Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: რემონტი

ინტერიერის დიზაინი — სტილების ნაირსახეობები (ნაწილი 6), “გლემი”

“გლემი”

ეს სტილი ჩაისახა ლონდონში.პირველად მასზე 70-იან წლებში ალაპარაკდნენ,ეს იყო ახალი მუსიკალური მიმართულება,რომელმაც მალე გაიდგა ფესვები.”გლემ-როკის” მიმდევარი წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ ძვირფასი მატერიით,ნაქარგებით,დრაპირებთ,ნრჭყვიალებით და თვლებით გაფორმებული კოსწიუმებით,რომლებიც ქალისას უფრო გავდა.
განაგრძე კითხვა

ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 4)

 მოდერნი modern “მოდერნი” 

ინტერიერის დიზაინის XIX – XX სს სტილმა –მოდერნმა ინტერიერის დიზაინის სფეროში შემოიტანა აბსოლუტურად ახალი დეკორის ელემენტები.ავსტრიასა და გერმანიასი მას იუნგერდსტილს უწოდებენ,საფრანგეთში — არ ნუვოს,იტალიაში–ლიბერთის,რუსეთსა და ინგლისში–მოდერნს.”მოდერნის” სტილის ძირითადი მახასიატებელი არის ის,რომ ის განსხვავდება ინტერიერის დიზაინერული გადაწყვეტილებების თავისუფლებით.ეს სტილი ხაზს უსვამს მლობელის ინდივიდულაობას და განუმეორებლობას.
განაგრძე კითხვა

ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 3)

empire,ამპირი,ампир

“ამპირი”

“ამპირი” —  საფრანგეთში ნაპოლეონ ბონაპარტის იმპერიის პერიოდში, XIX საუკუნის პირველ ნახევარში შეიქმნა. ეს სტილი მთელ ევროპაში გავრცელდა, განსაკუთრებით პოპულარული კი რუსეთში გახდა. ეს სიტყვა ფრანგულად იმპერიას ნიშნავს. ამ სტილის სამაგალითო ნიმუში რომის ხელოვნება იყო.ეს სტილი არის ფართის დეკორის მოტივბის ორი ელემენტის ტრადიციული ანტიკური ხელოვნების დეკორის ელემენტების და ძველეგვიპტური კულტურის ელემენტების  ურთიერთშერწყმა.”ამპირის” სტილში შესრულებული ინტერიერი ხასიათდება ნაძერწი და ჩამოსხმული  ელემენტების სიმდიდრით.მარტივად რომ ვთქვათ — ეს სტილი ასხივებს საზეიმო ბრწყინვალებას.

განაგრძე კითხვა

ინტერიერის დიზაინი — სტილთა ნაირსახეობები (ნაწილი 1)

კლასიკადღეს ვერც კი დაადგენთ ინტერიერის გაფორმების  რომელი სტილია უფრო პოპულარული.რამდენი ადამიანიც არსებობს —ინდენი აზრია ფართის გაფორმების ამა თუ იმ სტილისტური მიმართულების უპირატესობის შესახებ.ზოგიერთი ადამიანი მარტო ერთ რომელიმე სტილს კი არ ანიჭებს უპირატესობას,არამედ რამოდენიმე სტილის კომბინაციას.მაგალითად, ბერძნულ-რომაულ კლასიკურ სტილში გადაწყვეტილ ინტერიერში შეძლება შეტანილი იყოს თანამედროვე დიზაინში შესრულებული ნივთები.

განაგრძე კითხვა

როგორ ‘გავადიდოთ’ პატარა ბინა

ტიპიური კორპუსის ბინები არ გამოირჩევიან დიდი ფართით,ზოგჯერ თითო ოჯახის წევრზე ერთი ოთახიც არ მოდის,ამიტომ ამ პირობებში თვითოეული კვადრატული მეტრი ფასეულია.საცხოვრებელი ფართის თანამედროვე დეკორირების საშუალებები იძლევა საშუალებას ვიზუალურად გავადიდოთ ფართი,რაც ადამიანის ფსიქიკაზეც დადებითად მოქმედებს.ფართის გადიდების ყველაზე პოპულარულ მეთოდად ითვლება შუშისა და სარკისებური ზედაპირის გამოყენება,ინტერიერში და მოსაპირკეთებელ ზედაპირებზე ღია ტონების გამოყენება, მეტი მზის სინათლის მიწოდება.

განაგრძე კითხვა

შეგვახედე სახლში და გააღე გარდერობი

მეც ჩავერთე ამ თეგ თამაშში,და დავწერ პოსტს,როგორც ადოს აქვს დაწერილი.
მართალია,სახლშის მრავალი წერტილი რემონტის მდგომარეობაშია,ამჟამად მეტად ინტენსიურად შემოსასვლელის რემონტი კეთდება,იატაკი დავაცემენტეთ,კედლები იშპაკლება,დაბლა დაფენილი მაქვს რაღაცეები,რომ მტვერი ყველგან არ გავიდეს და რავი,ძალიან დიდი დისკომფორტი კი მექმნება ამ რემონტისგან და დომხალი მაქვს სახლში,ჩემი ოთახი ამ ყველაფრისგან ’ისვენებს’ ,ასე რომ კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემ სახლში :),ოღონდ არ შეგეშინდეთ 🙂
გააგრძელე კითხვა

ჩემი აბაზანის რემონტი

’დუშ-კაბინა’ ზომით 1მX1მ ,საკმაოდ კომფორტულია

’დუშ-კაბინა’ ზომით 1მX1მ ,საკმაოდ კომფორტულია

ეხლა უნდა ვიწუწუნო წესით,რომ დავიღალე ამდენ რემონტში,ყოველ წელს რაღაცის რემონტი გამიგია?!

მაგრამ არა! არ ვიწუწუნებ,მერე რა რომ დიდი ხნით ვერსად  მივდივარ და ამომივიდა ყელში ეს თბილისი! სამაგიეროდ ამ ჩემს აბაზანა-ტუალეტს საბოლოოდ ეშველება!

დიახ,ამ რემონტის ბრალია,ჩემო კარგებო, რომ ნაკლებ დროს ვუთმობ ამ ბლოგს და ახალ პოსტებს ვერ ვწერ,რა ვქნა, მთლად არ მცალიო ვერ ვიტყვი,მთელი დღე ტყუილად ვარ,მარტო შუადღეზე სადილს ვუმზადებ ხელოსნებს და საღამოს ვალაგებ-ვწმინდავ ყველაფერს,მაგრამ საქმე ისაა,როცა მცალია–მტვერია სახლში და ამ საცოდავ–ჩემს თავს მონატრებულ კომპიუტერს ვერ ვრთავ!(ისედაც რაღაც საეჭვოდ ხმაურობს ეს ქულერი)

Read more of this post

Dear Summer <3

რუსამ  ამ პოსტში დამთაგა,და მე ეხლაღა ვწერ ამ პოსტს,გავიდა ლამის ზაფხული.

ზაფხული კი მიყვარს,მაგრამ მაინც  არ არის ჩემი უსაყვარლესი დრო,ეს ამ პოსტშიც მაქვს ნახსენები.

ისეთი სამსახურიც არ მაქვს,რომ ზაფხულის 2 კვირიან შვებულებას ველოდო!უფრო თავისუფალი გრაფიკი მაქვს!

განაგრძე კითხვა

საძინებლის რემონტი

ზოგადად ყველამ ვიცით რემონტი რა შემაწუხებელი რამაა,ხო? თან იმ სახლში რომ ცხოვრობ და ნაწილ-ნაწილ თუ აკეთებ სახლს.ხოდა, აი ამ სიტუაციაში ვარ,ვიყავი უფრო სწორედ ამ ზაფხულს,მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი პროცეკი კი იყო ეს დალოცვილი,თან როდესაც ძირფესვინად აკეთებ.
რამდენი რამაა წინასწარ გასათვლელი,შესარჩევია დეკორი, ავეჯი.
ძალიან მომწონს კლასიკური სტილიც(სასტუმრო ოთახი კლასიკურად გვაქვს გადაწყვეტილი),მაგრამ საძინებელი რაღაც თანამედროვე მინდოდა ყოფილიყო,მითუმეტეს დღევანდელი ბაზარი აძლევს ფანტაზიას გასაქანს,დიზაინის ავტორი მე და ჩემი მეუღლე ვართ,სამუშაოს ასრულებდა კომპანია ”ინტერ გრუპ”-ი.საძინებლის ერთ კუთხეში კომპიუტერის მაგიდის კუთხეცაა,ასე რომ ეს ოთახი ორმაგად დატვირთულია.დიდი ოთახი არაა,დაახლოებით 13 კვადრატულია,უფრო სწორედ იყო,სანამ კედლებზე თაბაშირმუყაოს გააკეთებდნენ,მერე ცოტა დაპატარავდა, მაგრამ ეხლა უკვე შევეჩვიე. Read more of this post

%d bloggers like this: