Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: ლაქი

გაიცანით ჩემი ოჯახის ახალი წევრი

ბონი

“არასდროს თქვა არასდროს!” ––– ჩემზეა ზედგამოჭრილი ამ შემთხვევაში!მუდამ იმას ვამბობდი,რომ ძაღლს არ ვიყოლიებდი!ვიმიზეზებდი იმას,რომ განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება : ჰიგიენის დაცვა,გასეირნება,სწორი კვება და მოვლა.უსიამოვნო თანხლები მიზეზებიც–––სუნი და ბეწვი ––– დამაბრკოლებელი იყო ჩემთვის.ძალიან მიყვარს ცხოველები,უზომოდ!ადრე იმასაც ვერ ვიფიქრებდი,რომ კატას ვიყოლიებდი სახლში, მაგრამ აგერ უკვე ორი წელია,რაც ლაქი(ხვადი კატა) მყავს და სიგიჟემდე მიყვარს,ვერც წარმოვიდგენ იმ დროს,როდესაც ის ჩემთან არ ცხოვრობდა.თუმცა ლაქიც აბსოლუტურად დაუგეგმავი მოვლენა იყო,ამ პოსტით შეგახსენებთ მის ჩემთან მოხვედრის ამბავს!ძაღლისგან განსხვავებით კატის მოვლა უფრო ადვილია,კატა უფრო გონერია,ადვილად სწავლობს ყველაფერს და თან გასეირნებაც არ სჭირდება.გასეირნება კი,იმის გათვალისწინებით,რომ მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ,ცოტა მერთულება!

ასე ვფიქრობდი ადრე….

განაგრძე კითხვა

Advertisements

Lucky & Duchi

ჩემი ’ლაქი’

ამასწინათ პოსტიც დავწერე კნუტზე,როგორი ’სამაშველო ოპერაცია ჩავატარეთ’–ოპერაცია ♥ ♥ ♥ მიაუ ♥ ♥ ♥ ,ხოდა დავიტოვეთ ეს კნუტი, ’ლაქი’ (იღბლიანი – lucky) დავარქვით.ძალიან შეგვაყვარა თავი.საოცრად ლამაზი და ჭკვიანი ფისოა, ადვილად სწავლობს ყველაფერს.
უკვე იცის ბრძანებები : არ შეიძლება,ძირს, მოდი,აქ.გუშინ თათის გამოწვდომას ვასწავლიდი–გამარჯჯობა უნდა ვასწავლო :)))))

განაგრძე კითხვა

ოპერაცია ♥ ♥ ♥ მიაუ ♥ ♥ ♥

რა თავსატეხი გამიჩნდა თქვენ ხომ არ იცით!

ეს მინდოდა ეხლა მე?!

ამასწინათ ავტყდი სახლში კატა მინდა მეთქი!გადამაფიქრებინეს!დღეს კი თითქოს ვიღაცამ საგანგებოდ გამომიგზავნა პატარა ფისუნია!
განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: