Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: კარადა

საძინებლის რემონტი

ზოგადად ყველამ ვიცით რემონტი რა შემაწუხებელი რამაა,ხო? თან იმ სახლში რომ ცხოვრობ და ნაწილ-ნაწილ თუ აკეთებ სახლს.ხოდა, აი ამ სიტუაციაში ვარ,ვიყავი უფრო სწორედ ამ ზაფხულს,მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი პროცეკი კი იყო ეს დალოცვილი,თან როდესაც ძირფესვინად აკეთებ.
რამდენი რამაა წინასწარ გასათვლელი,შესარჩევია დეკორი, ავეჯი.
ძალიან მომწონს კლასიკური სტილიც(სასტუმრო ოთახი კლასიკურად გვაქვს გადაწყვეტილი),მაგრამ საძინებელი რაღაც თანამედროვე მინდოდა ყოფილიყო,მითუმეტეს დღევანდელი ბაზარი აძლევს ფანტაზიას გასაქანს,დიზაინის ავტორი მე და ჩემი მეუღლე ვართ,სამუშაოს ასრულებდა კომპანია ”ინტერ გრუპ”-ი.საძინებლის ერთ კუთხეში კომპიუტერის მაგიდის კუთხეცაა,ასე რომ ეს ოთახი ორმაგად დატვირთულია.დიდი ოთახი არაა,დაახლოებით 13 კვადრატულია,უფრო სწორედ იყო,სანამ კედლებზე თაბაშირმუყაოს გააკეთებდნენ,მერე ცოტა დაპატარავდა, მაგრამ ეხლა უკვე შევეჩვიე. Read more of this post

Advertisements
%d bloggers like this: