პოსტში აღვწერე,ამ ჩვენებაზეც კოსწიუმები ერთ ფერში იყო წარმოდგენილი (გარდა 4 კაბისა),თუმცა ფერები უფრო მქრთალი და ნაზია.მთელი კოლექცია არის ძალიან ჰაეროვანი და რაღაცით საქორწინო კაბებს გავს!კოლექცია შედგება 7 ძირითადი ფერისგან და მსში ჭარბობს მაქმანის და მძივებით ნაქარგი მატერიები,ძირიტადად სულ გრძელი იატაკამდე კაბებია,რომლებშიც მოდელები გედებივით მოძრაობენ 🙂
განაგრძე კითხვა

ელი სააბის გაზაფხული/ზაფხული 2012-ის 5 ფერი(პარიზის მოდის კვირეულიდან)

პარიზის მოდის კვირეულზე ელი სააბმა(Elie Saab) წარმოადგინა განსაკუთრებული კოლექცია.მართალია,ის ელი სააბის haute couture-ის საგაზაფხულო ხაზს გავს(ამის შესახებ მომდევნ პოსტში დავწერ),თუმცა მაინც უფრო ცოცხალი ფერებით გამოირჩევა!არავის გვიკვირს ელი სააბის უაღრესად დახვეწილი სტილის სამოსის,თუმცა ამ კონკრეტულმა ფერებმა და ფერთა სინთეზის არ არსებობამ გამაკვირვა.წარმოდგენილია ფერები:თეთრი,ყვითელი,სტაფილოსფერი,მწვანე და ლურჯი.ყველა ფერს თითქოს კიდეც აერთიანებს რაღაც და ამავდროულად ვერცერთ ერთნაირ მოდელს ვერ ნახავთ.კოლექცია არის მდიდრული,დახვეწილი და ელეგანტური.წარმომიდგენია,როგორ აცვია ელი სააბის კაბა მოხდენილ ქალბატონს მაღალი წრის წვეულებაზე ან გინდაც წითელ ხალიჩაზე,თუმცა კოლექციაში ბევრი ისეთი კაბაა,რომელიც ნებისმიერ ბიზნეს-ლედის დაამშვენებს!(ეჰ,რომ იცოდეს ელი სააბმა თბილისში როგორი თაყვანისმცემელი ვყევარ—-ხომ მაჩუქებდა ერთ კაბას მაინც :)!)

განაგრძე კითხვა

Valentino -ს 2012 გაზაფხულის ჩვენებიდან

 Valentino–ს დიზაინერებმა Maria Grazia Chiuri და  Pier Paolo Piccioli-მ 2012 წლის გაზაფხულისთვის ღია ფერები,განიერ სახელოებიანი გრძელი კაბები და საშუალო სიგრძის(მუხლზე)  სადა ქვედაბოლოები შემოგვთავაზეს.ჭარბობს შიფონის და მაქმანის კაბები,რაც ძალიან ჰაეროვანია.

Valentino designers Maria Grazia Chiuri and Pier Paolo Piccioli went soft and lovely for Spring 2012, tapping the romance of the Age of Enlightenment and the innocence of Marie Antoinette’s Petit Trianon for a couture collection rife with delicateness — or as they put it, “deep lightness.” For day, there were softly swishing knee-length dresses with ruffled necks and sheer sleeves; for evening, full-length strapless or long-sleeved gowns in heavy silk and taffeta — some embellished with crystals and pearls, and others printed with antique-looking florals and toile.

განაგრძე კითხვა

BURBERRY 2012 წლის მოდის ჩვენებაზე

BURBERRY -მ იმდენად შთამბეჭდავი სახელი მოიხვეჭა მოდის სამყაროში, რომ ასე მგონია,ადამიანი არ არსებობს,ვინც ოდნავ მაინც მაღალ მოდას აკვირდება, რომ ამ სახელით ცნობილი ბრენდი მისთვის უსაყვარლესი არ იყოს.BURBERRY არასდროს უმტყუნებს იმედებს მოდის მიმდევართ და ყოველ წელს მისთვის ჩვეულ დახვეწილ,პრაქტიკულ და უაღრესად გემოვნებიან ნაწარმს გვთავაზობს.გენია დეტალებშია—-ამ წესსაც ის არასდროს ღალატობს.ახალი ჩანთების და ფეხსაცმელის სერიამაც აჩვენა, რომ უნაკლო ხარისხით აქვთ შესრულებული უმნიშვნელო დეტალებიც კი.მოკლედ,მე მუდამ აღფრთოვანებაში მოვდივარ ამ დიზაინერულ სახლზე საუბრისას 🙂

განაგრძე კითხვა

2012 წლის ფერთა მოდური გამა

2012 ძალაში შედის და ჩვენც,რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ამ წელს რა ფერი იქნება მოდაში.დიზაინერებმა 2012 წლისთვის შეარჩიეს უფრო მშვიდი და ნაკლებად გამომწვევი ფერები.ჩემის აზრით ცოტა ფერმქრთალი გამაა,არ არის წითელი და ლურჯი,რაც ასე ძალიან მიყვარს! თუმცა ასეტი ფერები ურთიერთშეზავებით ძალიან კლასიკურად გამოიყურება,სიმშვიდის და ელეგანტურობის  განსახიერებაა!

მაშ ასე, ამ სურათზე თქვენ ხედავთ 2012 წლის პოპულარულ ფერთა გამას.ამ ფერებშია გადაწყვეტილი თითქმის ყველა ცნობილ დიზინერთა ამ წლის კოლექციაბი.გაზაფხულის სეზონის ჰიტი კი სტაფილოსფერია,როგორც ეს ამ პოსტში დავწერე(ეს უკვე Pantone-ის ანგარიშით)

განაგრძე კითხვა

სეზონის ჰიტი — ფერადჩარჩოიანი სათვალე


გაინტერესებთ რა არის სეზონის ჰიტი? რა აქსესუარი მოირგოთ, რომ მოდური იყოთ?ამ კითხევებზე პასუხის გაცემას მუდამ ვცდილობ და ამ ჯერად წარმოგიდგენთ პოსტს მზის სათვალის შესახებ.
2012 წლის ზამთრის სეზონის ჰიტი არის ფერადჩარჩოიანი სათვალე.თითქოსდა უჩვეულოა ზამთარში ასეთი ფერადი აქსესუალრის ტარება, მაგრამ არ მეთანხმებით, რომ ეს ძალიან ახალისებს გარეგნობას!

განაგრძე კითხვა

2012 წლის გაზაფხულის მოდური ფერი

Elie Tahariერთ-ერთ ადრინდელ პოსტში,რომელიც 2011 წლის მოდურ ფერებს მივუძღვენი(რა ფერებში ვიმოსებით 2011 წელს!),უკვე ვახსენე,რომ კომპანია  Pantone არის ის კომპანია,რომლის ’ხელშიც გადის’ ნიუ იორკის მოდის კვირეულის ჩვენებების ფერის შერჩევის პროცედურა.ასე რომ, შეიძლება ითქვას,რომ  Pantone არის ავტორიტეტი ფერების სამყაროში.ის აგროვებს ინფორმაციას მოთხოვნად ფერებზე და ყოველწლიურად აცხადებს,თუ იმ წელს რა ფერერბი იქნება პოპულარული დიზაინერების კოლექციებში.

ზუსტად ამიტომ არის მისი ყოველწლიური ანგარიში ასეთი ყურადსაღები.

მაშ ასე,ზუსტად ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ 2012 წლის მოდურ ფერთა გამას.

განაგრძე კითხვა

2012 წლის ქურქის მოდური ტენდენციები

2012 მოდური ქურქიწლის პირველ პოსტს ვიწყებ თბილი და ფუმფულა პოსტით 🙂

დიახ,როგორც სათაურიდან და სურათებიდან ჩანს,ეს პოსტი ეხება 2012 წლის სეზონის ქურქის ტენდენციებს,უფრო კონკრეტულად კი ქურქის მასალა და ფერზე ვისაუბრებ.

სეზონის ლოზუნგია–გაუმარჯოს ნატურალურ ბეწვს!

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: