Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: გაფორმება

გააკეთე შენი ხელით (9) *ყვავილები*

DIY flowers (21)

განაგრძე კითხვა

Advertisements

გააკეთე შენი ხელით (8)

გააკეთე შენი ხელითყველას გვაქვს სახლში ისეთი ნივთები ,რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ  მასალად რაიმე საინტერესოს შესაქმნელად.ავიღოთ გინდაც მაისური,რომლის მოშორებაც გადაწყვიტეთ.შეგიძლიათ მას ‘მეორე სიცოცხლე’ აჩუქოთ ძალიან მარტივი მანიპულაციებით.შეგიძლიათ მას ბოლოები დაუჭრათ და მძივები აასხათ,ლამაზი ფოჩებიანი კაშნე გააკეთოთ,მაისურის ზურგზე ბაფთები დაამაგროთ,დეკორატიული ნახატი ამოჭრათ,ან სულაც შეღებოთ… იდეებისთვის სურათებს გთავაზობთ

განაგრძე კითხვა

სადღესასწაულო სუფრა — ლამაზად დაკეცილი ხელსახოცები

napkin

დღესასწაულები ყოველდღიურ რუტინას გვავიწყებენ და სურვილს გვიჩენენ,რომ გარემო,ისევე,როგორც მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი —სუფრა,უზადოდ იყოს გაწყობილი.სუფრის სერვირება ნამდვილი ხელოვნებაა.არ არის სკმარისი მხოლოდ ლამაზი ჭურჭლით გავაწყოთ სუფრა და ლამაზად გაფორმებული კერძები გვეწყოს.მნიშვნელოვანია სუფრაც და ხელსახოცებიც,ასევე დეკორატიული ნივთები,რომლითაც ხშირად სუფრას ვაფორმებთ(სანთლები,ყვავილები,დეკორატიული ვარიაციები)

napkinამ პოსტში მინდა ხელსახოცებზე დავწერო…უბრალოდ ხელსახოცებზე კი არა, არამედ გემოვნებიანად და საინტერესოდ დაკეცილ ქაღალდის ან ნაჭრის ხელსახოცებზე.მოდით გადავხედოთ,რისი გაკეთება შეიძლება ხელსახოცით!

განაგრძე კითხვა

a’la furshet

a la furshet .fruit....ketusi.com (11)დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში წვეულებაზე სტუმრების გამასპინძლების ყველაზე მეტად გავრცელებული წესი ალბათ “ა’ლა ფურშეტია”.ფურშეტი –– ფრანგული სიტყვაა და ჩანგალს ან ჩანგლით საკვების მირთმევას ნიშნავს,ამიტომაც ა’ლა ფურშეტის სტილში მოწყობილ წვეულებაზე ყველა თეფშითა და ჩანგლით დადის,თუმცა ხშირად ჩანგალი ჩხირით ჩანაცვლდება ხოლმე.ალა ფურშეტი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა კორპორატიული წვეულებებისთვის,ბანკეტებისთვის და ზოგად თავშეყრისთვის.გარდა ამისა,ლამაზად დაჭრილლი და ლანგარზე ოსტატურად დალაგებული ხილი ძალიან ლამაზი დეკორია სადღესასწაულო სუფრისთვისაც,იქნება ეს ახალი წელი ,ბენკეტი თუ საქორწინო სუფრა.

განაგრძე კითხვა

საახალწლო სამზადისი,კერძების გაფორმება და საზეიმო გარემოს შექმნა

საახალწლო განწყობა სახლში

აგერ უკვე 31 დეკემბერია და ხომ ვიცი ყველა ოჯახში საახალწლო სამზდისია.ამ დროს ყველა ადამიანს უჩნდება საზრუნავი,თუმცა ყველას სხვადასხვა.ბავშვებს თუ ის ადარდიათ,თუ რას მოუტანთ თოვლის პაპა,დიდებს ის უფრო ადარდებთ,თუ როგორ დახვდმნენ ახალ წელს,როგორ გაერთონ და როგორი ორგანიზება გაუწიონ ამ ყველაფერს.დამეთანხმებით ალბათ,რომ ყველაზე დიდი შრომა ამ სამზადისში დიასახლისზე მოდის,რადგან ის უნდა იყოს ყველა კერძის შემოქმედი და ასევე სახლის დალაგება–მორთვაშიც ლომის წილი მას ეკუთნის.კარგია,როდესაც მეუღლე და შვილები გეხმარებიან,ან ხელს მაინც არ გიშლიან :)))

განაგრძე კითხვა

გააკეთე შენი ხელით (6) * საქორწილო მოტივები *

getImage (14)ეს პატარა პოსტი მინდა მივუძღვნა  საქორწილო მოტივებს.

ქორწილი ისეთი მოვლენაა,როდესაც უმაღლესი სადღესასწაულო განწყობა უნდა სუფევდეს და ამას დეკორიც უნდა უსვამდეს ხაზს!

ნახეთ როგორ შეიძლება გავაფორმოთ ბოკლები!როგორი ლამაზი იქნება ნეფე–პატარძალი რომ ამგვარ შამპანიურის ბოკლებს დაიჭერს ხელში!

ჭიქები შეიძლება გაფორმდეს აბრეშუმის ლენტისგან გაკეთებული ვარდებით,და ასევე ბრჭყვიალებით,თვლებით ,მძივებით და ბაფთებით.

ბეჭდებისთვისაც საინტერესო მოფიქრებაა,ჰო? ძალიან ორიგინალურია!

განაგრძე კითხვა

გააკეთე შენი ხელით (5)

DIYამჯერადაც სხვადასხვა სახის ნიმუშების კომბინაციას წარმოგიდგენთ.

1. ფანქრის საშლელს თუ ჩვეულებრივ აკვარელის ან გუაშის ან ნებისმიერ სხვა სახის საღებავში ჩააწობთ,მერე შეგიძლიათ ლამაზი და ფერადი ბურთულები ქაღალდზე(ბლოკნოტის გასაფორმებლად,მაგალითად) ან ქსოვილზე დაატანოთ

განაგრძე კითხვა

გააკეთე შენი ხელით (4)

დახეული ჯინსიმინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ნიმუში კატეგორიიდან “გააკეთე შენი ხელით” ,ყველა მათგანი ადვილი გასაკეთებელია,ასე რომ მარჯვე ხელებს არ გაუჭირდება ნებისმიერის გაკეთება.

განაგრძე კითხვა

გააკეთე შენი ხელით (3)

ამჯერადაც ძალიან საინტერესო იდეები მინდა შემოგთავაზოთ,როგორც ეს იყო ამ პოსტებში : გააკეთე შენი ხელით (1)გააკეთე შენი ხელით (2).

1. ტბორი ლარნაკში.

ამის გაკეტება სულ არ იქნება რთული.ქოტანი არ უნდა იყოს გახვრეტილი, ან უბრალოდ ამოავსეთ ნახვრეტი,რომ წყალი არ გაუვიდეს.მიწის შემოსარაგად შეგიძლიათ გამოპიყენოთ ან ჟესტი ან პოლიესთერი.დასარგავად მინდვრის ყვავილები,გვიმრა და ჩვეულებრივი ბალახიც კარგია,წყალში კი წყლის ლილიები მართლაც ძალიან ლამაზია.ეს დეკორატიული ქოთანი სახლისთვის ნაკლებად გამოსადეგია,უფრო ნიადაგის დიზაინისთვის(ექსტერიერი) გამოდგება.

განაგრძე კითხვა

გააკეთე შენი ხელით (2)

საკუთარი ხელით ბევრი ორიგინალური ნივთის გაკეთება შეიძლება და ამ პოსტშიც შევეცდები საინტერესო იდეები მოგაწოდოთ(ასევე იხილეთ გააკეთე შენი ხელით (1) )

1. მძივი

ამ სამკაულის გაკეთება სულ ადვილია.

განაგრძე კითხვა

გააკეთე შენი ხელით (1)

დღეს საზაფხულოდ დავალება მივეცი ჩემ თავს და შესაბამისადაც მოვემზადე.

დავალება––კაშნეს მოქსოვა.

ვიყავი ერთ ძაფებით,ღილებით,მძივებით და უამრავი წვრილმანით გადატენილ მაღაზიაში და სამი ხვეულა ძალიან ლამაზი ძაფი ვიყიდე,ასევე ჩხირებიც მავთულზე.ეს ყველაფერი კი იმისთვის მინდა,რომ მომავალ კვირას დასასვენებლად მანგლისში მივემგზავრები და რადგან იქ ინტერნეტი არ მექნება და თან დედაჩემმა “ოღონდ შენ წამოდი და ხელს არაფერზე გაგანძრევინებო” ,ვატყობ,რომ უამრავი დრო მექნება,ამიტომ მას ნაყოფიერად გამოვიყენებ.

ადრე დაწყებული პოსტები ხელსაქმეზე შუაგზაზე მივატოვე.ისიც ვცადე,რომ საკუთარი ვიდეო ჩამეწერა,მაგრამ საკუთარი ხმა იმდენად არ მომეწონა,რომ გადავიფიქრე და თუ რამეა ან ‘მუნჯურ’ ვიდეოს ჩავწერ,ან სხვის გადაღებულს მოვიძიებ და გპირდებით,გავაგრძელებ ამ სერიას.

ამ პოსტში კი მინდა ერთგვარი ხელსაქმის ნიმუშები გაჩვენოთ(სასწავლო სურათებით) თუ როგორ შექმნათ თქვენი ხელით ლამაზი ნივთები.

1. მაისურის გაფორმება.

განაგრძე კითხვა

ბლოგის გაფორმება (1)

ბევრი სურათი მაქვს შეგრობივილი იმისათვის,რომ რომანტიული იერი შესძინოთ ბლოგს და გაახალისოთ.ადრე,როდესაც ჩემი ბლოგი უფრო პირადულ ხასიათს ატარებდა, მეც ვაფორმებდი ბლოგს სურაებით დ პატარ–პატარა აიკონებით,თუმცა ეხლა უფრო სოლიდურ იერსახეზე გადავედი.

ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ პატარა ჩარჩოები ნაწერებით,რომლენიც შეგიძლიათ საკუთარი ნაწერით ჩაანაცვლოთ,თუ ფლობთ მარტივ პროგრამებს.ეს სურათები შეგიძლიათ საიდბარზე განათავსოთ,ასევე  footer–ზეც,ან სულაც ჰედერის ელემანტად გამოიყენებთ ან პოსტში ჩასართავად.მოკლედ,გამოყენება ბევრგან შეიძლება მოვუნახოთ.

all you need is love free  

განაგრძე კითხვა

როგორ გავაფორმოთ სააღდგომო კვერცხები

კვერცხების გაფორმებამართალია წითელი პარასკევი უკვე გავიდა და ყველა ოჯახში შეიღება კვერცხი, მაგრამ არაფერი შეგიშლით ხელს, რომ დამატებით დეკორატიულად გააფორმოთ კვერცხები,თანაც მომდევნო კვირა სააღდგომო კვირაა და მომდევნო პარასკევსაც იღებება კვერცხები.

მოკლედ რამოდენიმე მეთოდს შემოგტავაზებთ,თუ როგორ გაალამაზოთ კვერცხები.

განაგრძე კითხვა

ტორტები … ტორტები … ტორტები

დღეს არავის უკვირს ორიგინალური ტორტები.არის ტორტის გაფორმების უამრავი საშუალება–ყვავილებით დაწყებული ადამიანის ფიგურებით დამთავრებული–თან ეს ყველაფერი იჭმევა კიდეც.მოსართავი მასალაც მრავალნაირია,კრემი და ბეზე უკვე უკანა პლანზე გადავიდა და მისი ადგილი პასტამ და მასტიკამ დაიკავა.ის ძალიან კარგი საშუალებაა ფიგურების გამოსაძერწად,რადგან პლასტელინისმაგრვარი მასაა და ხელოვანის ხელში საოცრებების შექმნის საშუალებას იძლევა.

განაგძე კითხვა

%d bloggers like this: