Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: ანომალია

რამ გაგვინათა ცა?

გუშინ,როდესაც მე და რამოდენიმე ბლოგერი არხეინად კლუბ  “Unique” –ში ვერთობოდით,საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილმა ფსიქოლოგიური შოკი განიცადა(კიდევ ეს უნდოდა ამ ხალხს?).ამ ყველაფრის მიზეზი კი ცაზე სპირალისებული ნათება ყოფილა,რომელიც ,სამწუხაროდ,მე მხოლოდ სურათებში ვნახე და ძალიან მწყდება გული,რომ თავად არ ვიყავი თვითმხილველი.გვიან საღამოს,როდესაც კომპიუტერს მივუჯექი,იმდენად გამაღიზიანა ზოგიერთის ისტერიკამ ამ ფენომენის თაობაზე,რომ სიმართლე გითხრათ,სერიოზულად გავღიზიანდი და ერთი ‘მწარე’ დავასტატუსე და სულ გამოვრთე კომპიუტერი :)))))) რა ვქნა მაპატიოს მავანმა,მაგრამ ასეთი პანიკები მე არ მახასიათებს და სხვისიც მაღიზიანებს.დღეს კი საღ გომენაზე ვეცადე გავრკვეულიყავი ამ ყველაფერში და ჩემთვის დამაკმაყოფილებელი ახსნა მომეძებნა.

მაშ რა იყოს ეს? აი სურათი ,რაც ინტერნეტიდან გადმოვქაჩე,თბილისის თავზეა გადაღებული:

სპირალისებური ნათება ცაზე

განაგრძე კითხვა

2012 ზამთრით დაიწყო

სკოლაში ბუნების გაკვეთილები ძალიან მიყვარდა,მასწავლებელიც კარგი გვყავდა,სულ რაღაც ახალს და ინოვაციურს იგონებდა ხოლმე.ხშირად ექსკურსიებზე დავყავდით,რამოდენიმე წელი სკოლის დიდ ეზოში ბაღ-ბოსტანის კი გაგვაშენებინა ბავშვებს და მცენარეების მოვლას ვსწავლობდით.ხან ბაღში გაგვიყვანდა და დაგვსვამდა—გასუსულები ჩიტებს და მწერებს ვაკვირდებოდით….

განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: