Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: სიყვარული

გაიცანით ჩემი ოჯახის ახალი წევრი

ბონი

“არასდროს თქვა არასდროს!” ––– ჩემზეა ზედგამოჭრილი ამ შემთხვევაში!მუდამ იმას ვამბობდი,რომ ძაღლს არ ვიყოლიებდი!ვიმიზეზებდი იმას,რომ განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება : ჰიგიენის დაცვა,გასეირნება,სწორი კვება და მოვლა.უსიამოვნო თანხლები მიზეზებიც–––სუნი და ბეწვი ––– დამაბრკოლებელი იყო ჩემთვის.ძალიან მიყვარს ცხოველები,უზომოდ!ადრე იმასაც ვერ ვიფიქრებდი,რომ კატას ვიყოლიებდი სახლში, მაგრამ აგერ უკვე ორი წელია,რაც ლაქი(ხვადი კატა) მყავს და სიგიჟემდე მიყვარს,ვერც წარმოვიდგენ იმ დროს,როდესაც ის ჩემთან არ ცხოვრობდა.თუმცა ლაქიც აბსოლუტურად დაუგეგმავი მოვლენა იყო,ამ პოსტით შეგახსენებთ მის ჩემთან მოხვედრის ამბავს!ძაღლისგან განსხვავებით კატის მოვლა უფრო ადვილია,კატა უფრო გონერია,ადვილად სწავლობს ყველაფერს და თან გასეირნებაც არ სჭირდება.გასეირნება კი,იმის გათვალისწინებით,რომ მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ,ცოტა მერთულება!

ასე ვფიქრობდი ადრე….

განაგრძე კითხვა

თოვლი

დღეს 6 თებერვალია, კვირა, გუშინ დილიდან შუაღამემდე თოვდა და ამ თოვლმა ჩემში რაღაც გარდატეხა მოახდინა.
ზამთარი და თოცლი! განა არის ამაზე ბანალური რამ ?მაგრამ რატომღაც დღევანდელ თოვლს ჩვეული უაზრობით ვერ ვუყურებდი! ვგრძნობდი რომ მომწონდა, მსხვილი, პეპლებივით ფიფქები ერთმანეთში ირეოდა და რაღაც სხვა მოჰქონდათ, რაღაც სისველის გარდა… ვერ ვხვდებოდი რატომ მომწონდა იგი, ჯერ არასდროს განმეცადა მსგავსი რამ…
განაგრძე კითხვა

როცა შემიყვარდები…

როგორია,როდესად ადამიანი გიყვარდება?
რას გრძნობ თავიდან?
როგორ ხდება — რაც დრო გადის უფრო გიყვარდება?
როგორია ის ადამიანი ვინც გიყვარს?
ისეთივეა,როგორიც მანამდე იყო?–სანამ შეგიყვარდებოდა!

რა შეიცვალა მასში?
Read more of this post

როგორ ჩავკლათ სიყვარული–ინსტრუქცია :)

რა იყო?სიყვარულის სენით დაავადდი?და ცხოვრება მშვენიერი გეჩვენება? ეხლავე ვუშველით ამ საქმეს, უამრავი საშუალებაა რომ შენი შეყვარებული სანაგვეზე მოისოლო–შენი ხსენებისასაც კი რომ აჟრიალებდეს.და დაისვენებ–არც რომანტიული სიზმრები დაგესიზმრება,არც პეპლების თრთოლას აღარ იგძნობ მუცელში,და აღარც პაემნებზე ივლი–რამდენი დრო გექნება რომ უფრო ხეირიანად ,ტირილში გაატარო!
განაგრზე კითხვა

%d bloggers like this: