Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: პოეტი

ნინო კობაიძის პოეზია

13607008_1649206255398371_3727389148199234798_nსტუმრის პოსტის სტატუსით გთავაზობთ ეზიაროთ ნინო კობაიძის პოეზიას,,,,

ქალბატონ ნინოს ერთი წიგნი უკვე გამოცემული აქვს და სულ მალე გამოქვეყნდება კიდევ ერთი ლექსთა კრებული.

 

 

 

ბორბალი

სიჩუმე ზოგჯერ რა სანატრელი,

ზოგჯერ კი არის აუტანელიც,

ერთი ესაა, ფიქრი არ გვტოვებს

ახდენილიც და აუხდენელიც.

ბედის ბორბალი მუდამ ტრიალებს,

არ გაჩერდება, სანამ იქნები,

სულ არ ადარდებს შენი კივილი

მაინც არ ტოვებ, გვერდში მიყვები.

მალე სიბნელე სინათლეს შთანთქავს,

ჩაეწურება ესე საღამოს,

მოიძებნება სადმე მავანი,

რომ თავის ნებით ვინმეს აამოს?

განაგრძე კითხვა

Advertisements

გიორგი გიგაური გარდაიცვალა

ჩემი ბლოგის სტუმარი ამჯერად ბლოგი   ხევსურეთიავტორია.

 

პოეტი გიორგი გიგაური აღარ არის ცოცხალი. მიჭირს ამის თქმა,მიუხედავად იმისა,რომ ეს მოულოდნელი არ ყოფილა,მისი ავადმყოფიბისა და ასაკის გათვალისწინებით. თუმცა, მისი შემხედვარე ადამიანი სიბერეზე აღარასოდეს იჯავრებდა,იმდენად ჭაბუკური და მხნე იყო მისი სული. იგი 83 წლის იყო.
გიორგი გიგაურზე უამრავი რამ შეიძლება ითქვას, როგორც- პოეტზე, ჟურნალისტზე,საზოგადო მოღვაწეზე,მაგრამ მე ახლა მინდა ვისაუბრო ჩემს გიორგი გიგაურზე, გიორგი პაპაზე, რომელიც ძალიან მიყვარდა.

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: