Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: დაკრძალვა

როგორ ჩავეხუტე კუბოს

სიკვდილი და ყველა მასთან დაკავშირებული განცდა და რიტუალი ბევრ ადამიანში შიშს იწვევს.ეს შიში ბავშვობიდან იწყება და ზოგჯერ საკმაოდ მოწიფულ ასაკამდეც კი სდევთ თან.

რატომ გვეშინია სიკვდილის? რატომ გვეშინია მკვდარი სხეულის ან გინდაც ჩასასვენებლის დანახვისაც კი? რატომ იწვევს ეს(ზოგიერთ)ადამიანში პანიკურ შიშს?ეგებ იმიტომ,რომ ამ დროს ვხვდებით,თუ რაოდენ სათუთია ადამიანის სხეული და როგორ შეიძლება ერთ დღეს ჩვენც მოვკვდეთ.ეს ფაქტი გვაძრწუნებს და ვცდილობთ უკუვაგდოთ ამაზე ფიქრი,რადგან ადმიანშიც დევს ყველაზე ძლიერი ინსტინქტი–თვითგადარჩენის ინსტინქტი.ეს ინსტინქტია ზუსტად,რომელიც გვკარნახობს,თუ როგორ მოვიქცეთ,რომ საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ ჩავაგდოთ.გაუთვითცნობიერებლად იბრძვის ადანმიანი თავისი არსებობისთვის და ყველაფერი რაც მის უსაფრთხოებას ემუქრება–  შიშს გვრის.

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: