Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Tag Archives: აბაზანა

დაუბანელი ევროპა….

Isabella_of_Portugal_by_Titianმე-19 საუკუნემდე ევროპაში საშინელი ველურობა მეფობდა.დაივიწყეთ იმის თაობაზე,თუ რას გვაჩვენებენ ფილმებში ან ვკითხულობთ რომანტიული ჟანრის რომანებში.სიმართლე —- ის ბევრად ნაკლებ სურნელოვანია…… ეს ეხება არა მარტო შუასაუკუნეებს,არამედ ნაქებ აღორძინების ხანასაც,რადგან პრინციპულად არაფერი შეცვლილა.

რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს,ევროპული ყოფის  თითქმის ყველა უარყოფით მხარეში დამნაშავე ქრისტინული რელიგიაა,პირველ რიგში—კათოლიკური.

ანტიკურ სამყაროს ჰიგიენური პროცედურები ითვლებიოდა  ერთ-ერთ მთავარ სიამოვნებად..საკმარისია გავიხსენოთ ცნობილი რომაული თერმები(აბანოები).ქრიეტიანობის გამარჯვებამდე მარტო რომში ფუნქციონირებდა ათასზე მეტი აბანო!ქრისტიანებმა  კი ,უპირველეს ყოვლისა,მმართველობაში მოსვლისას,დახურეს ყველა აბანო.

იმ დროინდელი მოსახლეობა ბანაობას საეჭვოდ მიიჩნევდა:თვლიდნენ,რომ ბანაობისას იხსნება ფორები და მათი მეშვეობით ორგანიზმში ავადმყოფობა ხვდებოდა,ამიტომ ბანაობა დაავადების რისკს ზრდიდა,ამის კი ეშინოდათ,თან ცივი წყლისგან გაციებას ერიდებოდნენ…მაშინ,როდესაც მდინარესი უამრავი სიბინძურე ისხმებოდა და ამავე მდინარიდან იღებდნენ სასმელ და დასაბან წყალს—არ არის გასაკვირი,რომ წყლის შიში ქონდათ.იყო მეორე მიზეზიც,თუ რატომ არ ბანაობდნენ:სიშიშვლე ცოდვად ითვლებოდა.თუმცა ასე უფრო მოგვიანებით მე-18,მე-19 საუკუნეებში ფიქრობდნენ და ამიტომ არ ბანაობდნენ. ცხელი აბაზანის მიღება არარეალური იყო! შეშა ძვირი ჯდებოდა.შეშის ძირითად მომხმარებელს—წმინდა ინკვიზიციას,თავად მძლივს ჰყოფნიდა შეშა, ამიტომ თავისი უსაყვარლესი კოცონზე დაწვა ჩაანაცვლეს სხვა სახის მოკვდინებით.

განაგრძე კითხვა

Advertisements

ჩემი აბაზანის რემონტი

’დუშ-კაბინა’ ზომით 1მX1მ ,საკმაოდ კომფორტულია

’დუშ-კაბინა’ ზომით 1მX1მ ,საკმაოდ კომფორტულია

ეხლა უნდა ვიწუწუნო წესით,რომ დავიღალე ამდენ რემონტში,ყოველ წელს რაღაცის რემონტი გამიგია?!

მაგრამ არა! არ ვიწუწუნებ,მერე რა რომ დიდი ხნით ვერსად  მივდივარ და ამომივიდა ყელში ეს თბილისი! სამაგიეროდ ამ ჩემს აბაზანა-ტუალეტს საბოლოოდ ეშველება!

დიახ,ამ რემონტის ბრალია,ჩემო კარგებო, რომ ნაკლებ დროს ვუთმობ ამ ბლოგს და ახალ პოსტებს ვერ ვწერ,რა ვქნა, მთლად არ მცალიო ვერ ვიტყვი,მთელი დღე ტყუილად ვარ,მარტო შუადღეზე სადილს ვუმზადებ ხელოსნებს და საღამოს ვალაგებ-ვწმინდავ ყველაფერს,მაგრამ საქმე ისაა,როცა მცალია–მტვერია სახლში და ამ საცოდავ–ჩემს თავს მონატრებულ კომპიუტერს ვერ ვრთავ!(ისედაც რაღაც საეჭვოდ ხმაურობს ეს ქულერი)

Read more of this post

%d bloggers like this: