Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: სადღესასწაულო

სადღესასწაულო სუფრა — ლამაზად დაკეცილი ხელსახოცები

napkin

დღესასწაულები ყოველდღიურ რუტინას გვავიწყებენ და სურვილს გვიჩენენ,რომ გარემო,ისევე,როგორც მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი —სუფრა,უზადოდ იყოს გაწყობილი.სუფრის სერვირება ნამდვილი ხელოვნებაა.არ არის სკმარისი მხოლოდ ლამაზი ჭურჭლით გავაწყოთ სუფრა და ლამაზად გაფორმებული კერძები გვეწყოს.მნიშვნელოვანია სუფრაც და ხელსახოცებიც,ასევე დეკორატიული ნივთები,რომლითაც ხშირად სუფრას ვაფორმებთ(სანთლები,ყვავილები,დეკორატიული ვარიაციები)

napkinამ პოსტში მინდა ხელსახოცებზე დავწერო…უბრალოდ ხელსახოცებზე კი არა, არამედ გემოვნებიანად და საინტერესოდ დაკეცილ ქაღალდის ან ნაჭრის ხელსახოცებზე.მოდით გადავხედოთ,რისი გაკეთება შეიძლება ხელსახოცით!

განაგრძე კითხვა

Advertisements

კერძები სადღესასწაულო სუფრისთვის

სალათისუფრისთვის სადღესასწაულო იერის შექმნა მარტო აქსესუარებით კი არ ხდება, ასევე ლამაზად მორთული კერძებითაც უნდა გავაწყოთ. ერთხელ უკვე შემოგთავაზეთ წინასაახალწლო პოსტი,სადაც სუფრის მორთვაზე და სადრესასწაულო კერძებზე იყო საუბარი,იქ ძალიან ბევრი ფოტოა ამ თემაზე და აუცილებლად გადახედეთ.ამ პოსტშიც მინდა შემოგტავაზოთ იდეები სადღესასწაულო სუფრის მშვენება – კერძებზე.ასევე რამოდენიმე საინტერესო იდეა ამ პოსტიდანაც შეგიძლიათ ამოკრიბოთ : ლამაზი გემრიელობები.

მაშ ასე,სალათები და ძეხვეული ნამდვილად დიდი გასაქანს აძლევს ფანტაზიას :

განაგრძე კითხვა

ლამაზი გემრიელობები

ბუტერბროდი/sandwich

“Food for the body is not enough. There must be food for the soul.”  Dorothy Day

როგორ მომწონს ეს გამოთქმა! მართლაც,საკვები სულის საკვებიც უნდა იყოს და არამარტო სხეულის საკვები.ხომ გაგიგიათ, “თვალი ჭამსო” ,ჰოდა თვალს კი ყველაფერი ლამაზი მოსწონს.აბა რა ჯობია თუ საკვები ლამაზად არის თეფშზე მოთავსებული,მორთული.მთლად უკეთესი,თუ ის გემრიელიცაა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო 🙂 ამგარი კერძებით ხომ შესანიშნავად შეიძლება სუფრის გაფორმება.

“The finest food is not cooked; it is prepared for eating.” Martin Turin

მარტივი,ბანალური ბუტერბროდიც კი შეიძლება ვაქციოთ მადისაღმძვრელ ლამაზ საკვებად!დაბლა მოპყვანილი სურათები ასევე დგვეხმარება ჭირვეული,’უჭმელი’ ბავშვებისთვის ლამაზი,მიმზიდველი საკვების მომზადებაშიც.

განაგრძე კითხვა

სადღესასწაუილო თმის ვაცხნილობები (3)

სადღესასწაულო ვარცხნილობა/hairstyleსადღესასწაუილო თმის ვაცხნილობების თემა საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადია ამიტომ მე თქვენთვის ვარცხნილობათა ახლი ნაკრები შევარჩიე და იმედი მაქვს,იდეებს მოიწონებთ და ისარგებლებთ კიდეც,მერე კი კომენტარის დაწერა არ დაგავიწყდებათ და შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებთ,ან უბრალოდ შეაფასებთ ვარცხნილობებს.

აქ წარმოდგენილი სადღესასწაულო ვარცხნილობებიც ასე ვთქვათ სხვადასხვა დანიშნულებისაა.ზოგი მართლაცდა საქორწინო ვარცხნილობაა,რომელიც პატარძალს დაამშვენებს,ზოგიერთი უბრალოდ სადღესასწაულოა,მაგალითად ქორწილში თუ სტუმრად მიდიხართ ან ბანკეტზე მიდიხართ––– მოპგიხდებათ,ზოგიერთი ვარცნილობა კი წვეულებისთვისაა ან კლასიკური სტილის ან თავისუფალი სტილის საყოველდღეოა.ასევე გადახედეთ ამ ორ პოსტსაც :

სადღესასწაულო თმის ვარცხნილობები (1)

სადღესასწაულო თმის ვარცხნილობები (2)

იმედი მაქვს გამოგადგებათ ეს პოსტი.
განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: