Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: დიზაინი

ტორტები … ტორტები … ტორტები

დღეს არავის უკვირს ორიგინალური ტორტები.არის ტორტის გაფორმების უამრავი საშუალება–ყვავილებით დაწყებული ადამიანის ფიგურებით დამთავრებული–თან ეს ყველაფერი იჭმევა კიდეც.მოსართავი მასალაც მრავალნაირია,კრემი და ბეზე უკვე უკანა პლანზე გადავიდა და მისი ადგილი პასტამ და მასტიკამ დაიკავა.ის ძალიან კარგი საშუალებაა ფიგურების გამოსაძერწად,რადგან პლასტელინისმაგრვარი მასაა და ხელოვანის ხელში საოცრებების შექმნის საშუალებას იძლევა.

განაგძე კითხვა

Advertisements

ისევ ახალი დიზაინი

დღეს ჩემ ბლოგზე შემოსულ სტუმრებს ასურპრიზი დაგახვედრეთ:)

ღამის 5 საათამდე ვეწვალე,ვეჯახირე და ეს თემა დავაყენე და ყველა საჭირო ვიჯეტით შევამკე.

რამოდენიმე ადამიანმა მითხრა,ეს თემა ყველა იმ თემებს ჯობიაო,რაც მანამდე გქონდაო.

ხო მანამდე სულ ორჯერ გამოვცვალე თემა,ერთი წელი სულ მოხატული კრემისფერი თემა მქონდა(გახსოვთ ? ),მერე ის წინა რაც იყო.ეხლა ჯერ-ჯერობით ეს მექნება.

იმ თემას იცით რას ვუწუნებდი? ვიწრო იყო.ანუ ბლოგს რომ რთავდი მთელ მონიტორზე არ იშლებოდა,კი,ვიყენებდით Ctrl+ბორბალი/+-, მაგრამ მაინც ისეთი თემა მინდოდა,რომელსაც ზედმეტი ძალისხმავა არ დაჭირდებოდა.ამ ეტაპზე ამ თემაზე გავჩერდები.

ატრიბუტების ნაწილი ბლოგის ფუტერზეა(სულ სულ ძირში).აქაა თეგ ღრუბელიც.

რა ვიცი,ამ ეტაპზე მომწონს ჩემი ბლოგი.

ნუ,რჩევებს,რა თქმა უნდა, მივიღებ 🙂

P.S. შევცვალე დღესაც დიზაინი,იმდენად მომბეზრდა ეს საქმე,რომ კარგა ხანი ალბათ არაფერს შევცვლი 🙂

ჩემი აბაზანის რემონტი

’დუშ-კაბინა’ ზომით 1მX1მ ,საკმაოდ კომფორტულია

’დუშ-კაბინა’ ზომით 1მX1მ ,საკმაოდ კომფორტულია

ეხლა უნდა ვიწუწუნო წესით,რომ დავიღალე ამდენ რემონტში,ყოველ წელს რაღაცის რემონტი გამიგია?!

მაგრამ არა! არ ვიწუწუნებ,მერე რა რომ დიდი ხნით ვერსად  მივდივარ და ამომივიდა ყელში ეს თბილისი! სამაგიეროდ ამ ჩემს აბაზანა-ტუალეტს საბოლოოდ ეშველება!

დიახ,ამ რემონტის ბრალია,ჩემო კარგებო, რომ ნაკლებ დროს ვუთმობ ამ ბლოგს და ახალ პოსტებს ვერ ვწერ,რა ვქნა, მთლად არ მცალიო ვერ ვიტყვი,მთელი დღე ტყუილად ვარ,მარტო შუადღეზე სადილს ვუმზადებ ხელოსნებს და საღამოს ვალაგებ-ვწმინდავ ყველაფერს,მაგრამ საქმე ისაა,როცა მცალია–მტვერია სახლში და ამ საცოდავ–ჩემს თავს მონატრებულ კომპიუტერს ვერ ვრთავ!(ისედაც რაღაც საეჭვოდ ხმაურობს ეს ქულერი)

Read more of this post

ჩემი ბლოგი ერთი წლისაა !!!

აჰა,გავიდა უკვე ერთი წელი და კვლავინდებურად ჩემი ბლოგი ინარჩუნებს აქტუალობას,რაც ნიშნავს იმას, რომ მას აქვს უფლება,რომ იარსებოს!

წაიკითხე მეტი >

მზადება ბანკეტისთვის (ნაწილი 1)


Read more of this post

wordpress -ის sidebar-ის მოდერნიზაცია


თემის ინდივიდუალურობიდან გამომდიინარე არსებობს ბლოგის დიზაინის რამოდენიმე სახეობა,ძირითადად ეს გამოიხატება Sidebar-ის განლაგებით.და რა არის sidebar-ი? ეს არის ის პანელები რაც აქვს ბლოგს ტექსტის განყოფილების მიღმა.გვერდითა მწკრივი,სადაც განლაგებულია კომენტარები,პოსტები და სხვა ვიჯეტები.ბლოგს შეიძლება ქონდეს ერთი ან რამოდენიმე sidebar-ი და ასევე Footer-ი.ამ ჩემს ბლოგა მაგალითად აქვს ერთი მარჯვენა sidebar-ი და 3 Footer-ი.
Read more of this post

%d bloggers like this: