Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Category Archives: ბლოგის სტუმარი

ნინო კობაიძის პოეზია

13607008_1649206255398371_3727389148199234798_nსტუმრის პოსტის სტატუსით გთავაზობთ ეზიაროთ ნინო კობაიძის პოეზიას,,,,

ქალბატონ ნინოს ერთი წიგნი უკვე გამოცემული აქვს და სულ მალე გამოქვეყნდება კიდევ ერთი ლექსთა კრებული.

 

 

 

ბორბალი

სიჩუმე ზოგჯერ რა სანატრელი,

ზოგჯერ კი არის აუტანელიც,

ერთი ესაა, ფიქრი არ გვტოვებს

ახდენილიც და აუხდენელიც.

ბედის ბორბალი მუდამ ტრიალებს,

არ გაჩერდება, სანამ იქნები,

სულ არ ადარდებს შენი კივილი

მაინც არ ტოვებ, გვერდში მიყვები.

მალე სიბნელე სინათლეს შთანთქავს,

ჩაეწურება ესე საღამოს,

მოიძებნება სადმე მავანი,

რომ თავის ნებით ვინმეს აამოს?

განაგრძე კითხვა

Advertisements

SOS!!! თსუ გვპარავს დროს,ნერვებსა და ფულს!

გაინტერესებთ რას ფიქრობს თსუ-ს სტუდენტი თავის სასწავლებელზე?

“ბლოგის ტუმრის” სტატუსით  უცვლელად გთავაზობთ ამ სასწავლებლის სტუდენტის,ალეკო თოთაძის  პრეტენზიებს.ვფიქრობ,ბევრს პუნქტების დამატება მოუნდება,ან სულაც არ დაეთანხმება მას.ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი მოსაზრება კომენტარის სახით მოგვაწოდეთ!

**********************************************************************************************************************

“მეგობრებო ,გაწვდით სასარგებლო ინფორმაციას ჩემი პირადი გამოცდილებიდან თუ რატომ არ უნდა ჩააბაროთ თსუ / TSU-ს მესამე კორპუსსში ჩემ ფაკულტეტზე. მე თვითონ ვსწავლობ ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ვამთავრებ მესამე კურსს.

განაგრძე კითხვა

უცნაური ამბები ჩვეულებრივი ადამიანის არცთუ მთლად ჩვეულებრივი ცხოვრებიდან

მის თავს გადახდენილ იდუმალებით მოცულ მისტიურ ამბებს გვიყვება  ქეთევან გოგიაშვილი (ასევე იხილეთ მისი ბლოგი  infobiz.ge )

(გიყვებით მხოლოდ ქეთუსის ხათრით)

keyდაკარგული გასაღები

 ერთხელ, ახალ სამსახურს ვიწყებდი და დირექტორმა ჩემი კაბინეტის გასაღები გადმომცა, თან გამაფრთხილა – მაგის ასლი არ გვაქვს და კარგად მოუფრთხილდიო.

 საღამოს კარი გამოვკეტე, გასაღები ჯინსის შარვლის ჯიბეში ჩავიდე და პირდაპირ შინ წავედი. სახლში მისულმა კი, ტანსაცმლის გამოცვლისას, აღმოვაჩინე, რომ გასაღები აღარ მქონდა.

განაგრძე კითხვა

თოვლი

დღეს 6 თებერვალია, კვირა, გუშინ დილიდან შუაღამემდე თოვდა და ამ თოვლმა ჩემში რაღაც გარდატეხა მოახდინა.
ზამთარი და თოცლი! განა არის ამაზე ბანალური რამ ?მაგრამ რატომღაც დღევანდელ თოვლს ჩვეული უაზრობით ვერ ვუყურებდი! ვგრძნობდი რომ მომწონდა, მსხვილი, პეპლებივით ფიფქები ერთმანეთში ირეოდა და რაღაც სხვა მოჰქონდათ, რაღაც სისველის გარდა… ვერ ვხვდებოდი რატომ მომწონდა იგი, ჯერ არასდროს განმეცადა მსგავსი რამ…
განაგრძე კითხვა

ბლოგის დიზაინი : ფერები

პოსტის ავტორი:  Xიომა

ბლოგინგი ყოველდღიურად, უფრო და უფრო პოპულარული ხდება. გადავწყვიტე შხამიან ბლოგს ოდნავ სასარგებლო დანიშნულებაც შევძინო და ჩემს ბლოგზე მოხვედრილ, ბლოგის წარმოებით დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარი გამოცდილება გავუზიარო.

აღნიშნული ინფორმაციის შეგროვებას ბევრი დრო მოვანდომე და ვთვლი , რომ ქართულ ენაზე, ბლოგინგით დაინტერესბული ადამიანებისთვის მსგავსი შინაარსის ინფორმაციის ნაკლებობაა. ჰო და მეც ვეცდები ერთი პატარა აგურის დადებას ქართული ბლოგოსფეროს განვითარების საქმეში. 😉
განაგრძე კითხვა

გიორგი გიგაური გარდაიცვალა

ჩემი ბლოგის სტუმარი ამჯერად ბლოგი   ხევსურეთიავტორია.

 

პოეტი გიორგი გიგაური აღარ არის ცოცხალი. მიჭირს ამის თქმა,მიუხედავად იმისა,რომ ეს მოულოდნელი არ ყოფილა,მისი ავადმყოფიბისა და ასაკის გათვალისწინებით. თუმცა, მისი შემხედვარე ადამიანი სიბერეზე აღარასოდეს იჯავრებდა,იმდენად ჭაბუკური და მხნე იყო მისი სული. იგი 83 წლის იყო.
გიორგი გიგაურზე უამრავი რამ შეიძლება ითქვას, როგორც- პოეტზე, ჟურნალისტზე,საზოგადო მოღვაწეზე,მაგრამ მე ახლა მინდა ვისაუბრო ჩემს გიორგი გიგაურზე, გიორგი პაპაზე, რომელიც ძალიან მიყვარდა.

განაგრძე კითხვა

«ჭკვიანი» ხელის სამაჯური!

მინდა გაგაცნოთ პირველი სტუმრის პოსტი ჩემ ბლოგზე.
პოსტის ავტორია მამუკა გუბელიძე.

სიმპათიურმა მოწყობილობამ მიიღო სახელი Up. მისი ტარება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში მოუხსნელად. არამხოლოდ ესტეთიური სიამოვნების მისაღებად, არამედ საკუთარი სიცოცხლისუნარიანობის შესახებ სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად.

განაგრძე კითხვა

ბლოგის სტუმარი

დღეს შევქმენი ახალი კატეგორია — ”სტუმარი” .

სათაურის შესაბამისად ამ კატეგორიაში მოხვდება ის პოსტები,რომლებსაც სტუმარი დაწერს.

ეს სტუმარი შეიძლება იყოს:

  • მოწვეული ბლოგერი,რომელიც თავის პოსტს ჩემ ბლოგზე განათავსებს(guest posts რომ ვუწოდებთ ხოლმე) .
  •  ნებისმიერი ჩემი ბლოგის მკითხველი,რომელიც დაინტერესდება ამ სიახლით და თავისი ჩანახატის ან რაიმე თემასთან დაკავშირებით საკუთარი მსჯელობის გამოქვეყნება სურს.
  • ან თუნდაც ანონიმი პიროვნება,რომელიც პოსტს გამომიგზავნის და ის ასევე გრიფ ’ანონიმურით’ გამოქვეყნდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით შემეხმიანეთ ელ.ფოსტით აი ამ განყოფილებიდან : მომწერე

ასე ვთქვათ,ჩემი ბლოგი თქვენს განკარგულებაშია!

გეძლევათ საშუალება თქვენი პოსტი კიდევ ასზე მეტ(ჩემი ბლოგის ყოველდღიური მკითხველის საშუალო რაოდენობა) ადამიანს გაუზიაროთ!

იაქტიურეთ !

ქეთუსის ბლოგი მუდამ კარგი მასპინძელი იქნება !

%d bloggers like this: