Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: ბავშვობა

ყველაზე ტკბილი არსება

4 დღეა რაც ჩემი შვილი ჩამოვიდა,მანგლისში ისვენებდა თითქმის ორი თვე,ამ დროის მანძილზე 4 ჯერ ვიყავი ჩასული,ხან ვრჩებოდი ერთი-ორი დღე,ხან იმ დღესვე ჩამოვდიოდი.კვირის აქეთ თბილისშია უკვე და თითქოს ჯერ კიდევ ვერ მოვისიყვარულეთ ერთმანეთი,თან რაღაც შეცვლილიც მეჩვენება,გაზრდილი და როგორ ვთქვა არ ვიცი,ჭკვიანი ყოველთვის იყო, მაგრამ აი რაღაც უფრო დაბრძენებულიო თითქოს–აი ასე მეჩვენება.ხო, 15 წლისაა,ვინც არ იცის–დიდი გოგოა უკვე

ხოდა დღეს რაღაც განსაკუთრებული დღე გვქონდა მე და ხატიას და ეს ეიფორია თქვენც მინდა გაგიზიაროთ! გააგრძელე კითხვა

Advertisements

ბავშვები ოხუნჯობენ!!!

ამასწინათ მე და მია საიდანღაც მოვდიოდით და ვსაუბრობდით და პატარა ბავშვებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და მიას ’აღიარებები’ მოვისმინე.თურმე რამდენჯერ საჭმელი აივნიდან გადაუყრია,ან გადაუქცევია ნიჟარაში.ნუ,ეგ სიახლე არაა, მეც ’ცუდი მჭამელი’ ბავშვი ვიყავი და საათობით ვეჯექი მათლაფას,თუ გადაქცევას ვერ ვახერხებდი 😀 .მაგრამ მია თურმე წამლებსაც არ სვამდა, რამდენჯერ ენის ქვეშ ვმალავდი და მერე ვაგდებდი ხოლმეო კაპსულასო,და ასკილის ნაყენს რომ მასმევდი,იმასაც არ ვყლაპავდიოოოოოოო. კიდევ კარგი სუსტი ბავშვი არასდროს ყოფილა და მაინცდამაინც ხშირად არ ხდებოდა ავად,თორე რა სერიოზული შედეგი შეიძლება მოყოლოდა ასეთ საქციელს,ხო ხვდებით!
Read more of this post

%d bloggers like this: