Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: სიცხე

ზაფხული <3

ი,უკვე მეოთხე დღეა ,რაც ზაფხული დაიწყო.კარგად დაიწყო,არა, უნდა მეთქვა –არადა რა კარგად დაიწყო – 🙂 როგორი კარგი ამინდი იყო პირველ ივნისს!!!აი,ზაფხულის პირველ დღეს როგორიც შეეფერება ისეთი :)კაშკაშა მზე იყო,მაგრამ არ ცხელოდა!
იმ დღეს უზნაძეზე მოვდიოდი და სკოლასთან რომ გამოვიარე,ერთ ეზოში ბავშვები იყვნენ შეგროვილები,დიდი ფაცი-ფუცი იყო,მერე მივხვდი,რომ ბოთლებს ავსებდნენ წყლით,უნდა ეწუწავათ.თვითონაც ნახევრად სულ სველები იყვნენ.რამდენი სიცილი,მხიარულება…. :).იმ ეზოს პატრონიც აშკარად გულკეთილი ადამიანი იყო,აცადა ბავშვებს გართობა!მე კი სწრაფად გავეცალე,მეც არ ’შემოვეწუწო’-თქო :).მაშინ ვიგრძენი ზაფხულის დადგომა! განაგრძე კითხვა

დაგცხათ?––––მერე წადით მანგლისში

ზოგჯერ მაინც როგორ ჩამოცხება ხოლმე ქალაქში.თუ სხლიდან გადიხართ და თან საზოგადო ტრანსპორტით მოძრაობა გიწევთ ხომ სულმთლად ისიცხები.მაშინ ფიქრობ,ნეტავ ეხლა სადმე გრილ ადგილას ვიყო და გინდაც პოლუსზეო.პოლუსი შორსაა,სამაგიეროდ აგერ მანგლისია ახლოს,ხოდა წელსაც იქ გადავწყვიტეთ ზაფხულის დარჩენილი ერთი თვის გატარება,პრინციპში მე რა, მე ძირითადად თბილისში ვარ,ჩემი დაც, მარა აი ბავშვები კი მივაბარეთ საწყალ დედაჩემს,მერე რა რომ პატარები არ არიან,მაინც როგორი ყურადღება უნდათ!!!.
Read more of this post

%d bloggers like this: