Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: სიკვდილი

როცა ისინი ასე მიდიან

ადამიანის სიკვდილი ჩემში ყოველთვის სევდას იწვევდა,სულ ერთია ვიცნობდი ადამიანს,თუ არა,სიკვდილისთვის ყველა ცოდვად მიმაჩნდა ყოველთვის,გარდა ერთი კატეგორია ადამიანებისა.

ეს ადამიანები ნარკომანები არიან.შეიძლება გამამტყუნოთ, მაგრამ ნამდვილად არ მეცოდება ადამიანი, რომელიც თავისი ნებით ხდება ნარკოდამოკიდებული—-საკუთარ განაჩენს თავადვე აწერს ხელს.ეს ისეთი სენია,რომლითაც ძირითადად ზრდასრული ადამინები ავადდებიან,ამიტომ მათ სრულად აქვთ გათვითცნობიერებული ,თუ რა დამღუპველ გზაზე დგებიან.მათი ნაადრევი  სიკვდილი ხომ გარდაუვალია(მე მოხუცებული ნარკომანი არ მინახია).ამიტომ ვერაფრით ვამართლებ ისეთ ადამინს, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული ხდება.
განაგრძე კითხვა

Advertisements

როგორ ჩავეხუტე კუბოს

სიკვდილი და ყველა მასთან დაკავშირებული განცდა და რიტუალი ბევრ ადამიანში შიშს იწვევს.ეს შიში ბავშვობიდან იწყება და ზოგჯერ საკმაოდ მოწიფულ ასაკამდეც კი სდევთ თან.

რატომ გვეშინია სიკვდილის? რატომ გვეშინია მკვდარი სხეულის ან გინდაც ჩასასვენებლის დანახვისაც კი? რატომ იწვევს ეს(ზოგიერთ)ადამიანში პანიკურ შიშს?ეგებ იმიტომ,რომ ამ დროს ვხვდებით,თუ რაოდენ სათუთია ადამიანის სხეული და როგორ შეიძლება ერთ დღეს ჩვენც მოვკვდეთ.ეს ფაქტი გვაძრწუნებს და ვცდილობთ უკუვაგდოთ ამაზე ფიქრი,რადგან ადმიანშიც დევს ყველაზე ძლიერი ინსტინქტი–თვითგადარჩენის ინსტინქტი.ეს ინსტინქტია ზუსტად,რომელიც გვკარნახობს,თუ როგორ მოვიქცეთ,რომ საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ ჩავაგდოთ.გაუთვითცნობიერებლად იბრძვის ადანმიანი თავისი არსებობისთვის და ყველაფერი რაც მის უსაფრთხოებას ემუქრება–  შიშს გვრის.

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: