Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: შეხამება

როგორ შევახამოთ კონტრასტულ ფერები

გემოვნებიანად ჩაცმის ერთ-ერთი აუცილებელი ნიუანსი ფერების ერთმანეთთან გემოვნებიანად შეხამებაა.ზოგჯერ კონტრასტული ფერების შეხამებით უფრო კარგი ანსამბლი გამოდის, ვიდრე ნახევარტონებში ან გინდაც ერთ ფერში გადაწყვეტილი ანსამბლი.ფერთა კომბინაციებზე  დაწერილ ამ პოსტში კარგად არის განხილული ეს თემა.

ამ პოსტში კი მინდა მოგაწოდოთ მაგალითები, თუ როგორი სტილისტური ანსამბლი შეგიძლიათ შექმნათ.

განაგრძე კითხვა

ფერები და ფერთა კომბინაციები

ფერადი ყვავილები

ბუნებაში ფერთა ურიცხვი რაოდენობა არსებობს,თუმცა მათი მრავალფეროვნება ერთადერთი არ არის, რაც გვხიბლავს.მეორე საოცრება არის ფერთა კომბინაცია,რომელიც ზოგჯერ აბსოლუტურად კონტრასტულ ფერებს გემოვნებით უხამებს ერთმანეთს.ბუნების ამ საოცარი ქმნილებების შეფერილობა მარტო მეცნიერთა ყურადრების ცენტრში კი არა, დიზაინერთა ინტერესსაც წარმოადგენს,რადგან ზუსტად ბუნებაში არსებული ყველა ფერთა კომბინაცია უზადოდ გემოვნებიანად ითვლება,რასაც დიზაინერებიც ითვალისწინებენ.

განაგრძე კითხვა

თბილისის ქუჩებში

ყოველთვის, როდესაც ქუჩაში ფეხით დავდივარ,ხალხს ვაკვირდები.ვაკვირდები მათ ჩაცმულობას,თავის დაჭერას,გამომეტყველებას.რაღაცნაირად მიყვარს ეს საქმიანობა !თითქოს სკანირებას ვუკეთებ ყველა გამვლელს,არცერთი დეტალი არ გამომრჩება მხედველობიდან!

მეტროს ესკალატორზე რომ დგახარ და ადიხარ ან ჩამოდიხარ—გგონია, რომ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ადამიანები შენ გიყურებენ!არადა ეს ასე არ არის!უბრალოდ მათკენ იყურები და თვალს ავლებ.მაგრამ არა ჩემ შემთხვევაში! მე მათ ვასკანირებ!

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: