Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: თოვლი

2012 ზამთრით დაიწყო

სკოლაში ბუნების გაკვეთილები ძალიან მიყვარდა,მასწავლებელიც კარგი გვყავდა,სულ რაღაც ახალს და ინოვაციურს იგონებდა ხოლმე.ხშირად ექსკურსიებზე დავყავდით,რამოდენიმე წელი სკოლის დიდ ეზოში ბაღ-ბოსტანის კი გაგვაშენებინა ბავშვებს და მცენარეების მოვლას ვსწავლობდით.ხან ბაღში გაგვიყვანდა და დაგვსვამდა—გასუსულები ჩიტებს და მწერებს ვაკვირდებოდით….

განაგრძე კითხვა

Advertisements

ოქროს შემოდგომის დათოვლილი ქუდი

დღეს 30 ნოემბერია!აი შემოდგომაც დამთავრდა!

თქვენი არ ვიცი,მე კი  თითქმის არც მიგრძვნია შემოდგომის ხიბლი,არადა როგორ მიყვარს თბილი დღეები,გინდაც წვიმიანი,მაგრამ მაინც რომ არ ცივა!

სამწუხაროდ იმდენად გვიღალატა ამ სეზონმა,რომ ხეებს ჯერ ფოთლები არ დასცვენია და უკვე მესამედ გათოვების გაძლება მოუწიათ.
განაგრძე კითხვა

თოვლი

დღეს 6 თებერვალია, კვირა, გუშინ დილიდან შუაღამემდე თოვდა და ამ თოვლმა ჩემში რაღაც გარდატეხა მოახდინა.
ზამთარი და თოცლი! განა არის ამაზე ბანალური რამ ?მაგრამ რატომღაც დღევანდელ თოვლს ჩვეული უაზრობით ვერ ვუყურებდი! ვგრძნობდი რომ მომწონდა, მსხვილი, პეპლებივით ფიფქები ერთმანეთში ირეოდა და რაღაც სხვა მოჰქონდათ, რაღაც სისველის გარდა… ვერ ვხვდებოდი რატომ მომწონდა იგი, ჯერ არასდროს განმეცადა მსგავსი რამ…
განაგრძე კითხვა

უბედნიერესი ერთი დღე!

დილით გამაღვიძა ტელეფონის მესიჯის ხმამ,გავოცდი რომ წავიკითხე მეგობრის მესიჯი:”რომ არ მოგწერო არ შეიძლება 🙂 გილოცავ,ესეთი თოვლი მე არ მინახია თბილისში კაი ხანია!:)… ” –იცით რა დამამართა,მივვარდი ფანჯარას და ჟალუზები რომ გავწიე და თოვლი დავინახე გავგიჟდი ლამის სიხარულისგან!თოვლი მიყვარს უზომოდ,ამ პოსტშიც მიწერია ამაზე,და ვინც მიცნობს ყველამ იცის ,რომ ’ზამთრის’ ადამიანი ვარ.წინა ღამეს ითოვა(ცა როგორი ვარდისფერი იყო ნახეთ?),მაგრამ არ მეგონდა დილამდე თუ მიატანდა!
Read more of this post

ბუნების საოცრება–თოვლი!


როგორ გამეხარდა დღეს თბილისის შემოგარენში,მთებზე,თოვლი რომ დავინახეეეე,რამდენი ხანია ვნატრობ თოვლს.იმედია,ქალაქშიც მეღირსება ეგ ბედნიერება.არ ვიცი რატომ მიყვარს სიცივე,ყინვა და თოვლი,მაგრამ საოცრად მიყვარს როცა სიცივეა და ყინვა რომ სახეს სუსხავს.შენ გიჟი ხარო–დამცინიან ამას რომ ვამბობ.მაგრამ მართლა მიყვარს და რა ვქნა,ერთადერთი–თბილად უნდა მეცვას,თორემ თუ შემცივდაააა,მერე სადღაა სიამოვნება,ფიქრობ შეიყუჟო სახლში და გათბე .ეხლა, არც ისეთი ’გიჟი’ ვარ,რომ თოვლჭყაპი და ქარიშხალი მიყვარდეს 🙂
განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: