Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Category Archives: ჯანმრთელობა

სოდა — როგორც პანაცეა

soda powderძველად სოდის მინდვრებს უწოდებდნენ დიდი ხანძრის ფერფლს.

ალბათ მან,ვინც შექმნა ადამიანი,იზრუნა იმაზეც,რომ ის ყოფილიყო ჯანმრთელი და უკვდავი.აბა, სხვანაირად როგორ ავხსნათ ის,რომ დედამიწაზე არის უამრავი ნივთიერება და საკვები,რომელიც ადამიანს ამაში ეხმარება! სხვა საქმეა,რომ ჩვენვე,ისევ ჩვენივე დაუდევრობით თუ უმეცრებით ვაყენებთ ჩვენს თავს ზიანს,ან დროულად არ ვიყენებთ დედამიწის სიმდიდრეს.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რამდენიმე პოსტი მაქვს დაწერილი და ერთ-ერთ წინა პოსტში ბროწეულის გამხმარ ქერქზე დაყენებულ ნაყენის საოცარ თვისებებზე „ვწერდი.ამ პოსტში კი ჩვეულებრივი საჭმელი სოდის სასწაულ ეფექტზე მინდა მოგიყვეთ.

განაგრძე კითხვა

Advertisements

ბროწეულის ქერქისგან დამზადებული საოცარი სამკურნალო საშუალება

ბროწეულისამეცნიერო ლიტერატურაში გვხვდება ცნობები, რომ ჯერ კიდევ 2500 წლის წინ ექიმი ჰიპოკრატე დიზენტერიას 5 საათში კურნავდა,მაშინ,როცა თანამედროვე მედიცინას სჭირდება 100-ჯერ მეტი დრო.დეგრადაცია სახეზეა!

რამდენი უნიკალური პრეპარატი და მკურნალობის მეთოდია დაკარგული ვინ მოთვლის! დღეს დავიწყებული ცოდნის ახლიდან აღმოჩენა გვიწევს.უშუალოდ ბროწეულს რაც შეეხება, ძველად საქართველოშიც დაბლა მოყვანილი მეთოდით მკურნალობა იყო გავრცელებული,თუმცა, მოდით,მეცნიერული კუთხითაც შევხედოთ მის თვისებებს.

ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ რუსი მეცნიერის,გ.ი.გლუბოკის( Г. И. ГЛУБОКИЙ) მიერ დაპატენტებული სამკურნალო საშუალება,რომელიც უნიკალური თვისებებით გამოირჩევა.პრეპარატი მზადდება ბროწეულის ქერქის ნაყენზე.

განაგრძე კითხვა

ეგვიპტური ჩაი — კარკადე

ეგვიპტური ჩაიჩაის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ.ეს პაკეტის ‘ერთჯერადი’ ჩაი კი სასტიკად არ მიყვარს!ფოთლის ჩაი კი,ჩვენი,უფრო მიყვარს,მაგრამ მასაც ყავის ანალოგიურად ,საღამო საათებში ვერ მივირთმევ,რადგან მერე არ მაძინებს.არადა მეგობარს გურიაში წასვლისას  ვაბარებდი ხოლმე და ჩამოჰქონდა ოჯახის,მთელ-მთელი ფოთლის ჩაი.ისეთი სურნელოვანი იყო!

საღამოს,მეგობრები თუ მესტუმრებოდნენ,მათ კი გავუმასპინძლდებოდი ხოლმე ჩაით ან ყავით,მე კი ვერაფერს მივირთმევდი იმის გამო,რომ ვიცოდი—ღამე არ დამაძინებდა კოფეინის შემცველობა ჩაისა თუ ყავაში 🙂

რადგან ბალახეული ჩაიც არ მიყვარს, ძალიან კარგი გამოსავალი გამომიჩნდა ეგვიპტური ჩაის სახით.ბევრმა არ იცის ამ ჩაის შესახებ და ამიტომ ჩემი პოსტი ერთგვარ ინფორმაციულ დატვირთვასაც ატარებს 🙂

განაგრძე კითხვა

5 მარტივი სავარჯიშო მათთვის,ვინც დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან

ვარჯიში კომპიუტერტანამასწინათ გადავაწყდი ინგლისურენოვან სტატიას და საგანგებოდ ვთარგმნე ,რადგან მინდა თქვენც გაგიზიაროთ.ვთვლი,რომ საინტერესო იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის,რომელიც კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს.ორიგინალში ამ პოსტს ქვია “5 Easy Exercises for Bloggers Who Spend 10 Hours Blogging a Day” ,მაგრამ მაინც ეს 10 საათი ამოვაგდე სათაურიდან ,ისევე,როგორც

ბლოგერი’ რადგან უამრავი არაბლოგერი ატარებს კომპიუტერთან უამრავ საათს და თანაც არც აპრიორი ბლოგერი ატარებს დღეში 10 საათს კომპიუტერთან.მოკლედ,ორიგინალისგან ოდნავ სახეცვლილ პოსტს წარმოგიდგენთ:)

განაგრძე კითხვა

ფორთოხლისფერი ფორთოხალი

უკვე შუა ზამთარია,მე კი სეზონური ხილის შესახებ ვერ დამიწერია პოსტი!ალბათ უცნაურად ჟღერს ეს სიტყვების მათთვის, ვინც ჩემი ბლოგის მკითხველი არ არის, რა სეზონური ხოლიო ვითომ, მაგრამ აი ქეთუსის ბლოგის ერთგულმა მკითხველმა იცის, რომ წელიწადის სამი დროისთვის შესაბამისი პოსტი მაქვს დაწერილი და ამ პოსტებში სეზონის ფავორიტ ხილზე მაქვს საუბარი.გახაფხულზე  იყო პოსტი მარწყვზე,ზაფხულში საზამთროზე, შემოდგომას– ყურძენზე.

განაგრძე კითხვა

სხვადასხვა მეტალის იონებით გამდიდრებული წყალი

ადამიანი მუდამ ზრუნავს ჯანმრთელობაზე და მის აღსადგენად სასველად წამლებს მიმარტავს,თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მცენარეული პრეპარატების გარდა გარდა,დამხმარედ შეიძლება მეტალებიც კი მოგვევლინოს.ეს ბევრისტვის მოულოდნელობა იქნება, თუმცა მე მიყვარს თქვენი გაკვირვება და ბლოგზე ხშირად დავდებ ‘უჩვეულო’ მკურნალობის მეტოდებს 🙂 .ზუსტად ამ ერთ-ერთ უჩვეულო მეთოდს გთავაზობთ ამ პოსტში.იმისათვის,რომ ამგვარი მკურნალობის და პროფილაკტიკის ეფექტურობაში დარწმუნდეთ,ჩავრთავ მონაკვეთებს ka.wikipedia.org–იდან.

განაგრძე კთხვა

რა უნდა ვიცოდეთ მზისგან დამცავი ფაქტორი — > SPF-ის შესახებ !

პოსტში გაირუჯე ’ჭკვიანურად’ მქონდა დაწერილი ზოგადი რჩევები, თუ როგორ ავარიდოთ თავი მზისგან დამწვრობას.

ამ პოსტში კი მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია დამცავი საცხების სპეციფიურობაზე.

ცოტა რამ მზის სხივების შესახებ :

მზის ულტრაიისფერი სხივები ორი სახისაა: ალფა (UVA) და ბეტა (UVB). ისინი სახიფათოა კანისა და თვალებისთვის. სხივები უჩინარია, მათი ტალღის სიგრძე არ აღემატება 400 ნმ–ს.

Read more of this post

გაირუჯე ’ჭკვიანურად’

ყველამ ვიცით მზის სასიცოცხლო ძალის შესახებ!რაოდენ სასარგებლო და საჭიროა მისი სხივი ჩვენი ორგანიზმისთვის!
მზის სხივში შემავალი ფოტონები აღწევენ ჩვენი სხეულის უჯრედებში და აცოცხლებენ მათ!
მაგრამ როგორც ყველაფერს, მზის სხივსაც აქვს ‘მედლის მეორე მხარე’.
მზის სხივი,რომელიც ჩვენამდე აღწევს,არის ულტრა იისფერი გამოსხივება,რომლის ზედმეტი ზემოქმედება იწვევს დამწვრობას და ფოტოდაბერებას(ანუ აბერებს კანს!)
განაგრძე კითხვა

გაზაფხული–ურთულესი დრო მოზარდებისათვის!


Read more of this post

როგორ გავუფრთხილდეთ მხედველობას

Read more of this post

გაუფრთხილდით თავს!


ძალიან რთული და განცდებით სავსე კვირა მქონდა,სად მეცალა ბლოგისთვის,იშვიათად შემოვდიოდი,ვნახულობდი ვიზიტორთა რაოდენობას,FB-ზე ერთი-ორჯერ ძველი პოსტები დავაშეარე.ვერც მეგობარ ბლოგებს ვსტუმრობდი იმდენად.

ეხლავე გეტყვით ამ პასიურობის მიზეზს.ჩემი დაიკო,ლიზიკუნა,გამიხდა ავად.აგიღწერთ ზოგადად ყველაფერს,რომ სამომავლოდ გაითვალისწინოთ და სიფრთხილე გამოიჩინოთ.
Read more of this post

ტემპერამენტის ტიპები


მას შემდეგ რაც ადამიანი გონიერ არსებად ჩამოყალიბდა,დაიწყო დაკვირვება ადამიანის ხასიათზე.
განაგრძე კითხვა

როგორ ვებრძვით დეპრესიას?


რამდენიმე დღის წინ დავწერე პოსტი ჩემს ერთ ’დეპრესიულ’ დღეზე,რასაც კომენტარებში ძალიან საინტერესო რჩევები მოჰყვა.გადავწყვიტე ზოგადად დამეწერა დეპრესიაზე და თუ ვინ როგორ ვებრძვით და ვძლევთ მას.ეს ცხოვრება ტორტი არ არის,რომ მზა რეცეპტით ’გამოვაცხოთ’ და ყოველთვის წაგვადგება სხვა ადამიანის გამოცდილება და რჩევა.
განაგრძე კითხვა

მახსოვრობა


-სულ გამოვშტერდი!
-მე ხო სკლეროზი მაქვს!
-როგორ დამავიწყდა!
-ვაიმე,რა უნდა მეთქვა?
-………………
ნაცნობი ფრაზებია,არა? სხვისგანაც ხშირად გვესმის და ჩვენც ხშირად ვამბობთ ასე,და გარშემო ყველას რაღაც ავიწყდება და გაფანტული დადის, ასე რომ ნუ ნერვიულობ,’სკლეროზი’ მარტო შენ არ გჭირს!
განაგრძე კითხვა

%d bloggers like this: