Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: თოვლის ბაბუა

თოვლის ბაბუა VS სანტა კლაუსი

ყველა ბავშვს უყვარს ახალი წელი და საერთოდ, ბავშვებს დღესასწაულები უყვართ!უყვართ მრავალფეროვნება,ხალხმრავლობა,სიურპრიზები და საჩუქრები.ხალისით და უფროსის მიმართ რუდუნებით ყველა ეროვნების ბავშვი ხომ ერთმანეთს გავს!ყველა მშობელი ცდილობს დღესასწაულებზე ბავშვებისთვის განსაკუთრებული გარემოს შექმნას,მათ გამხიარულებას და დასაჩუქრებას.განსაკუთრებულია ამ მხრივ ახალი წელი–ის ხომ ჯადოსნური ღამეა,როდესაც ოცნებები ხდება და ბავშვები ნანატრ საჩუქრებს იღებენ და ამ ყველაფერს ზღაპრული პერსონაჟი აკეთებს.თოვლის ბაბუაა,ის ჯადოსნური პერსონაჟი,რომელიც ბავშვების წასახალისებლად და მათთვის ზეიმის განწყობის შესაქმნელად ჯადოსნური სამყაროდან მოდის!

განაგრძე კითხვა

ყველაზე ტკბილი არსება

4 დღეა რაც ჩემი შვილი ჩამოვიდა,მანგლისში ისვენებდა თითქმის ორი თვე,ამ დროის მანძილზე 4 ჯერ ვიყავი ჩასული,ხან ვრჩებოდი ერთი-ორი დღე,ხან იმ დღესვე ჩამოვდიოდი.კვირის აქეთ თბილისშია უკვე და თითქოს ჯერ კიდევ ვერ მოვისიყვარულეთ ერთმანეთი,თან რაღაც შეცვლილიც მეჩვენება,გაზრდილი და როგორ ვთქვა არ ვიცი,ჭკვიანი ყოველთვის იყო, მაგრამ აი რაღაც უფრო დაბრძენებულიო თითქოს–აი ასე მეჩვენება.ხო, 15 წლისაა,ვინც არ იცის–დიდი გოგოა უკვე

ხოდა დღეს რაღაც განსაკუთრებული დღე გვქონდა მე და ხატიას და ეს ეიფორია თქვენც მინდა გაგიზიაროთ! გააგრძელე კითხვა

%d bloggers like this: