Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: დღესასწაული

გააკეთე შენი ხელით (11) *სასაჩუქრე კოლოფები*

სასაჩუქრე კოლოფიროდესაც რაღაცას გჩუქნიან,ამ საჩუქრის შეფუთვის გახსნის პროცესი ძალიან ამაღელვებელი და ემოციებით დატვირთულია.ძალიან მნიშვნელოვანია,რომ საჩუქრის შეფუთვა ლამაზი და მიმზიდველი იყოს. შეფუთვამ (კოლოფი იქნება ეს,ყუთი,თუ სხვა რამ) ისე უნდა დაგაინტერესოს,რომ ერთი სული გქონდეს მისი გახსნის ! გააკეთეთ თქვენი ხელით ლამაზი სასაჩუქრე შეფუთვა-კოლოფი და ნახევარი საქმე გაკეთებული გექნებათ! სულ უმნიშვნელო სჩუქარიც კი რომ ჩადოთ ამგვარ სასაჩუქრე კოლოფში— მას მაინც შეუდარებელი ხიბლი ექნება!ხვალ ვალენტინობის დღესასწაულია,ამიტომ ვალენტინობის საჩუქრის შესაფუთადაც გამოგადგებათ. დავიწყოთ საჩუქრის შეფუთვა ჩვენივე ხელით!

განაგრძე კითხვა

Advertisements

a’la furshet

a la furshet .fruit....ketusi.com (11)დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში წვეულებაზე სტუმრების გამასპინძლების ყველაზე მეტად გავრცელებული წესი ალბათ “ა’ლა ფურშეტია”.ფურშეტი –– ფრანგული სიტყვაა და ჩანგალს ან ჩანგლით საკვების მირთმევას ნიშნავს,ამიტომაც ა’ლა ფურშეტის სტილში მოწყობილ წვეულებაზე ყველა თეფშითა და ჩანგლით დადის,თუმცა ხშირად ჩანგალი ჩხირით ჩანაცვლდება ხოლმე.ალა ფურშეტი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა კორპორატიული წვეულებებისთვის,ბანკეტებისთვის და ზოგად თავშეყრისთვის.გარდა ამისა,ლამაზად დაჭრილლი და ლანგარზე ოსტატურად დალაგებული ხილი ძალიან ლამაზი დეკორია სადღესასწაულო სუფრისთვისაც,იქნება ეს ახალი წელი ,ბენკეტი თუ საქორწინო სუფრა.

განაგრძე კითხვა

სადღესასწაულო თმის ვარცხნილობები (2)

229847_275634842548187_1118180307_nთმა ადამიანის ბუნებრივი აქსესუარია და ის მუდამ განხილვის ობიექტია.ქალის გარეგნობა დასრულებული ვერ იქნება,მას თუ თმა არ ექნა წესრიგში.იმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,თუ რა სახის ღონისძიებისთვის ემზადებით,რადგან არის უამრავი ვარცხნილობა(საქორწინო ვარცხნილობები,მაგალითად),რომელიც უადგილო იქნება სადა წვეულებაზე.ამ პოსტშიც,ისევე როგორც მის წინამორბედში,რომელიც შეგიძლიათ ნახოთ აი აქ,მინდა საზეიმო თმის ვარცხნილობები შემოგთავაზოთ.

განაგრძე კითხვა

სადღესასწაულო თმის ვარცხნილობები (1)

საზეიმო თმის ვარცხნილობებმა ტრანსფორმაცია განიცადა,სტილი შეიცვალა. ადრე თუ ჩაკულილლებული ვარცხნილობები იყო მოდაში, ეხლა უფრო სადა,თუმცა არანაკლებ შრომატევადი ვარცხნილობებს ანიჭებენ უპირატესობას,თანაც ისინი მეტ ორიგინალურობით გამოირჩევიან.მინდა ლამაზი ვარცხნილობების,საზეიმო და ნახევრადსაზეიმო ვარცხნილობების სურათები წარმოგიდგინოთ.ამგვარ ვარცხნილობით ნებისმიერი გოგონა გამორჩეულად იგრძნობს თავს.

განაგრძე კითხვა

მაკიაჟის ხელოვნება — თვალები

eye make-up.თვალის მაკიაჟითვალები ადამიანის სახის ყველაზე მეტყველი ორგანოა,მასზე ამბობენ,რომ ‘სულის სარკეაო’.თვალები აგრეთვე სახის ის ერთადერთი ნაწილია,რომლის გალამაზების ტექნიკა ათასწლეულებს ითვლის.ათასწლეულების წინანდელ ამფორებზე დახატული ეგვიპტური დედოფლების მოხატული თვალები დღესაც შთაგონების წყაროა და  თანამედროვე, დახვეწილი ქალბატონი წარმოუდგენელია ლამაზი მაკიაჟის გარეშე..დღევანდელი მაღალტექნოლოგიით დამზადებული თვალის დეკორატიული კოსმეტიკა დიდ გაქანებას აძლევს უსაზღვრო ფანტაზიის პატრონს,რომ მან თვალის ორიგინალური მაკიაჟი შექმნას.თუმცა არის კონკრეტული სტანდარტები,რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ნებისმიერი ტიპის მაკიაჟის გაკეთებისას.

განაგრძე კითხვა

რატომ ვღებავთ კვერცხებს?

სააღდგომო კვერცხიდღეს უკვე პარასკევია,წითელი პარასკევი.წინასააღდგომო დღეები ჩემში საკმაოდ მძაფრ გრძნობებს იწვევს,ამ დროს ყველაზე ხშირად ვფიქრობ რელიგიაზე,ღმერთზე და იესო ქრისტეზე, მის ღვაწლზე , ჯვარცმა და აღდგომაზე.აღდგომა მეც ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად მიმაჩნია,ტყუილად აქ ქვია მას “დღესასწაულთა დღესასწაული”.

განაგრძე კითხვა

10 თებერვალი–ოჯახის მფარველი ანგელოზის დღესასწაული

მცნება “მისტიკა” შენთვის ბევრის მთქმელია?

რა იცი ამის შესახებ? დაინტერესებულხარ?

შენი  არ ვიცი, მაგრამ მე მისტიკა და მისტიური სამყარო ყოველთვის მაინტერესებდა და გაფაციცებით ვისმენდი და ვცდილობდი დამემახსოვრებინა ყველა ის ამბავი,რაც მისტიურ ძალებთან იყო დაკავშირებული.

თუ ადამიანთა ისეთ კატეგორიას მიეკუთვნები, რომელსაც ‘არაფრის’ სჯერა,მაშინ ,ალბათ, ამ პოსტსაც სისულელედ ჩათვლი,მაგრამ ეს შენი ნებაა,ყოველ შემთხვევაში ჩემი თხოვნა იქნება,რომ ნეგატიური დამოკიდებულება არ გამოამჟღავნო კომენტარებში 🙂

განაგრძე კითხვა

მრავალ ახალ წელს !!!

ჩემო საყვარელო მკითხველებო,გილოცავთ დამდეგ 2012 წელს.

გისურვებთ უზომო ბედნიერებას და წარმატებას ყველა საქმეში.

უზომოდ ბედნიერი ვარ,რომ ამ ბლოგს კითხულობთ

იცოდეთ,რომ ყველას ძალიან გაფასებთ და მიყვარხართ

გოლოცავთ! გლოცავთ! გოლოცავთ! გლოცავთ! გოლოცავთ! გლოცავთ! გოლოცავთ! გლოცავთ!

ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე

ეხლა უნდა მოგიყვეთ დღევანდელ ,2 სექტემბრის ”ჩახუტების დღეზე” .

ამგვარი ივენთები საზღვარგარეთ ხშირად ეწყობა,ჩვენთვის კი მაინც ახალი ხილია,სულ რამოდენიმეჯერ ჩატარდა საქართველოში.დღეს ბლოგერ ადოს დაგეგმილი ივენთი იყო და ნებისმიერს შეეძლო დასწრებოდა,რადგან ანონსი ბევრად ადრე გაკეთდა სოციალური ქსელის (FB)მეშვეობით : ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე.

განაგრძე კითხვა

1 ივნისი–დღესასწაული ბავშვებისათვის!

ბავშვები  kids childrenეხლა რაღა დროსია,დამთავრდა ეს დღე და აგერ უკვე ახალიც დაიწყო,და დიდი არაფერი შეემატება ჩემი ამ პოსტით ბავშვებს,მაგრამ…

ბავშვებო,გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!!!
იყავით ბედნიერები –ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით!
ბედნიერი ბავშვები ხომ წარმატებული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა! განაგრძე კითხვა

მამიკო

Any man can be a father But it takes someone special to be a Dad
Anne Geddes

Read more of this post

მინდა კარნავალიიიიიი


განაგრძე კითხვა

შობის ბრწყინვალე დღესასწაული


ახალმა წელმა ისე ჩაიარა,რომ ჩემს ბლოგზე მოლოცვის დაწერაც კი ვერ მოვახერხე,და აგერ უკვე შობის დღესასწაულიც მოგვიახლოვდა და ეხლა მაინც მინდა ყველა ჩემს ბლოგზე შემოსულ ადამიანს გულწრფელად მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული.გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს და კარგ ჯანმრთელობას,წარმატებულ კარიერას და სიყვარულით სავსე პირად ცხოვრებას,უფლის შეწევნას ყოველგვარ მის მოსაწონ საქმეში.
Read more of this post

%d bloggers like this: