Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: საძინებელი

შეგვახედე სახლში და გააღე გარდერობი

მეც ჩავერთე ამ თეგ თამაშში,და დავწერ პოსტს,როგორც ადოს აქვს დაწერილი.
მართალია,სახლშის მრავალი წერტილი რემონტის მდგომარეობაშია,ამჟამად მეტად ინტენსიურად შემოსასვლელის რემონტი კეთდება,იატაკი დავაცემენტეთ,კედლები იშპაკლება,დაბლა დაფენილი მაქვს რაღაცეები,რომ მტვერი ყველგან არ გავიდეს და რავი,ძალიან დიდი დისკომფორტი კი მექმნება ამ რემონტისგან და დომხალი მაქვს სახლში,ჩემი ოთახი ამ ყველაფრისგან ’ისვენებს’ ,ასე რომ კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემ სახლში :),ოღონდ არ შეგეშინდეთ 🙂
გააგრძელე კითხვა

Advertisements

საძინებლის რემონტი

ზოგადად ყველამ ვიცით რემონტი რა შემაწუხებელი რამაა,ხო? თან იმ სახლში რომ ცხოვრობ და ნაწილ-ნაწილ თუ აკეთებ სახლს.ხოდა, აი ამ სიტუაციაში ვარ,ვიყავი უფრო სწორედ ამ ზაფხულს,მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი პროცეკი კი იყო ეს დალოცვილი,თან როდესაც ძირფესვინად აკეთებ.
რამდენი რამაა წინასწარ გასათვლელი,შესარჩევია დეკორი, ავეჯი.
ძალიან მომწონს კლასიკური სტილიც(სასტუმრო ოთახი კლასიკურად გვაქვს გადაწყვეტილი),მაგრამ საძინებელი რაღაც თანამედროვე მინდოდა ყოფილიყო,მითუმეტეს დღევანდელი ბაზარი აძლევს ფანტაზიას გასაქანს,დიზაინის ავტორი მე და ჩემი მეუღლე ვართ,სამუშაოს ასრულებდა კომპანია ”ინტერ გრუპ”-ი.საძინებლის ერთ კუთხეში კომპიუტერის მაგიდის კუთხეცაა,ასე რომ ეს ოთახი ორმაგად დატვირთულია.დიდი ოთახი არაა,დაახლოებით 13 კვადრატულია,უფრო სწორედ იყო,სანამ კედლებზე თაბაშირმუყაოს გააკეთებდნენ,მერე ცოტა დაპატარავდა, მაგრამ ეხლა უკვე შევეჩვიე. Read more of this post

%d bloggers like this: