Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: ხილი

a’la furshet

a la furshet .fruit....ketusi.com (11)დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში წვეულებაზე სტუმრების გამასპინძლების ყველაზე მეტად გავრცელებული წესი ალბათ “ა’ლა ფურშეტია”.ფურშეტი –– ფრანგული სიტყვაა და ჩანგალს ან ჩანგლით საკვების მირთმევას ნიშნავს,ამიტომაც ა’ლა ფურშეტის სტილში მოწყობილ წვეულებაზე ყველა თეფშითა და ჩანგლით დადის,თუმცა ხშირად ჩანგალი ჩხირით ჩანაცვლდება ხოლმე.ალა ფურშეტი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა კორპორატიული წვეულებებისთვის,ბანკეტებისთვის და ზოგად თავშეყრისთვის.გარდა ამისა,ლამაზად დაჭრილლი და ლანგარზე ოსტატურად დალაგებული ხილი ძალიან ლამაზი დეკორია სადღესასწაულო სუფრისთვისაც,იქნება ეს ახალი წელი ,ბენკეტი თუ საქორწინო სუფრა.

განაგრძე კითხვა

ფორთოხლისფერი ფორთოხალი

უკვე შუა ზამთარია,მე კი სეზონური ხილის შესახებ ვერ დამიწერია პოსტი!ალბათ უცნაურად ჟღერს ეს სიტყვების მათთვის, ვინც ჩემი ბლოგის მკითხველი არ არის, რა სეზონური ხოლიო ვითომ, მაგრამ აი ქეთუსის ბლოგის ერთგულმა მკითხველმა იცის, რომ წელიწადის სამი დროისთვის შესაბამისი პოსტი მაქვს დაწერილი და ამ პოსტებში სეზონის ფავორიტ ხილზე მაქვს საუბარი.გახაფხულზე  იყო პოსტი მარწყვზე,ზაფხულში საზამთროზე, შემოდგომას– ყურძენზე.

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: