Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: თაიგული

გააკეთე შენი ხელით ( 7 )

გააკეთე შენი ხელითრისი გაკეთება შეიძლება ქაღალდისგან? ძალიან ბევრი რამის!

ქაღალდისგან შეგვიძლია დავამზადოთ ცალკეული ყვევილები,ლამაზი თაიგულები,ბაფთები, კოლოფები,დეკორატიული ნაძვის ხეები, სანათები,კედლის დეკორაციები….. ამისათვის საჭიროა ფანტაზია და ცოტა მონდომება,რაღაც ინსტრუმენტები და ეგააა. ფანტაზიას რაც შეეხება— აი ამ პოსტით გეხმარებით, რადგან საინტერესო კოლექცია მინდა გაგაცნოთ.

ყველა დაბლა მოყვანილი დეკორატიული ელემენტი ქაღალდისგან არის დამზადებული.დამეთანხმებით, რომ სულ არ არის ძნელი გასაკეთებელი…..

როგორც ხედავთ, კვერცხის ჩასადების მუყაოც კი ლამაზ ყვავილებად იქცევა მარჯვე ხელებში,მთავარია იყოთ კრეატიულები!

განაგრძე კითხვა

გააკეთე შენი ხელით (6) * საქორწილო მოტივები *

getImage (14)ეს პატარა პოსტი მინდა მივუძღვნა  საქორწილო მოტივებს.

ქორწილი ისეთი მოვლენაა,როდესაც უმაღლესი სადღესასწაულო განწყობა უნდა სუფევდეს და ამას დეკორიც უნდა უსვამდეს ხაზს!

ნახეთ როგორ შეიძლება გავაფორმოთ ბოკლები!როგორი ლამაზი იქნება ნეფე–პატარძალი რომ ამგვარ შამპანიურის ბოკლებს დაიჭერს ხელში!

ჭიქები შეიძლება გაფორმდეს აბრეშუმის ლენტისგან გაკეთებული ვარდებით,და ასევე ბრჭყვიალებით,თვლებით ,მძივებით და ბაფთებით.

ბეჭდებისთვისაც საინტერესო მოფიქრებაა,ჰო? ძალიან ორიგინალურია!

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: