Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: თვალი

ვსწავლობთ ქსოვას (1)

ქსოვაროგორც ამ პოსტში შეგპირდით,ვიწყებ პოსტების ციკლის დადებას,რათა ვისწავლოთ ხელსაქმე.ეს პოსტი შეხება იმ საბაზისო ცოდნას,რაც დასაწყისისთვის არის საჭირო.

ქსოვა ისეთი ტექნიკაა, რომ ნებისმიერს შეუძლია მისი დაუფლება,თუმცა დაგჭირდებათ მოთმინება და აკურატულობა.ყველა ადამიანს,ისევე როგორც წერის კალიგრაფია,ქსოვის სტილი სხვადასხვა აქვს.ზოგი მჭიდროდ ქსოვს,ზოგი უფრო მოდუნებულ ნაქსოვს ქმნის,ასე რომ თქვენს ხელსაქმეს ათასისგან გამოარჩევთ.

მაშ ასე,გადავიდეთ პრაქტიკულ გაკვეთილზე. დაგჭირდებათ ჩხირები და ძაფი.ჩხირები აიღეთ მსხვილი.ზოგ ჩხირს აქვს დამაკავშირბელი რეზინის ზონარი,ამ შემტხვევაში ჩხირის სიგრზეს მნიშვნელობა არ აქვს,მაგრამ თუ ცალ-ცალკე ჩხირებით იწყებთ ქსოვის სწავლას,მაშინ გრძელი ჩხირები აირჩიეთ,რომ კარგად მოეხერხოთ.რაც მტავარია ჩხირები უნდა იყოს სწელი და პრიალა,ანუ ხაოიანი არ უნდა იყოს,ძაფი მასზე უნდა სრიალებდეს.

ეხლა ძაფს რაც შეეხება.დასაწყისისთვის აირჩიეთ ისეთი ძაფი,რომელიც იქნება კარგად დაგრეხილი და სასურველია სქელიც.თუ ძაფი არ არის კარგად დაგრეხილი და შედგება რამოდენიმე წვრილი ძაფისგან,შეიძლება გაგიჭირდეთ მოქსოვა.

განაგრძე კითხვა

Advertisements
%d bloggers like this: