Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: ფეხსაცმელი

გააკეთე შენი ხელით (5)

DIYამჯერადაც სხვადასხვა სახის ნიმუშების კომბინაციას წარმოგიდგენთ.

1. ფანქრის საშლელს თუ ჩვეულებრივ აკვარელის ან გუაშის ან ნებისმიერ სხვა სახის საღებავში ჩააწობთ,მერე შეგიძლიათ ლამაზი და ფერადი ბურთულები ქაღალდზე(ბლოკნოტის გასაფორმებლად,მაგალითად) ან ქსოვილზე დაატანოთ

განაგრძე კითხვა

Advertisements

სეზონის ტრენდი— cap-toe shoes

GIUSEPPE ZANOTTIკოკო შანელის მიერ პირველად 1957 წელს შექმნილი გამოკვეთილცხვირიანი ფეხსაცმელი კვლავ დაუბრუნდა მოდას და 2012 წლის ერთ-ერთ ტრენდად დასახელდა, თუმცა იმდენად აიტაცა ხალხმა(სელებრითების მეთაურობით),რომ სხვა ტრენდი პრაქტიკულად გადაჩრდილა.მოდაშია ტყავის,ლაქის და რკინის ფეხსაცმელის ცხვირებიც კი.

განაგრძე კითხვა

მზადება ბანკეტისთვის (ნაწილი 3 )

მოკლე კაბა

ზოგი ბანკეტს სერიოზულად არ უდგება,უბრალოდ არ აინტერესებს და არ მიაჩნია მნიშვნელოვან მოვლენად.ამასაც თავისი ახსნა ექნება —ღია თუ დაფარული,თუმცა მე მაინც მიჭირს იმის გაგება,რომ გოგონას სკოლის დამთავრებისას ბანკეტზე წასვლა არ უნდოდეს.ნუ, ამჯერად არ მინდა მათხზე საუბარი.მოდით,ვისაუბროთ მათზე,ვინც სიხარულით ემზადება ბანკეტისთვის!

რა არის ბანკეტი?

განაგრძე კითხვა

ლუი ვიტონის მამაკაცის აქსესუარები , შემოდგომაა 2012

Louis-Vuitton

განაგრძე კითხვა

თბილისის ქუჩებში

ყოველთვის, როდესაც ქუჩაში ფეხით დავდივარ,ხალხს ვაკვირდები.ვაკვირდები მათ ჩაცმულობას,თავის დაჭერას,გამომეტყველებას.რაღაცნაირად მიყვარს ეს საქმიანობა !თითქოს სკანირებას ვუკეთებ ყველა გამვლელს,არცერთი დეტალი არ გამომრჩება მხედველობიდან!

მეტროს ესკალატორზე რომ დგახარ და ადიხარ ან ჩამოდიხარ—გგონია, რომ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ადამიანები შენ გიყურებენ!არადა ეს ასე არ არის!უბრალოდ მათკენ იყურები და თვალს ავლებ.მაგრამ არა ჩემ შემთხვევაში! მე მათ ვასკანირებ!

განაგრძე კითხვა

2012 ოსკარის დაჯილდოების წითელი ხალიჩა

Emma Stone Oscars 2012კვირას,26 თებერვალს შედგა რიგით 84-ე ოსკარის დაჯილდოება,რომელზეც საუბარს არ ვაპირებ,რადგან ამაზე ისდაც ბევრგან დევს ინფორმახცია.სათაურში ნახსდებებ  ‘წითელ ხალიჩაში’  რას ვგულისხმოვდი,ყველა ქალბატონი მიხვდება და ზოგიერთი მამაკაციც! ანუ მინდა დაჯილდოებაზე მისულ ქალბატონების სამოსის შესახებ ვიჭორაოთ 🙂 .

ცერემონიაზე მისული ყოველი მონაწილის გასვლა წითელ ხალიჩაზე უკვე მოვლენაა და თითოეული სტუმარი ხდება მილიონობით ადამიანის მკაცრი კრიტიკის ქარ-ცეცხლში.აბსოლუტურად უზადოდ ჩაცმული უნდა იყო ამ დროს!საკმარისია აქსესუარი ან თმის ვარცხნილობა ვერ შეარჩიო გემოვნებიანად და ძვირადღირებული დიზაინერული კაბაც კი ვერ ‘გიშველის’ ! ამ პოსტში კი ჩემი გემოვნებით შევაფასე სელებრითები და მაინტერესებს ჩემი გემოვნება თქვენსას თუ ემთხვევა.

აქ ყველა ცნობილ სახეს ვერ დავდებდი,ცხადია,ამტომ რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში იმათ სურათებს დავდებ და თან ცალ-ცალკე მათ ვინც მომეწონა და ვინც არა(რა არ მომწონს,ისიც მიწერია)

განაგრძე კითხვა

დღევანდელი საგაზაფხულო შოპინგის შესახებ !

დღე მშვენივრად დაიწყო — მშრალი ამინდი,ზომიერი სიცივე,მზე!

თუმცა,სულ რომ ცა ჩამოქცეულიყო,მე და მია მაინც წავიდოდით საყიდლებზე, რადგან ამ თავისუფალ დღეს მთელი კვირა ველოდით,რომ ‘გემრიელი’ შოპინგი მოგვეწყო!

განაგრძე კითხვა

კრეატიული ფეხსაცმელი,რომელსაც სიამოვნებით ვატარებდი!

Iris van Herpen

ჩვენი საუკუნე  უკიდეგანო გასაქანს აძლევს დიზაინერებს,რომ საკუთარი ჩანაფიქრებს,რაც არ უნდა უჩვეულო იყოს,ხორცი შეასხან(ზოგჯერ პირდაპირი გაგებითაც კი 🙂 )! უცნაურ და უჩვეულო დიზაინერული ‘გამოგონებები’ ხშირად ისეთ მოწონებას იმსახურებს და იმდენად მკვიდრდება,რომ დროთა განმავლობაში ‘უჩვეულობის’ სტატუსს კარგავს და ‘ჩვეულებრივი’ ხდება.ასე იყო თავის დროზე წვრილქუსლიანი ფხსაცმლის ,’გალიფე’ შარვალის,შლაქსების და მრავალ სხვა შემთხვევაში.სულ თავიდან ამგვარ სამოსს ან ფეხსაცმელს მხოლოდ ექსტრავაგანტული ადამიანები იყენებდნენ,სხვების აზრი კი იყო:”ეს როგორ უნდ ჩაიცვა?” ან “მე ამას არასდროს ჩავიცვამ!”  მაგრამ დრომ ყველაფერი შეცვალა—-ჯერ თვალი მიეჩვია,მერე კი ცხოვრებაშიც ‘შემოიპარა’ .

განაგრძე კითხვა

უცნაური,უცნაური ფეხსაცმელი :)

ჩლიქები 1დრევანდელ მოდურ ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ვივხვდებით,რომ ქალის ფეხსაცმელი საჭიროება კი არა,აქსესუარი გახდა და ფუფუნების საგანიც კი.არ მეგულება არც ერთი მოდის მიმდევარი ქალბატონი,ვისაც გარდრობში ნუინიმუმ 5 წყვილი ფეხსაცმელი არ ქონდეს.დღევანდელი ტენდენციით მარტო ისიც არ კმარა, რომ უბრალოდ ლამაზი,მოდური დიზაინერული ფხსაცმელი გეცვას,მნიშვნელოვანია იყოს გამორჩეულიც!’კუწურიეებიც’ რას აღარ იგონებენ,რომ მოდელი უჩვეულო იყოს,ზოგჯერ ამ უჩვეულობას სილამაზეც კი ეწირება! დიახ,უჩვეულო და გამორჩეული ზოგჯერ ლამაზს სულაც არ ნიშნავს!

განაგრძე კითხვა

ახალი ფეხსაცმელიიიი

ქოშებიროგორც იქნა დასრულდა ჩემი ლოდინი და ვეღირსე ახალ ფეხსაცმელებს!
ამერიკიდან გამოვიწერე,და ხომ იცით ლოდინი როგორი ძნელია! მაგრამნამდვილად გაამართლა ,ღირდა ლოდინი.
აგერ თქვენც გაჩვენებთ!თავს მოვიწონებ,ასე ვთქვათ,იმიტომ რომ ძალიან მიხარია და მინდა გაგიზიაროთ ^^

Read more of this post

Kitten heels -2011 წლის ფეხსაცმლის ტრენდი

2011 წლის ფეხსაცმლის ტრენდებს შორის Kitten heels-სტილის ფეხსაცმელიც არის(წინა პოსტში clog-ები იყო აღწერილი : ხის ძირიანი ქოშები კვლავ მოდაშია ) .Kitten heels–ქუსლიანი ფეხსაცმელის უშნო მამიდაშვილია 🙂 .ის არც უქუსლო ფეხსაცმელია და არც სექსუალური მაღალქუსლიანი–რაღაც შუალედურია, ’მოწკუპული’-ასე დავარქმევდი.ამგვარი ფეხსაცმლის ქუსლი 5 სანტიმეტრზე მაღალი არ არის,თან განლაგებით ცოტა უფრო შიგნით მდებარეობს,რაც ფეხისთვის უკეთ საყრდენს წარმოადგენს.ასეთი ფეხსაცმელი მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან შედარებით,ქალის ფეხს სულაც არ აგრცელებს და არც ისე მიმზიდველია,მაგრამ მოხდა ისე, რომ ბევრმა დიზაინერმა ის თავის კოლექციაში გამოიყენა და წლის ტრენდადაც დაასახელა.
თქვენთვის რამდენად მოსაწონია არ ვიცი,თუმცა მე მაინცდამაინც არ მიყვარს ეს სტილი( თუმცა ორი წყვილი კი მაქვს)

prada kitten heel

Read more of this post

ხის ძირიანი ქოშები კვლავ მოდაშია

jeffrey campbell clogs


Read more of this post

www.boohoo.com –შოპინგი ინგლისში


Read more of this post

%d bloggers like this: