Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: გოგო

როგორ გამოიყურება მოვლილი ქალი

მანდოლოსნის გარეგნობის შეფასებაში ერთდროულად არის ჩართული რამოდენიმე კრიტერიუმი,რადგან გარეგნობაზე მარტო ერთი კომპონენტი არ მეტყველებს,ეს არის კომპონენტთა კომპლექტი,რაც საეთო ჯამში გვიქმნის ქალის გარეგნობაზე წარმოდგენას.მე არ ვსაუბრომ ქალის სილამაზეზე!მიმაჩნია,რომ ყველა ქალში არის რაღაც,რაც მას მომხიბვლელს ხდის,მთავარია მან ამის წარმოჩენა შეძლოს,თუმცა იყოს მოვლილი–––ეს ყველას შეუძლია!და არ აქვს მნიშვნელობა მას როგორი ნაკვთები აქვს,როგორი სხეულის ფორმა და სიმაღლე….

განაგრძე კითხვა

Advertisements

საჩუქრები ვალენტინობის დღესასწაულისთვის

გვიახლოვდება ვალენტინობის დრესასწაული და ჩემ ბლოგზეც ინტენსიიურად ეზებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა აჩუქონ შეყვარებულს.შარშანდელი პოსტი მინდა შეგახსენოთ : სიყვარულის დღესასწაული და თავსატეხი–რა ვაჩუქო შეყვარებულს! ,თუმცა ამ ვალენტინობისთვისაც მოგიმზადეთ ინფორმაცია,რაც დგეხმარებათ საჩუქრის შერჩევაში.

ვინც ჯერ არ იცის რას უკავშირდება ვალენტინობის დღესასწაული,გთავაზობთ სტატიას orthodoxy.ge–დან,საიდანაც გაიგებთ, რომ  “ვალენტინი შეყვარებულების მფარველ წმინდანად მიიჩნეოდა. დღემდე ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან შეყვარებულები ერთმანეთს. ხალხური ტრადიციის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ჩუქნიდა ყვავილებს. როდესაც მღვდელი დაატყვევეს, ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ესროდნენ ყვავილებს.”

განაგრძე კითხვა

სურნელიანი ფიქრები

ამასწინათ რესტორანში რომ არამწეველების დარბაზში ადგილილ აღარ იყო,სხვაგან წასვლას ისევ  შემოთავაზებულ მწეველების  დარბაზში დასხდომა ვამჯობინეთ.ასე ’შევცურეთ’ დარბაზში არსებულ თეთრ კვამლში და რომ იტყვიან “как ёжик в тумане” ცოტა ბოდიალის მერე კი მივაკვლიეთ ჩვენს მაგიდას.კარგი ადგილი იყო,კურთხე იყო და მთელი დარბაზი, როგორც ხელისგულზე,ისე ჩანდა.

განაგრძე კითხვა

სიყვარულის დღესასწაული და თავსატეხი–რა ვაჩუქო შეყვარებულს!


ვალენტინობა გვიახლოვდება და დარწმუნებული ვარ ყველა შეყვარებული ადამიანი საჩუქარს ამზადებს და თვითონაც ელოდება სურპრიზს. ეს დღესასწაული მარტო შეყვარებულებისთვის არ არის დაწესებული,თუმცა საქართველოში ამ დღეს ერთმანეთს მხოლოდ შეყვარებულები ულოცავენ(ცოლ-ქმარიც ითვლება რა თქმა უნდა).
მაშ ასე,გადავდივართ საჩუქრების მოლოდინის რეჟიმში 🙂 !!!
Read more of this post

კაციც ადამიანია

ცოტა დაფიქრებული მოვედი დღეს,ერთ სიტუაციას წავაწყდი,რომელმაც ჩამაფიქრა და ამდაგვარ სიტუაცის სხვა თვალით შევხედე.საქმე ეხება გოგო და ბიჭის ურთიერთობას, უფრო სწორედ ურთიერთობის წამოწყებას.ჩვენ ,სუსტი სქესის წარმომადგენლები მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ მამაკაცი ყოველთვის ძლიერი უნდა იყოს,ინიციატივას თავის ხელში იღებდეს,და ჩვენს ’პრანჭიობას’ მოთმინებით იტანდეს.აი დღესაც,შემსწრე გავხდი სცენის,როგორ ცდილობდა ერთი ბიჭი გასცნობოდა ერთ გოგონას,
განაგრძე კითხვა

ტაქსის ‘ზაგარი’ და ყბაჩამოვარდნილი კაცები

ტაქსის მძღოლებს უამრავი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლიათ,მთავარია მსმენელი ნახონ და აი მაშინ მოახსნიან ხოლმე გუდას თავს.მაგრამ რაც ამასწინათ მოვისმინე,ასეთი ჯერ არ გამიგია.
ხოდა თქვენც უნდა გაცინოთ.
მოვდიოდი დილით მანგლისიდან ტაქსით(ჩემები ისვენებდნენ და ჩასული ვიყავი მოსანახულებლად),ასაკიანი კაცი იყო მძღოლი,ცოტა ხანში გამომელაპარაკა:
-გუშინ ორი გოგო წავიყვანე ქობულეთში,ერთი ჩანთა და ერთი ზურგჩანთა ქონდათ,ის ჩანთა ეხლაც ბაგაჟნიკში მაქვს,დარჩთ,რატომღაც არ შემხმიანებიან,ნეტა ტანსაცმელი თუ არ უნდათ,მარა რათ უნდათ მაგათნაირს ტანსაცმელი,რო წავედით ერთი წინ დამიჯდა და მეორე უკან,ცოტა ხანში ვუყურებ,წინ რომ გოგო მეჯდა წამომიპლაკა ფეხები და შემოაწყო წინ,გადაიწია იუბკა,გაიხადა მაიკა,დარჩა კუპალნიკის ამარა , გადაწია სავარძელი და გაიშოტა.
Read more of this post

%d bloggers like this: