Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: კრეატიული

გააკეთე შენი ხელით ( 7 )

გააკეთე შენი ხელითრისი გაკეთება შეიძლება ქაღალდისგან? ძალიან ბევრი რამის!

ქაღალდისგან შეგვიძლია დავამზადოთ ცალკეული ყვევილები,ლამაზი თაიგულები,ბაფთები, კოლოფები,დეკორატიული ნაძვის ხეები, სანათები,კედლის დეკორაციები….. ამისათვის საჭიროა ფანტაზია და ცოტა მონდომება,რაღაც ინსტრუმენტები და ეგააა. ფანტაზიას რაც შეეხება— აი ამ პოსტით გეხმარებით, რადგან საინტერესო კოლექცია მინდა გაგაცნოთ.

ყველა დაბლა მოყვანილი დეკორატიული ელემენტი ქაღალდისგან არის დამზადებული.დამეთანხმებით, რომ სულ არ არის ძნელი გასაკეთებელი…..

როგორც ხედავთ, კვერცხის ჩასადების მუყაოც კი ლამაზ ყვავილებად იქცევა მარჯვე ხელებში,მთავარია იყოთ კრეატიულები!

განაგრძე კითხვა

Advertisements

ორიგინალური სახლების ბინადარნი

ორიგინალური სახლი გამორჩეული არქიტექტურის მქონე სახლების პატარა კოლექცია გავაკეთე და ხშირ-ხშირად ვათვალიერებ ხოლმე და მუდამ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში—ნეტა რას გრძნობენ ამ სახლების ბინადარნი?თავს გამორჩეულ ადამიანებად გრძნობენ?მათ ხომ ქონდათ სურვილი და გეგმა, რომ აეშენებინათ თავიანთი საოცნებო სახლი და აისრულეს კიდეც ოცნება!მათ უნდოდათ,რომ მასისგან გამორჩეულები ყოფილიყვნენ და მათ ეს შეძლეს!ზოგ მათგანს სურდა ჯადოსნურ ზღაპარში აღმოჩენილიყო და სახლს კოსკურები შემატა,ზოგს კრეატიულობა მოსწონს,ზოგს მინიმალიზმი,ზოგს სულ არ უნდა სუპერთანამედროვე კრეატიული სახლი ,არამედ აკმაყოფილებს უჩვეულო არქიტექტურა,ზოგის ამბიცია კი შორს წავიდა და პირდაპირი გაგებით თავდაყირა დააყენა ყველაფერი!

განგრძე კითხვა

კრეატიული ფეხსაცმელი,რომელსაც სიამოვნებით ვატარებდი!

Iris van Herpen

ჩვენი საუკუნე  უკიდეგანო გასაქანს აძლევს დიზაინერებს,რომ საკუთარი ჩანაფიქრებს,რაც არ უნდა უჩვეულო იყოს,ხორცი შეასხან(ზოგჯერ პირდაპირი გაგებითაც კი 🙂 )! უცნაურ და უჩვეულო დიზაინერული ‘გამოგონებები’ ხშირად ისეთ მოწონებას იმსახურებს და იმდენად მკვიდრდება,რომ დროთა განმავლობაში ‘უჩვეულობის’ სტატუსს კარგავს და ‘ჩვეულებრივი’ ხდება.ასე იყო თავის დროზე წვრილქუსლიანი ფხსაცმლის ,’გალიფე’ შარვალის,შლაქსების და მრავალ სხვა შემთხვევაში.სულ თავიდან ამგვარ სამოსს ან ფეხსაცმელს მხოლოდ ექსტრავაგანტული ადამიანები იყენებდნენ,სხვების აზრი კი იყო:”ეს როგორ უნდ ჩაიცვა?” ან “მე ამას არასდროს ჩავიცვამ!”  მაგრამ დრომ ყველაფერი შეცვალა—-ჯერ თვალი მიეჩვია,მერე კი ცხოვრებაშიც ‘შემოიპარა’ .

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: