Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: საჩუქარი

გააკეთე შენი ხელით (11) *სასაჩუქრე კოლოფები*

სასაჩუქრე კოლოფიროდესაც რაღაცას გჩუქნიან,ამ საჩუქრის შეფუთვის გახსნის პროცესი ძალიან ამაღელვებელი და ემოციებით დატვირთულია.ძალიან მნიშვნელოვანია,რომ საჩუქრის შეფუთვა ლამაზი და მიმზიდველი იყოს. შეფუთვამ (კოლოფი იქნება ეს,ყუთი,თუ სხვა რამ) ისე უნდა დაგაინტერესოს,რომ ერთი სული გქონდეს მისი გახსნის ! გააკეთეთ თქვენი ხელით ლამაზი სასაჩუქრე შეფუთვა-კოლოფი და ნახევარი საქმე გაკეთებული გექნებათ! სულ უმნიშვნელო სჩუქარიც კი რომ ჩადოთ ამგვარ სასაჩუქრე კოლოფში— მას მაინც შეუდარებელი ხიბლი ექნება!ხვალ ვალენტინობის დღესასწაულია,ამიტომ ვალენტინობის საჩუქრის შესაფუთადაც გამოგადგებათ. დავიწყოთ საჩუქრის შეფუთვა ჩვენივე ხელით!

განაგრძე კითხვა

Advertisements

გააკეთე შენი ხელით (9) *ყვავილები*

DIY flowers (21)

განაგრძე კითხვა

ფაბერჟეს კვერცხები (ნაწილი 3)

ფაბერჟეს კვერცხები (ნაწილი 1)

ფაბერჟეს კვერცხები (ნაწილი 2)

ფაბერჟეს კვერცხი “12 მონოგრამა” ,1896 წელი.

იუველირი—მიხაილ პერხინი.ეს კვერცხი ახალმა იმპერატორმა დედამისთვის შეუკვეთარადგან დედოფალი წლების განმავლობაში მიჩვეული იყო ამგვარ საჩუქრებს.კვერცხი არის გაფორმებული მარია ფიოდორავნას და მისი დაღუპული ვაჟის ალექსანდრე lll-ს ინიციალებით,რომლებიც 6 ჯერ მეორდება.სიურპრიზი დაკარგულია.პირველი მფლობალი—მარია ფიოდორავნა.აშშ,ვაშინგტონი,ჰილვუდის მუზეუმი.

ფაბერჟე ფაბერჟე

*****************************************************************************************

განაგრძე კითხვა

ფაბერჟეს კვერცხები (ნაწილი 2)

გაგრძელება.დასაწყისი იხილეთ აქ : ფაბერჟეს კვერცხები (ნაწილი 1)

ფაბერჟეფაბერჟეს სახელი მჭიდროდ უკავშირდება რუსეთს.მხოლოდ იმიტომ არა,რომ გერმანული წარმომავლობის იუველირმა გუსტავ კარლ ფაბერჟემ ,ბუნებით მორიდებულმა,რწმენით–ჰუგენოტმა,თავისი ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერი წლები გაატარა პეტერბურგში.და არც იმიტომ,რომ რუს იმპერატორებს(და მთლიანად ბრწყინვალე საიმპერატორო კარს) უყვარდათ მისი ქმნილებები და კილოობით კიდულობდნენ.არამედ იმიტომ,რომ ფაბერჟეს ზოგიერთი ქმნილება რუსეთის ისეთივე სიმბოლოები გახდა,როგორიც არის ხიზილალა,კოსმოსური სადგური “მირი” (“Мир”) და ტოლსტოის უკვდავი “ომი და მშვიდობა”.და რა თქმა უნდა საუბარია ფაბერჯეს საიმპერატორო სააღდგომო კვერცხებზე.

განაგრძე კითხვა

ფაბერჟეს კვერცხები (ნაწილი 1)

ფაბერჟეს კვერცხებიაღდგომა მოდის და კვერცხის თემა აქტუალური ხდება ისე,როგორც არასდროს,ამიტომ გადავწყვიტე ყველაზე ცნობილ კვერცხებზე დამეწერა.მიხვდებოდით ალბათ, რომ ფაბერჟეს კვერცხებს ვგულისხმობ.რატომ ფაბერჟე?იმიტომ რომ მან თავისი ორიგინალური კვერცხებით გაითქვა სახელი, რადგან მას უწოდებენ  “ყველა დროის ყველაზე ცნობილ იუველირს” , რაც სრულიად დამსახურებულად მეჩვენება.

ვინ იყო ფაბერჟე?

განაგრძე კითხვა

ახდენილი ოცნებების ქალაქი

morningჩიტების ჭიკჭიკმა გამაღვიძა,რა საიამოვნოდ ჟღურტულებენ :)პირველ რიგში ფანჯარას გავხედე,ნაწილობრივ აწეული ჟალუზის მიღმა ხეები მშვიდად იდგნენ—ესეიგი ქარი აღარაა,რა ბედნიერებაა,თანაც,უჩვეულოდ თბილა!”წამოდი ჩემთან,მე შენ გასწავლი ფრენას!’—ნეტა ვიცოდე საიდან მოვიტანე ეს სიმღერა,ეტყობა სიზმარში ვნახე რაღაც და ეხლა ამეკვიატა…

განაგრძე კითხვა

8 მარტის მილოცვები

8 მარტი

ჩემი ბლოგის სტუმარ ყველა მანდილოსანს ვულოცავ 8 მარტს!

გოგოებო,ქალებო და ქალბატონებო,გილოცავთ ამ დღეს!გისურვებთ ქალურ ბედნიერებას,წარმატებულ კარიერას და კარგ ჯანმრთელობას!

განაგრძე კითხვა

საჩუქრები ვალენტინობის დღესასწაულისთვის

გვიახლოვდება ვალენტინობის დრესასწაული და ჩემ ბლოგზეც ინტენსიიურად ეზებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა აჩუქონ შეყვარებულს.შარშანდელი პოსტი მინდა შეგახსენოთ : სიყვარულის დღესასწაული და თავსატეხი–რა ვაჩუქო შეყვარებულს! ,თუმცა ამ ვალენტინობისთვისაც მოგიმზადეთ ინფორმაცია,რაც დგეხმარებათ საჩუქრის შერჩევაში.

ვინც ჯერ არ იცის რას უკავშირდება ვალენტინობის დღესასწაული,გთავაზობთ სტატიას orthodoxy.ge–დან,საიდანაც გაიგებთ, რომ  “ვალენტინი შეყვარებულების მფარველ წმინდანად მიიჩნეოდა. დღემდე ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან შეყვარებულები ერთმანეთს. ხალხური ტრადიციის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ჩუქნიდა ყვავილებს. როდესაც მღვდელი დაატყვევეს, ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ესროდნენ ყვავილებს.”

განაგრძე კითხვა

რა იყო და რა იქნება

კიდევ ერთი წელი გავიდა,კიდევ ერთი წელი მომემატა,კიდევ ერთი წელი ვიცოცხლე,კიდევ ერთი წელი ვიყავი ბედნიერი,კიდევ…..
კიდევ შეიძლება გაგრძელება…
გადავხედე 2011 წელს და შემიძლია ვთქვა,რომ დიდად არ ვარ მისი კმაყოფილი.უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო(ვინ დამტროლა ნეტა?),ხო, კარგით, არ დავიწყებ წუწუნს,მაინც ჩემი ბრალია,იმიტომ რომ ერთადერთი რისი უკმაყოფილოც ვარ–ეს ჩემი თავია.რა ვაკეთე მთელი წელი?ნუ,ის, რომ ორი სამსახური მქონდა ’გამართლება’ არ არის, მე ვიცი, რომ მაინც აქტივობა მაკლდა და ალბათ ეს არის იმის მიზეზი, რომ წინ არ მივდივარ.ნუ,თავს ვიმშვიდებ, რომ არც უკან-უკან მივდივარ.
ხო, ნუ თუ პლუს-მინუსებს ჩამოვუყვები, მაშინ პლუსი მეტია
გულს გავიხარებ და ჩამოვაწიკწიკებ 🙂

განაგრძე კითხვა

სამნაირი ბურთი და ერთი დიდი გული

ვის გიყვართ საჩუქრები?დარწმუნებული ვარ — ყველას! და თუკი ეს საჩუქარი — ყველაზე კარგი გართობაა და თანაც ისე, რომ ამ დროს სხვასაც უკეთებ საჩუქარს–ეს ყველაზე მეტად სასიხარულო რამ არის!მგონი ამაში ყველა ის ბლოგერი დამეთანხმება, ვინც გუშინწინ,27 დეკემბერს თბილისი ცენტრალის ბოულინგ ცენტრში იყო სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდის ორგანიზებულ ქართული ბლოგინგის ბოულინგის დღეზე.

განაგრძე კითხვა

ყველაზე ტკბილი არსება

4 დღეა რაც ჩემი შვილი ჩამოვიდა,მანგლისში ისვენებდა თითქმის ორი თვე,ამ დროის მანძილზე 4 ჯერ ვიყავი ჩასული,ხან ვრჩებოდი ერთი-ორი დღე,ხან იმ დღესვე ჩამოვდიოდი.კვირის აქეთ თბილისშია უკვე და თითქოს ჯერ კიდევ ვერ მოვისიყვარულეთ ერთმანეთი,თან რაღაც შეცვლილიც მეჩვენება,გაზრდილი და როგორ ვთქვა არ ვიცი,ჭკვიანი ყოველთვის იყო, მაგრამ აი რაღაც უფრო დაბრძენებულიო თითქოს–აი ასე მეჩვენება.ხო, 15 წლისაა,ვინც არ იცის–დიდი გოგოა უკვე

ხოდა დღეს რაღაც განსაკუთრებული დღე გვქონდა მე და ხატიას და ეს ეიფორია თქვენც მინდა გაგიზიაროთ! გააგრძელე კითხვა

♥ ♥ ♥ ♥ გილოცავ ♥ ♥ ♥ ♥

happy birthdayმართალია, ამ პოსტს დაგვიანებით ვწერ,მაგრამ არ დაწერა არ შემიძლია.ეს პოსტი 10 ივნისს უნდა დამეწერა!ისეთი დაკავებულიმ ვიყავი,რომ აქამდე ვერაფრით დავწერე!

10 ივნისს ჩემი შვილი 15 წლის გახდა!

აბააა,რამხელა შვილიკო მყავს!

დეეე,გილოცავ დაბადების დღეს!

გისურვებ უამრავ სიხარულს და იღბალს ყველაფერში,ჯანმრთელობას და წარმატებას!

შენ ძალიან კარგად იცი,როგორ მიყვარხარ –უზომოდ!

განაგრძე კითხვა

სიყვარულის დღესასწაული და თავსატეხი–რა ვაჩუქო შეყვარებულს!


ვალენტინობა გვიახლოვდება და დარწმუნებული ვარ ყველა შეყვარებული ადამიანი საჩუქარს ამზადებს და თვითონაც ელოდება სურპრიზს. ეს დღესასწაული მარტო შეყვარებულებისთვის არ არის დაწესებული,თუმცა საქართველოში ამ დღეს ერთმანეთს მხოლოდ შეყვარებულები ულოცავენ(ცოლ-ქმარიც ითვლება რა თქმა უნდა).
მაშ ასე,გადავდივართ საჩუქრების მოლოდინის რეჟიმში 🙂 !!!
Read more of this post

%d bloggers like this: