Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

2018 წლის კოლაჟი

ვათვალიერებდი 2018 წლის google-ში ატვირთულ ფოტოებს და საინტერესო ამბების მოყოლა მომინდა,,,ძალიან ნაყოფიერი, დარდიანი და სიხარულიანი იყო 2018 წელი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით…მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

ხომ იცით, რამდენ ცხოველს ვუვლით და რამდენს ვკვებავთ,,,ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ ამას ყოველგვარი დაფინანსების და გრანტების გარეშე ვაკეთებთ, დაუჯერებლად მიაჩნიათ უანგაროება და ცხოველებზე ასეთი ზრუნვა,,,

ეხლა გადავათვალიერე ფოტოები და ზოგზე ამეტირა, ზოგზე გამეღიმა,,,მინდა თქვენც გაგიზიაროთ ჩემი ყოველდღიურობა, თუ როგორ ვცდილობ მიუსაფარი ცხოველების დახმარებას სამსახური და ოჯახიდან თავისუფალ დროს.

ამ პოსტის წერას ვიწყებ 2019 წლის თებერვლის დასაწყისში, დროის უქონლობის გამო მიჯანჯლდება დასრულება(რომ შევატვალიერე, სადღაც 60 ცხოველზე მაქვს დასაწერი, ამიტომ ჯერ ამ 13-ის ჩათვლით გამოვაწვეყნებ და განახლდება ხოლმე აუცილებლად,,,პარალელურად 2019 -ის , წლევანდელის ამბებსაც მოგიყვებით ხოლმე.

მივყვები თანმიმდევრულად…

1.

ბალუ

ბალუ, ნაგაზის მეტისი

ეს უსაყვარლესი ნაგაზი (ან ნაგაზის მეტისი) 2018 წლის 2 იანვარს ვნახე პირველად  მოსკოვის გამზირზე, დედაჩემის კორპუსთან…ახალი გამოსული იყო მუნიცეპალურიდან, ყური საჭდისგან გამიზეზებული ქონდა, ასევე კუდი ქონდა შესიებული,დაჩირქებული,,,ძალიან თვინიერი ძაღლი იყო, ამიტომ მაშინვე მიმაკარა, დავუმუსავე ჭრილობები ზჯანფით და წავუსვი ლევომიკოლის მალამო, მაგრამ არ ურჩებოდა,ვეტერინართან კონსულტაციით ნემსის სახით გავუკეთე ანტიბიოტიკი და მესამე ნემსის მერე ძაღლი გაქრა,კარგა ხანს არ გამოჩენილა.ერთ მშვენიერ დღეს , 11 მაისი იყო, 20180512_214807ერთი გოგონა ფბ-ს ერთერთ ჯგუფში დებს ბალუს ფოტოს, ფეხი აქვს ძალიან ნატკენიო,თურმე ეს ხულიგანი 31 ქარხნის უბანში გადასახლებულა და იქ დამკვიდრებულა,როგორც გავარკვიე, ბავშვებს ძალით მიუგდიათ ერთ ძაღლზე, რომ ეჩხუბათ9არა და ეს ძალიან მშვიდია) და იმ ძაღლს დაუკბენია ასე ძალიან…დავუწყეთ მკურნალობა, ლევომიკოლს ვუსმევდი, ნემსებად ანტიბიოტიკს ვუკეთებდი, და ერთ კვირაში ისევ გაქრა ძაღლი!

გავიდა ერთი თვე და გლდანის მეტროსთან გადაღებული ფოტო დადეს ჯგუფში,ბევრი ძაღლებია,ამით კვებას ვერ ავუდივართო,,მათ შორის ეს ბალუც იყო! ძალიან გამეხარდა!

ბალუ3მეორე დღესვე, 23 ივნისი იყო, წავედი და ტაქსით წამოვიყვანე ბალუ და დავაბრუნე თავის უბანში,,დღემდე არ ვიცი გლდანში როგორ აღმჩნდა.თათი კი უკვე მორჩენილი აქვს, წონაში საგრძნობლად მოუმატნია!..მას მერე თვეში ერთხელ მაინც ამოდის ხოლმე მოსკოვის გამზირზე,ალბათ ვიღაცას მოყვენბა, მერე კი უკან ბრუნდება.

29.02.19

დღეს ჩემმა დამ, ლიზი გორდელაძემ, სულ შემთხვევით ბალუ ზედა სამგორის მეტროსთან ნახა, ჩაკიდა საკუთარი კაშნი და ისე, ფეხით, ჩამოიყვანა მოსკოვის გამზირზე, იქ საიდან აღმოჩნდსა არ ვიცი, მაგრამ ნაცნობ უბანში დაბრუნება გაეხარდა,,,გვიან საღამოს კი მეგობარმა უკვე 31-ე უბანში ნახა,,,’გულაობს’ ბიჭი :))

52453398_1255320811297938_9200523128667635712_n

2.

ნაცრისფერი კნუტი

ეს კნუტი ვიპოვეთ, მოვიყვანე სახლში,დავბანე, ჭიის წამალი დავალევინე და ძალიან კარგ ხელში გავაჩუქე კვირანახევარში!

3.

ძაღლების ჩხუბი

ძაღლების ჩხუიბი

6 იანვარს მოვდიოდი ამ ტერიტორიაზე და დავინახე, რომ პიტბულებს აჩხუბებდნენ(ჯერ ლკიდევ ლეკვები იყვ ენენ) ჩემი მუქარის მერე, რომ ვიღებდი და ეხლა პოლიციასა გამოვიძახებდი, დაიშალნენ,,,პოლიცია მაინც გამოვიძახე, მერე განყოფილებაში ფაქტზე განცხადებაც დავწერე..

4.

ბუჩო და როკის ამბავი

ეს ხვადი ძმები მოსკოვის განზირის, შანხაის ტერიტორიაზე,თბილპრიბორთან ცხოვრობდნენ,,,,ჯერ კიდევ წინა წლიდან(2017) მოყოლებული ხან დემადეკოზზე ხან სოკოზე ვმკურნალობდით,,,მერე დაიკარგნენ,,,ორი თვის მერე ჩვენი უბნის მოშორებით ვიპოვეთ, ისევ ამ დღეში,,,ჯგუფის დახმარებით და ჩვენი სახსრებით ვუყიდეთ ბრავექტო ორივეს,,,18 თებერვალს ერთს რომ დავალევინე, მეორეს შევატყე, რომ ყბა ქონდა გასიებული…უბანში ერთი ძუ ძაღლი ამძუვნებული ყოფილა და დაჭამეს ძაღლებმა ერთმანეთი, ის ძაღლი მუნიცეპალურში გავუშვი სტერილიზაციაზე, ამას კი მკურნალობა დავუწყეთ.მივიყვანეთ სამგორში სანდრო ექიმთან, გამოუსუფთავა ჭრილობა, გამოუყვანა ქვეყანა ჩირქი,,მერე კი უკვე ჩვენ თვითონ იგივენაირად ვუკეთებდით პროცედურებს,,მანამდე კი ლიზისთან აივანზე გვყავდა, ნემსებსაც ვუკეთებდით.ჭრილობები კი მოვურჩინეთ, მაგრამ კანის დაავადება ვერა, კიდევ უფრო გაურთულდა, სოკოს სამკურნალოდ წყალბადით ვუწმენდდით, კლოტრიმაზოლს ვუსმევდით.ერთ საღამოს კი უცებ კრუნჩხვები დაემართა…მაშინვე წავიყვანეთ სადღეღამისო კლინიკაში, ტელევიზიის წინ რომ არის, როგორც კი ნახა ვეტმა თქვა, რომ ამას ლეიშმანიოზი ექნებაო,ტესტი გავუკეთეთ და დადასტურდა,ბუჩო კი კვლავ კომაში იყო,,,მივიღეთ ძალიან რთული გადაწყვეტილება და დავაძინებინეთ ჯერ კიდევ კომაში მყოფი.აი ასე დაგვეღუპა ბუჩო, ჩემი ტკბილი ცუგა ;( მისი ძმა, როკი, კი მორჩა, შესანიშნავად იყო,თუმცა გადასხლდა სხვა უბანში და უკვე კარგა ხანია არ მინახავს.

1ბუჩო20180402_09205120180402_09213320180402_092104

5. ნაცრისფერი კნუტი

2018 წლის 3 იანვარს ეს კნუტი ვიპოვეთ ქუჩაში! ვიცოდით, რომ გაჩუქების დიდი შანსი ქონდა, ამიტომ ამოვიყვანე სახლში, დავნბანე, ჭიის წამალი მივეცი და დავიწყე გაჩუქება…ერთ კვირაში გაჩუქდა პატარა ფისუნია.

6. “ბრატ”

ბრატ

ეს არის ხვადი ულამაზესი მეტისი, რომელიც ჩვენ უბანში გაიზარდა, მას მფარველობდა ერთი გაჭირვებული მამაკაცი და “ბრატს” ეძახდა,,,სანამ ახლაგზრდა იყო, მთელი უბნის ხროვის მეთაური იყო ხოლმე, ბევრჯერ იჩხუბა, ბევრჯერ მანქანამ დაარტყა,ასეთ დროს ჩამოართმევდნენ ხოლმე პირველობას, მაგარამ მხოლოდ დროებით. როგორც კი მომჯობინდებოდა–კვლავ ლიდერი იყო ხოლმე! გავიდა წლები და ბრატი დაგვიბერდა,დაეწყო კანის პრობლემები,ვასვი წამლები, ნემსებიც გავუკეთე,,,ურჩი ცუგა იყო, მიკბინა კიდეც ნემსის გკეთებისას, მაგრამ კანზე ეშველა,,,2018 წლის გაზაფხულზე მოკვდა, 14-15 წლის ასაკში!

7. ჩარლი

“ბრატის” ძებნისას , 2018 წლის 17 თებერვალს, წავაწყდი ამ გაუბედურებულ არსებას,,თვალების პრობლემა–ბრმა იყო, ძალინ გამხდარი, ფეხზე აშკარად ძაღლის ნაკბენით, უკარება, მშიშარა!კისერზე ბეწვის მდგომარეობაზე ეტყობოდა, რომ საკმაოდ დიდ ხანს საყელო ეკეთა,აქედან დასკვნა — ჩარლი გამოგდებული იყო, რადგან დაბერდა და დაბრმავდა!.გული დამეწვა და არ ვიცოდი რა მექნა! იქვე ვაჭამე, მერე კი ვეცადე მიმეკვლია,თუ სად ბინადრობდა!ვნახე სადაც დაწვა, მივუტანე თბილი დასაფენები, მაგრამ აგრესიულად შემხვდა, რადგან ბრმა იყო.გულდამძიმებული წამოვედი და მთელი ღამე ვერ დავიძინე დარდით,დილით ისევ მივედი და ადგილზე დამხვდა, მივუტანე საკვები და წყალი,,,გულდამძინმებული წამოვედი სამსახურში და მისი ფოტოები დავდე იმედის ნაპერწკლით, რომ ვინმე მიიკედლებდა ამ საბრალოს! საბედნიეროდ მალევე გამომეხმაურნენ! შორენა მოსემღვდლიშვილმა შემომთავაზა, რომ სახლში მეყოლებაო მანამ, სნამ მისი ჩუქების მსურველი, მედეა ლომსაძე,საზღვარგარეთიდან ჩამოვიდოდა! სამსახურიდან მოსული,მე და ლიზი წავედით ჩარლის მოსაძებნად,ისევ იმ ადგილას იყო! ფრთხილად გადავაფარეთ ტანზე და თავზე დიდი ზეწარი, მეშინოდა მაინც არ ეკბინა,,მაგრამ ხელში აყვანისთანავე გაიტრუნა და მხარზე თავი დამადო!,,,წავიყვანე გლდანში შორენასთან, რომელმაც ბევრი იტირა მისი ნახვისას,,,შორენამ და მისმა მეუღლემ,ზურრამ,სულ რამდენიმე დღეში ეს გასაცოდავებული,დაშინებული არსება ცოცხალ და თავდაჯერებულ ძაღლად აქციეს! აპრილის დასაწყისში მეგი ჩამოვიდა საქართველოში და მე და ლალიკომ მას საგარეჯოში წავუყვანეთ ჩარლი! ჩარლი დღესაც მედეასთან არის,მოპუტკუნდა,,,მაგრამ აღმჩნდა, რომ მას ფილტვების პრობლემა აქვს,მედეამ ორჯერ ჩამოიყვანა გამოკვლევებზე და ბოლო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჩარლის ფილტვზე სიმსივნე აქვს, ამიტომაც ფფამუდმებით ახველებს! მედეა მას მუდმივად წამალს აძლევს…აი ასე დაგვამწუხრა ჩარლიკომ!

ჩარლი1 ჩარლი2 ჩარლი3 ჩარლი4 ჩარლი5

ჩარლი

ჩარლიკო გამოკვლევაზე

8. სამი ლეკვის ამბავი

2018 წლის 17 თებერვალს თინათინ ჭეიშვილმა მთხოვა დავხმარებოდი სამგორის ტერიტორიაზე სადღაც ჩამოსმული 3 ლეკვის პოვნაში! თურმე ადამიანს,ვინც თინას დაეკონტაქტა, დაეზარა ლეკვების თინამდე მიყანა(თავიდან იცილებდა) და უბრალოდ დაურეკა, რომ სამგორში აი სადღაც სახელოსნოსთან რომელიღაც ძველი მანქანის სავარძელზე დასვა ყუთით! და გათიშა ტელეფონი! თქვენ ვერ წარმოიდგენთ მე და თინამ რამზელა ტერიტორია დავიარეთ კითხვა-კითხვით! საბოლოოდ გავარკვიეთ ლეკვების ბედი! ერთ კეთილ ადამიანს, დევნილს, რომელიც ნახევრადდანგრეულ შენობაში ოჯახიანად იყო შესახლებული, ღამევე უპოვია ეს ლეკვები,გათოშილი და მშივრები ტიროდნენო…მის სახლთან მდგარ ძაღლის სახლში თბილად დაუბინავებია და საჭმელიც უჭმევია! ვერ წარმოიდგენთ რა გახარებულები ვიყავით სამივე ლეკვი რომ ვიპოვეთ! წამოპვიყვანეთ ლეკვები და ერთი იქვე სახელოსნოს მეპატრონემ იჩუქა, ერთი მე წამოვიყვანე სახლში, ერთი თინამ,რამდენიმე დღეში ეს ორიც გაჩუქდა!

ლეკვები1 ლეკვები2 ლეკვები3 ლეკვები4

9. კიკვიძელი ბუჩო

ტებერვლის შუა რიცხვებში შევიტყვეთ, რომ კიკვიძის პარკში, სადაც ჩემი დიშვილი ძაღლს ასეირნებდა ხოლმე, დაბინავდა 7-8 თვის ხვადი ლეკვი,რომელსაც ახველებდა.ლიზი, ჩემი და, სამსახურის მერე მიდიოდა და ცდილობდ ენახა, წამალი მიეცა, მაგრამ ყოველთვის ვერ ნახულობდა, ამიტომ ერთ მშვენიერ საღამოს, სამსახურის მერე ,გავედით, ვიპივეთ ბუჩო (ასე დავარქვით), წამოვიყვანეთ ლიზისთან სახლში და მის აბაზანაში დავაბინავეთ, დავუწყეთ საინექციო ანტიბიოტიკებით მკურნალობა,ერთი კვირა ვუმკურნალალეთ, გამოკეთდა ბუჩო და კვლავ დავაბრუნეთ კიკვიძის პარკში,,,,რამდენიმე ხნის მერე მუნიცეპალურს წაუყვანია ,კასტრირებუის და საჭდის დადების მერე კვლავ დააბრუნეს პარკში.,,გაიზარდა და ბოდიალა ცუგო დადგა, იქიდან ნაძალადევში დადის ერთ ზოომაღაზიაში,რომ სასუსნავები დასტყუოს ინგა რაჯავს,,,ხან ვიღაცას გაეკიდა, ხან უკბინა, ამიტომ ეხლა ვცდილობთ გავაჩუქოთ,პოსტებს ვდებთ ხოლმე ფბ-ზე.

კიკვიძელი ბუჩო კიკვიძელი ბუჩო 2.jpg კიკვიძელი ბუჩო3.jpg

10. ნაგაზი ჯინა

ეს ნაგაზი უბანში 2018 წლის თებერვალში გამოჩნდა,ძალიან მორიდებული, დინჯი და კარგი ზნის ძუ ძაღლი იყო, 22 თებერვალს მუნიცეპალურს გავასტერილებინე, რამდენიმე დღეში უკან დააბრუნეს,მაშინაა ეს ფოტო გადაღებული,,,,რამდენიმე თვეში, გაზაფხულზე მოწამლულა, როგორც ამიღწერეს და მომკვდარა,ისე, რომ საკმაოდ გვიან გავიგე,,,,ძალიან დამწყდა გული..

ჯინა

11. ლუსი

8 მარტს დილით, ლიზი რომ სამსახურში მიდიოდა, კართან დახვდა პატარა ლეკვი,როგორც შევატყვეთ მერე, ფაღარათი ქონდა და ასევე თვალებიდან და ცხვირიდან ჩირქიანი გამონადენი.ლიზიმ სახლში შემოიყვანა და დავუწყეთ მკურნალობა,ლუსი გვყავდა ჯერ დათო ნანობაშვილთან და მაშინვე თქვა, რომ აქვს ჭირიო, მოგვცა დანიშნულება, მერე გვყავდა ვარკეთილში დათო ომარაშვილის კლინიკაში , აქაც ჭირი დაგვიდასტურდა….დაიწყო ხანგრძლივი  მკურნალობის პროცესი, რომელმაც თითქმის 3 თვე გასტანა.ამ პერიოდში რამდნეიმე ანტიბიოტიკების კურსი, კვირაში ერთხელ ვეტთან კლინიკაში მიყვანა, ხველის მორჩენა-შებრუნება …. საბოლოოდ მოვარჩინეთ ლუსი! ლუსიკო გავაჩუქეთ კიდეც და უსაყვარლეს ოჯახში ცხოვრობს ძალიან ბედნიერად!

ლუსი ლუსი2 ლუსი3 ლუსი4ლუსი5

12. ჩაპა

ჩაპა 4-5 თვის ლეკვი იყო, როდესაც ჩვენ უბანში გამოჩნდა,ძალიან მხიარული, კარგი ზნის და საყვარელი ძაღლი დადგა! მარტის თვეში შევამჩნიეთ, რომ ყბაზე ქონდა პაპილომები გამოსული, ვიდეო ვაჩვენეთ ვეტს და გვითხრეს, რომ დაგვეცადა, შეიძლება თავად გამქრალიყო, თუ გაუმრავლდებოდა, მერე მიგვემართა ექიმისთვის,მართლაც,აღარ გამრავლებია,,,მაგრამ რამდენიმე ხანში, აპრილში,კუდთან ბეწვი გადაძვრა და ხორცი მოუშიშვლდა,მივხვდით, რომ სოკო იყო, დავუწყეთ მკურნალობა.ის ადგილი გავუწმინდეთ ქლორჰექსიდინით და წავუსვით კლოტრიმაზოლის მალამო, გავუკეთეთ ვაკდერმის ნემსი(ჯამში 4 ნემსი გავუკეთეთ 10 დღიანი ინტევალებით) და დექსამეტაზონი,რომ ქავილის შეგრძნება არ ქონოდა. რამდენიმე დღეში მოუშრა იარა, ერთ კვირაში კი ბეწვიც ამოუვიდა.ბოლო ფოტო 24 აპრილსაა გადაღებული, უკვე ბეწვი იწყებდა ამოსვლას..მასთან ერტად ერთი სხვა ძარლსაც ვუმკურნალეთ მე და ლიზიმ, ანოლოგიურად ქონდა მასაც, მაგრამ უკარება ცუგა იყო, ფოტოც ვერ გადავუღეთ, უცბად დავუმუსავეთ, დავარჭეთ ნემსი და გავუშვით, მას მერე აღარ მოგვეკარა, მაგრამ ამ ერთმა დამუშავება და ნემსმაც თავისი ქმეს, უკვალოდ გაუქრა დაავადება!

20180304_093826 აპა1 ჩაპა 3 ჩაპა 4 ჩაპა2

ზაფხულში გავატანეთ მუნიცეპალურს კასტრირებისთვის, ორ დღეში მოგვიყვანეს უკან,შესანიშნავად იყო!,დაუმეგობრდა ჩარლის, ბედნიერ ჯანმრთელი ცუგა იყო!

სექტემბერი იყო,,, სამი დღე არ ჩანდა,ვეძებდით, მერე გვითხრეს, რომ ჩაპა ბუჩქებთან იწვა,რომ ვნახე, აღენიშნებოდა ფაღარათი, გავაქანე ვეტექიმთან, გაუკეთდა გადასხმა, ანტიბიოტიკები, ვიტამინები…წამოვიყვანე სახლში,ლიზისთან აივანზერ გვყავდა,დღის განმავლობაში დედაჩემი ასმევდა რეჰიდრონს…საღამოს კვლავ ვეთან წავიყვანე,, მაგრამ მეორე დღეს, სექტემბრის  20 რიცხვში დაიღუპა.ეს იყო მწვავე  ენტერიტი!

13. ჩარლი

ჩარლი1

ჩარლი ჩვენ უბბანში უკვე საჭდიანი გადმოსვეს 2018 წლის თებერვალში,,, როგორც ამის წინ საჭდის ნომრით გავარკვიე, ვორონცოველი ყოფილა, ორჯერ წაუყვანია მუნიცეპალურს, მეორედაც დაკბენის ფაქტზე ალბათ და ამიტომ იმ უბანს მოაშორეს და ჩვენთან ჩამოსვეს, თუმცა ეს ცუდი ზნე არ მოიშორა, მინდა გითხრათ :))) მცირე დემოდეკოზის ფორმა დაეწყო და ჭიის წამალ ბროცვანოლ პლიუსის 10 დღიანი ინტერვალით 3-4 ჯერადად მიცემით მოვარჩინეთ.

25 აპრილს, საღამოს, პირდაპი ჩვენ თვალწინ ჩარლის დაარტყა მანქანამ! ბორბლებ ქვეშ მოიქცია და ახოხიალა! ჩარლი ბარბაცით წამოიწია და გაიქცა! დავიშოკეთ, გვეგონა ადგილზე მოკლა,,,ის კი გაიქცა,,,მე და ლიზი ძაღლებს ვასეირნებდით მაგ დროს, გავეკიდეთ ძაღლებიანა,სად არ ვეძებეთ–ვერ ვიპოვეთ! ავიყვანეტ ძაღლები სახლში და კვლავ ვეძებეთ! ვერსად ვნახეთ. ორი დღეის მერე დილით თვითონ მოვიდა, დარბაცით დადიოდა,დარეტიანებული. მთავარია  — ცოცხალი იყო.უბედნიერესი ვიყავი, რომ ვნახე!

თავზე ქონდა ჭრილობა და ის დავუმუშავე.რენტგენზეც წავიყვანეთ, ცხოველმოყვარულები თანხით დაგვეხმარნენ, მაგრამ ვეტქიმმა არტურ ლაგოვსკიმ რენტგენი არ გადაუღო, ” ისედაც ეტყობა, რომ ტვინის შერყევა აქვს, მშვიდად იწვეს, თავად გამოვა მდგომარეობიდანო,შინაგანი სისხლდენა რომ ქონოდა, აქამდე მოკვდებოდაო”, ასე დაგვამშვიდა და გაგვიშვა სახლში,,ეზოში ვერ დავტოვე, ავიყვანე ჩემთან აივანზე და იქ იწვა 4 დღე, მეოთხე დღეს ღა წამოწია თავი, კუდი გააქიცინა,,

მეხუთე დღეს კი ვეღარ გაჩერდა და ჩავუშვი ეზოში, მაშინვე სირბილი დაიწყო,,,თავზე 5 სანტიმეტრიანი გადამსკდარი იარა ქონდა, ლევომიკოლს ვუსმევდით და უკვალოდ შეუხორცდა, გაკერვაც კი არ დაჭირდა.

ჩარლიკო ეხლაც შესანიშნავად გრძნობს თავს. ამ ზამთრისთვის ხან მუტყაოს სახლი გავუკეთეთ, მერე ხის სახლი გაუკეთა ჩემმა მეგობარმა ილიამ და ასე,გემრილად გამოვაზამთრეთ,ერთი პერიოდი დაქალიც ყავდა, ბიბი, მერე ის გავაჩუქეთ და დაცა მარტო.

ჩარლის სახლი2

ერთია, რომ ზოგ ადამიანს საკბენად გამოეკიდება ხოლმე, თუმცა არავისთის უკბენია ძალიან,,ამირტომ გვინდა ის გავაჩუქოთ. ეზოიანი სახლისთვის შესანიშნავი მცველი იქნება!

თუ ვინმეს მისი აყვანის სურვილი გაგიჩნდათ, მომწერეთ პირადში

14. ლევანის ნაპოვნი ჭირიანი ლეკვი “ლედი”

19 აპრილი იყო, ლევანიმ ერთ ჯგუფში ფოტო დადო, რომ ჩემთან ახლოს ბუჩქებში გასაცოდავებული , გამოფიტული და აკანკალებული ლეკვი ვიპოვეო,,როგორც იქნა, გამოიყვანა ბარდებიდან. გამოიძახა მონიტორინგის სამსახური და თავშესაფარში წააყვანინა. იქიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ლეკვს დაუდგინდა ჭირი, უკვე შორსწასული ფორმა და ან უნდა დაეძინებინათ, ან უნდა გამოეყვანა და ყველა სანიტარული ნორმის დაცვით ეცადა მისი გადარჩენა. ლევანიმ ვერ გაიმეტა ლეკვი დასაძიბლად და მზადყოფნა გამოხარტა ლეკვის მკურნალობის,,,ჩვენც დავეხმარეთ, ზოგმა თანხით, ზოგმა წამლებით და ზოგმა ფიზიკურად,,,დღეში ორჯერ მივდიოდი( რახან ჩემგან მაინცდამაინც შორს არ ცხოვრობდნენ, მე ვიტვირთე მკლურნალობა) და ნემსებს ვუკეთებდი, ლევანი და დედამისი, მანანა, ძალებს არ იშურებდნენ, რომ ლეკვი გადაერჩინათ,,,რამდენჯერმე მყავდა დათო ომარაშვილთან კლინიკაში. ყევლაფერი უკეთდებოდა, რაც კი შეიძლება, მაგრამ დღითი დღე ლეკვი მძიმდებოდა და მეცამეტე დღეს მოკვდა. ლეკვს მანანამ ლედი დაარქვა.ძალიან დაგვწყვიტა პატარა არსებამ გული…

15. ბუბუ

32561081_165767564104260_267259154651938816_n

8 მაისს კახეთის რომელიღაც სოფელში ეს გაჭირვებული ძაღლი , ბუბუ, ცხოვრობდა,,,როგორც აღმოჩნდა, პატრონმა ლეკვობისას რომ შეაბა საყელო, რაც გაიზარდა, ხელი ვერ მოკიდა, ვერ მოხსნა და ასე ,ზრდასრულს, ჩაახორცდა ყელში, რაც დიდ ტკივილს და სტრესს აყენებდა. ძაღლი გააგრესიულდა და ჩუმად იტანჯებოდა,,,

FB_IMG_1526072378176

მისი ფოტო ინტერნეტში მეზობელმა ბიჭმა დადო და შველა ითხოვა,,,საინიციატოვო ჯგუფი შეიკრა, გიგა ჯოჯიშვილი და ლალიკო ზურაბაული წავიდნენ სპეცილაური მანქანით მის ჩამოსაყვანად,,,ლალიკოს მთელი მისი ცოდნა და უნარი დასჭირდა, რომ რაღაცნაირად ძარლისთვის დასაძინებელი ნემსი გაეკეთებინათ, რომ ეს უშველებელი ძაღლი მანქანაში შეეყვანათ და თბილისში ჩამოეყვანათ, რასაც წარმატებით გაართვეს თავი.

FB_IMG_1526072388028

თბილისში ლაგოვსკის კლინიკაში გაუკეთდა ოპერაცია ძაღლს, მისი ყელიდან ამოიკვეთა,პირდაპირი გაგებით — საყელური, ამოიკვეთა სიმსივნური წანაზარდებიც, რაც ინფექციაშესულ ჭრილობაში წარმოიქმნა.

32190983_1988223077877968_62234943702433792_n.jpg

20180509_134337.jpg

ოპერაციის მერე  ბუბუ სტაციონარზე “ვეტ ჰაუსში” გადაიყვანეს, სადაც მას კარგი ფასდაკლება გაუკეთდა, თუმცა ნემსების გაკეთებას ვერ ახერხებდნენ ჩვენი დახმარების გარეშე, აქ ჩავერთე მე, მივდიოდი ყოველ დღე, სამსახურის მერე, და ვუკეთებდი ნემსს, ყელზე ვუსმევდი მალამოს. იქ ბუბუ პატარა გალიაში იყო, გამოგვყავდა და დიდ აივანზე ვასეირნებდი, როგორღაც აალიკაპს ვაცმევდი და უცბად ნემსს ვუკეთებდი,,,ძალიან ვწვალობდით ისევ გალიაში შესმაზე …10 დღის მერე ვეღარ გააჩერეს იქ ბუბუ, ამიტომ ორი დღე სხვა კლინიკაში მოგვიწია მისი დატოვება, ტელევიზიის წინ რომაა.

მერე კიდევ კარგი გამოჩნდა ფასიანი შემფარებელი საირმის ქუჩაზე, სადაც დიდი გარაჟში იყო დაბმული ბუბუ, თითქმის ერთი თვე იქ გვყავდა ბუბუ და მორიგეობით მე და გიგა დავდიოდით, საჭმელს ვაჭმევდით, ვასეირნებდით და ნემსებს ვუკეთებდით,მალამოს ვუსმევდით.ამ პერიოდში ორჯერ გაიხსნა ჭრილობა ბუბუმ და ხელახალი გასაკერი გახდა,,,იქ მეტად ვერ ვაჩერებდით, არც გაჩუქდა, ამიტომ გადაწყდა მისი ელიზბარაშვილის თავშესაფარიში გადაყვანა, რადგან ბატონმა თამაზიმ თავიდანვე გამოთქვა სურვილი დახმარებოდა ბუბუს, მოკლედ, სხვა გამოსავალი რომ არ იყო, ბუბუ იქ გადაიყვანა გიგამ

20180529_194304

20180613_19275120180613_19282120180622_193140

…ასე იცხოვრა თითქმის ერთი თვე ბუბუმ VIP 2 ვოლიერში,,თავშესაფრის თანამშრომლები ყველანაირად ცდილობდნენ ბუბუს ჭრილობა მოერჩინათ, შეხორცებაც კარგად წავიდა,,,მე და გიგა კი ხშირად ვაკითხავდით ბუბუს. გამოგვყავდა ვოლიერიდან, დიდი მოედანზე აშვებულს ვასეირნებდით, ვეთამაშებოდით ხოლმე.

19 ივლისს კი ბუბუ მკვდარი ნახეს!ბატონმა თამაზიმ განგაში ატეხა, პოლიციაში საქმეც კი აღძრა! ლეში ექსპერტიზაზე გაგზავნა, რომ გაეგო რა გახდა ძაღლის ასეთი უეცარი სიკვდილის მიზეზი….მიზეზად კი ღვიძლის ტრომბი დასახელდა…მე და ლალიკო არ დავჯერდით მშრალ ინფორმაციას, პირადად ვნახეთ ექსპერტი და სხვა წვრილმანებიც გავარკვიეთ,,,რორც აღმოჩნდა, ბუბუ შინაგანად საკმაოდ ავადმყოფი ძაღლი იყო, ღვიძლში გაკვეთამ დდი ტრომბიო აჩვენა, ტვინი კი მუჭისხელა ქონდაო, როგორც თქვა ექსპრეტმა..ეს იმით ახსნა, რომ ალბათ ლეკვობისას მოჭერილმა საყელომ ვერ მიაწოდა საკმარისი სისხლი ტვინსო და ის ვერ განვითარდაო. აი ასე მოგვიკვდა ჩვენი ბუბუ, რომელმაც დიდი გულისტკივილლი დაგვიტოვა ბევრ ადამიანს.

16. ზუკა

20180526_123023.jpg

2018 წლის 26 მაისი იყო, რომ შემატყბინეს,  ვარკეთილში  3ა მიკროში, 338 კორპუსთან 10 კილომდე ძაღლიაო ჭირის ნიშნებითო. ქონდა ცხვირიდან გამონადენი, თვალებიდანაც, სუსტად იყო, უმადობა ქონდა. კონსულტაცია გავიარეთ დათო ომარაშვილთან ,რომელმაც დაუნიშნა ამოქსაცილინი, გისკან 5 , მილგამა, მერე რიბავირინიც დავუმატეთ.საკმაოდ მოშორებით იყო ჩემგან, მაგრამ მაინც ვახერხებდი დილით სამსახურამდე და საღამოს, სამსახურის მერე მის მონახულებას და ნემსების გაკეთებას, ორჯერ ჩემი შვილი გავუშვი, როდესაც ვერ ვახერხებდი,,,იქაური უკეთილშობილესი ადამიანები, ინიციატორები მეხმარებოდნენ ლალი პეტაშვილი და ანანო აფციაური..

ერთ კვირაში შედეგი მივიღეთ კიდეც, ლეკვი თავს უკეთ გრძნობდა, გაუქრა ხველა და ცხვირიდან გამონადენი, მხნედ იყო უფრო.

მაგრამ 2 ივნისს ძაღლი შეუძლოდ გახდა, კვნესოდა,ძალიან ცოტა ჭამა, ამიტომ წავიყვანე დათო ომარაშვილთან კლინიკაში. დათომ რომ დაათვალიერა, შეამჩნია, რომ ძაღლს მთელ ტანზე ქონდა ბუზის კვერცხები (თუთის ქვეშ უყვარდა წოლა, სადაც ბევრი თუთა იყო ჩამოყრილი და ბუზებიც ესეოდა), მუცელიც ვუნახეთ, უკვე შიგ ქონდათ ბუზებს შეღწეული, რადგან რომ მოვუჭირე ხელი, მატლები ამოვიდა!

20180603_18383220180529_09381620180602_15403220180602_183603

რეკომენდაცია იყო, რომ დამებანა ძაღლი,,,ხოდა წავიყვანე სახლში, დავბანე ზუკა “კრეოლინში”, დავაცალე ბუზის კვერცხები, ავაჭერი ის ბეწვი,სადაც ჩაბუდებული იყვნენ, კარგად დავბანე, გავაშრე და ისევ დათოსთან მივიყვანე კლინიკაში,,,იქ დათომ გაუკეთა რამდენიმე ნემსი პარაზიტებისთვის, და ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ჭირი არ იყო, ეს იყო გაციება და თან დართული პარაზიტებისგან სისუსტე…ზუკა ფეხზე ვერ დგებოდა, კვნესოდა,წუხდა,…იმ საღამოს მივიყვანე მის ადგილას, მეორე საღამოსაც მოვინახულე, ახალ ადგილას სახლი დავუდგით, კარგად მოვუწეყეთ,,,დათვალიერებისას ისევ კვერცხები აღმოვუჩინე მუცელზე, ბუზები ისევ ესეოდა, ავაჭერით ბეწვი, სადაც კვერცხები იყო, მუცელზე იარები ზეჟანგით დავუმუშავეთ მე და ლალიმ, ასევე რწყილების წამალიც დავასხით.4 ივნისს ლალიმ მითხრა, რომ ცოტა უკეთ არისო, ბუზის კვერცხები აღარ ქონდაო,, კარგად ჭამაო,,,ანანო კი დათო ექიმთან იყო მისული და კიდევ ორი დღის წამალი წამოიღო, ესეც კიდევ პარაზიტების წამლი იყო.

20180603_191702

5 რიცხვში ზუკა უკვე კარგად იყო, საღამოს ანანომ ნემსებიც გაუკეთა, მე აღარ გავსულვარ, მშვიდად დაიძინა ღამეო. მომდევნო დღეს კი, 6 ივნისს, ლალის მკვდარი დახვდა ზუკა….როგორც ჩანს წავაგეთ ბრძოლა მატლებთან.

ლალიმ განსაკუთრებით განიცადა ზუკას სიკვდილი, ძალიან დარდობდა დიდი ხანი,,,

ძალიან გული მტკივა ამ საბრალო ზუკაზე, რომ ვერ მოხერხდა მისი შველა.

17.  სოლოლაკელი კატა

36246670_1847486905294656_4793771809776336896_n.jpg

26 ივნისი იყიო, როდესაც რომელიღაც ჯგუფში დაიწერა, რომ ამ კატას,რომელიც სოლოლაკში, ‘ბუნების” ზოომაღაზიასთან ცხოვრობდა, დახმარება სჭირდებოდა. ფოტოზე აშკარად სჩანდა, რომ კატა იყო ძალიან ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაში: გამხდარი, გაუფერულებული ბეწვით, ჭუჭყიანი, ყბაზე კი ორი დიდი დაჩირქებული ჭრილობა ქონდა. მე და ანუკა ბარათაშვილი შევთანხმდით, რომ ადგილზე ვუმკურნალებდით კატას, ასეც მოვიქეცით. ადგილზე მისულებს(სამსახურის მერე) მართლაც გასაცოდავებული კატა დაგვხვდა. საბედნიეროდ, ფისო ძალიან მორჩილი იიყო და ყველანაირი პროცედურის ჩატარების საშუალება მოგვცა,გავიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან და დავუწყეთ მკურნალოა.

მოვაცილე ჩირქი და მკვდარი ქსოვილები, ღრძილებიც გავუწმინდე ჩირქისგან და დანეკროზებული ქსოვილებისგან, რასაც ფისო მოთმინებით იტანდა. გავუწმინდე ჭრილობები ზეჟანგით, გარე ჭრილობებზე წავუსვი იხტიოლის მალამო, რომ ამოეტანა შიდა ქსოვილებიდან ჩირქი.დავალევინე ნახევარი კაფსულა ამოქსაცილინი(250მგ-იანი).

27-ში უკვე უკეთესი სურათი დაგვხვდა! დანეკროზებული ქსოვილები მოშორდა,. ჭრილობა კვლავ დავუმუშავე, ამჯერად ლევომიკოლის მალამო წავუსვი და ნემსის სახით გავუკეთეთ ანტიბიოტიკი, ბიცილინი. კატამ აშკარა შვება იგრძნო, ჭმა დაიწყო, კრუტუნიც კი.

20180630_175723

7 დღე ვუკეთებდით ანტიბიოტიკს, ასევე C ვიტამინს, ფერუმ-ლეკს ვასმევდით(რკინის შემცველობა), ვუკეთებდით მეტაბოლაზას.

3 ივლისს მოვრჩით მის მკურნალობას და ჭიის წამალიც მივეცით. მის ამბავს ვკითხულობდი ხოლმე, ასე 26 ივლისსაც მომაწვდინეს ხმა, რომ ფისო შესანიშნავად იყო! კიდევ ერთი ცხოველი დაუბრუნა ცხოვრების ჩვეულ რეჟმს!

20180702_190605

18. ვასკა

20180721_120225.jpg

ჩემ უბანში, ცოტა ზემოთ, ერთი კორპუსთან ცხოვრობდა ეს ცუგა, სახელად ვასკა.ერთ დღეს დამიკავშირდა ერთი ქალბატონი და დახმარება მთვოვა,ვასკა ცუდად გრძნობს თავსო.

2 ივლისი იყო, რომ მე და ლიზიმ, ჩემმა დამ, ვინახულეთ..ღრძილები ქონდა ღია ფერის, ზოგადი სისუსტე, უმადობა.

20180702_205318

ვესაუბრეტ ერთ ვეტექიმს და მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს იყო პიროპლაზმოზის მეორე სტადია.დავუწყეთ მკურნალობა.გავუკეთეთ კოფეინი, რინგერი, მეტაბოლაზა, ვიტამიანი ც, პიროტექსი 0.5 მგ, იმუნოვეტი(1 ფლაკონი),,,ეს ყველაფერი 2 დღე ვუკეთეთ,თან მზე რომ გადადიოდა მერე და პიროტექსის მერე თავზე წყალი დავასხით, როგორც ვეტექიმმა გვითხრა. ეს ყველაფერი კარგად გადაიტანა.

20180703_233420

 

რამდნეიმე დღე ძარლი კარგად იყიო, მერე კი, 19 ივლისს, ძაღლი ნახეს, რომ ცუდ მდგომარეობაში იყო,,, მე და ლიზიმ წავიყვანეთ ვარკეთილში დათო ომარაშვილთან,ძაღლს აღმოაჩნდა მწვავე ფილტვების ანთება, ფილტვები მთლიანად სითხეში ქონდა, ამიტომაც გულიც ცუდად ქონდა.დატო ექიმმა დაუნიშნა მკურნალობა. თუმცა ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს და არ ვიცი როგორ გადაიტნსო.

20180719_152809

28 რიცხვამდე ვუტარებდით დანიშნულებისამებრ მკურნალობას , ძაღლი ბევრად უკეთ იყო, უკვე სეირნობდა კიდეც, მაგრამ ერთხელ, 29 ივლისს, ანუ მომდევნო დღეს, როდესაც გაყვა მის მეურვეს სასეირნოდ, ცხვირიდან სისხი წასკდა თურმე, დასუსტდაო, სადღაც წავიდაო,,,ძებნის მერე კი მკვდარი უპოვიათ.სამწუხაროდ, არასწორი დიაგნოზის და დაგვიანებული მკურნალობის გამო ძაღლი ვერ გადავარჩინეთ.

19. ბიბი და სკიპი

20180803_225052

2018 წლის 5 ივლისი იყო როდესაც მე და ჩემი და ძაღლებს ვასეირნებდით და გზასთან ერტი მანქანის ქცვეშ ლეკვი შევნიშნეთ, პატარა კატის ხხელა, სულ ტიტველა არსება იყო!ძალიან დიდი ზალისხმევა დაგვჭირდა, რომ მანქანისქვეშიდან გამოგვეყვანა უსაფრთხოდ, რადგან გარბოდა, მერე შეეშინდებოდა მანქანის და ისევ ქვეშ შეძვრებოდა ხოლმე.სადღაც ნახევარი საათი მოვუნდით მის დაჭერას!ავიყვანე თუ არა ხელში, მომეტუზა და გაინაბა! ვერ დვტოვე დაბლა და წავიყვანე სახლში! გარეგნულად ჯანმრთელი ,მაგრამ მთლად ბეწვგაცვენილი ლეკვი იყო.

20180706_084729

უსაყვარლესი ლეკვი იყო, ბიბი დავარქვი. ჯემპრის გადაჭრილი სახელოსგან ჩასაცმელი გავუკეთე, რომ არ შესცივნიყო.

20180706_084138

დავრეკე თავშესაფარშინდ ა გავარკვიე, რომ თურმე ორნი ყოფილან, დაიკოები, ერტი ეს და მეორე უფრო მეტბეწვიანი,ორივეს ბრავექტო დავალევინეთო და ისე გავუშვითო.ბევრი ვეძებე ის მეორე და ორ დღეში აღმოვაჩინე, რომ ჩემ მახლობლად კორპუსის სადრბაზოს შეაფარა ტავი და იქ უვლიდნენ! სკიპი დაარქვეს.ისიც გაქუცული იყო ალაგ-ალაგ, მაგრამ ბიბიკოსავით არა.

20180708_120337

მეორე დღეს ბიბიკოს ჭიის წამალიც დავალევინე,რის მერე ხასიათზეც მოვიდა,,,7 რიცხვში კი მივიყვანე ვარკეთილში ვეტერინარ დათო ომარაშვილთან.ექიმმა გასინჯა და თქვა, რომ სრულიად ჯანმრთელიაო.

10 ივლისს დააწყებინა ხველა, სამგორში ვიყიდე დასალევი ანტიბიოტიკი და 4 დღე ვასმევდი, ,ასევე ვაძლევდი ვიტამინს…კარგ მადაზე იყო და კარგ ხასიათზე.17-ში შევამჩნიე, რომ უფრო დააწყებინა ხველა, ბიბისაც და ეზოში რომ იყო მისი და –სკიპი, იმასაცო, ორივე წავიყვანე კლინიკაში.

20180717_195357

დათო ექიმმა მოუსმინა, მაგრამ ფილტვებში არაფერი აქვთო,ცხვირიდან ქონდათ ცოტა გამონადენი. სავარაუდოდ ჭირის ფორმა არისო(თუმცა ტესტი არ გამიკეთებია), დაუნიშნა ორივეს ამოქსაცილინი 0.6 მგ და მეტაბოლაზა 5 მგ, ცხვირში ნაზივინი და მერე პენიცილინით გამორეცხვა, ამის გარდა 1 ანტიბიოტიკი გამოგვატანა თან.

20180722_184608

მომდევნო ერთ კვირაში კიდევ ორჯერ მყავდნენ კლინიკაში, მკურნალობა შესამნიშნავად მიდიოდა და 10 დღეში საერთოდ არაფერი აწუხებდათ.

ძალიან საინტერესო იყო, როგორ განიცდიდა მისი ვიზუალი ტრანსფორმაციას ჩვენ თვალწინ! როგორ ეზრდებოდა ბეწვი! ჯერ კანი გაუშავდა, რადგან კანის ქვეშ უკვე ბეწვის ძირის ბოლქვები წარმოიქმდა, მერე კი გაზრდა დაიწყო! ერთ თვეში სრულად შეიმოსა ბიბიკო,,,ამ პერიოდში სკიპიკოც სულ მორჩა, და ძალიან ცელქი და პუტკუნა ლეკვები დადგნენ.

20180721_110423

20180802_000447

20180728_104538

20180724_010103

20180802_192535.jpg

20180805_110448

ხშირად ჩამყავდა ხოლმე ბიბიკო სკიპისთან სათამაშოდ,კარგად მხიარულობდნენ,სკიპი სადარაბზოში ყოფნას მიეჩვია, მთელი კორპუსი მზრუნველობდა მასზე(ერტი ოჯახის გარდა, ვის გამოც დიდ ომები გადაიტანა მისმა მეურვემ,თინამ).

ბეწვი რომ სრულად გაეზარდა ბიბიკოს, ბიბიკუნას, როგორც ვეძახდით, ავცერი კომპლექსურზე და დავიწყე მისთვის ახალი პატრონის ძიება და ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი ნაცნობი მცხეთის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან, შემეხმიანა, ჩამოვიდა და წაიყვანა ბიბი თავისთან!

20180815_162026

39176359_1816092131761032_1117267945995632640_n

ასე გავაჩუქე ბიბი,,,მერე სურათებსაც მიგზავნიდა ხოლმე.ასე რომ ბიბიკუნა ეხლაც შესანიშნავად ცხოვრობს იქ..სკიპი კი ისევ იმ ეზოში ცხოვრობს, ძალიან მოუსვენარი, ცელქი და მოსიყვარულე ცუგრიკო დადგა!

20. ბათუმელი ძაღლები

 

 

21. ბებეროდა მისი ბანდა

20180712_192710.jpg

მოსკოვის გამზირზე,ეგრეთ წოდებულ პატარა ბაზართან ცხოვრობს ბევრი ძაღლი, მათ შორის ერთი ჩემი მიკედლებულია, თუმცა ყველას უვლის და კვებავს ნატო კიკუაშვილი,აი თუ რამე დაჭირდათ, გაუჭირდათ, ან ჭიაზე და რწყილებზეა დასამუსავებელი, მაშინ საქმეში მე ვერთვები :)..

ამგვარად  12 ივლისს ნატომ დამირეკა, რომ ბებერო (ასაკიანი დრათჰაარი, იქაური ძაღლების მამა), თავს შეუძლოდ გრძნობსო. ორი დღეა აღებინებსო..მივედი იმავე საღამოს სამსახურის მერე, ვინახულე, იწვა სადარბაზოში ღონემიხდილი. დავალევინე ცერუკალი, რომ ღებინება შემეჩერებინა, მერე კი 4 ხცალი ნახშირი დავალევინე. ასევე სულ ძალით, შპრიცით ვასვი რეჰიდრონი. ცოტა ხანში ხასიათზე მოვდა, ადგა, გამოვიდა ეზოში, წყალიც დალია. ეს ერთჯერადი პროცედურა საკმარისი აღმოჩნდა, მომდევნო დღეებში ბებერო შესანიშნავად იყო უკვე.

20180616_124527.jpg

სამაგოეროპდ მის შვილებს შევამჩნიე ტანზე სოკო,,,ბელკას, რომელიც ჩემი მიკედლებულია, გადაღლეტილი ქონდა უკან კაი დიდი მონაკვეთი,,,ასევე პატარა თეთრ ცუგასაც…

მეორე დღეს ვიყიდე სოკოს საწინააღმდეგო ნემსი “ვაკდერმი” და ორივეს გავუკეთე, ასევე ის ადგილი დავუმუშავე ქლორჰექსიდინით და მერე კლოტრიმაზოლის მალამო წვუსვი…სამწუხაროდ, ისე შეშინდნენ ამ ნემსის გამო, რომ შემდეგი გაკეთება ვერ გავუკეთე ვერცერთს, ამიტომ ფლუკონაზოლის კაფსულები ვუყიდე და იმით ვუმკურნალეთ.(ის დიდი შემოვირიგე როგორც იქნა, ის პატარა დღემდე მემალება,რომ მხედვას). სრულად მორჩა ორივე.

22. მაქსი

20180721_011545

2018 წლის 18 ივლისი იყო, ღამე,,, გვითხრეს, რომ უბნელ ცუგას მანქანამ დაარტყაო და სადღაც გაიქცაო… მე და ჩემი და, ლიზი, წავედით მის საძებნელად (მერე ვიპოვეთ, არაფერი სჭირდა, საბედნიეროდ),ერთ სენობის ეზოში რომ შევედი, ორი კნუტი იჯდა, ერტი მასინვე გაიქცა ჩემ დანახვაზე, მეორე კი ჯერ გაისუსა და მერე გაქცევა სცადა, თუმცა კედელს სეეჯახა. მივხვდი, რომ რაღაც სჭირდა კნუტს, მივირბინე და უცბად დავიჭირე. შევატყვე, რომ ვერ ხედავდა, რადგან დასიებული ქუთუთოების მთლიანად უფარავდა გუგას,,იქ ვერ დავტოვებდი, ამიტომ ჯიბეში ჩავისვი და იმ ცუგას ძებნა განვაგრძეთ, მერე კი ავიტუვანე ლიზისთან სახლში ეს კბნუტი…კარგად დათვალიერების შემდეგ მივხვდით, რომ ის, რაც თავიდან შეშუპებული გუგა(ასეთი ბევრი გვიმკურნალია და მოგვირჩენია) მეგონა — ტვალის კაკლიდან ამოსული ხორცმეტები იყო!,ძალიან უჩვეულო იყიო ეს შემტხვევა,პირველ რიგში ფურაცილინით გავუწმინდეტ თალები და ანტიბიოტიკი ჩავაწვეთეთ, ასევე ანტიბიოტიკი ამოქსიცილინიც გავუკეთეთ 0.2 მგ. ვერსად გავუშვებდით და დაიტოვა ჩემმა დამ მკურნალობის პერიოდისთვის.მეორე დღესც იგივე პროცედურები ვუკეთეთ, 22-ში კი ომარაშვილთან მივიყვანეთ კლინიკაში,სამწუხაროდ დიაგნოზი ცყდი იყო, კნუტი აბსოლუტურად ბრმა(ანთებითი პროცესისგან სრულად დაზიანებული თვალები)  და უიმედო ამ მხრივ, ანუ ცვერასდროს დაინახავსო! იქვე დათო ექიმმა ნემსები გაუკეთა, თანაც გამოგვატანა,ასევე ციპროვეტის ჩაწვეთება გვირჩია.25-ში კი დათო ექიმმა ნემსი გაუკეთა პარაზიტების, რადგან სულ ჭიებს აყოებდა ფეკალიებს.

20180726_223112.jpg

რამდენიმე დღეში მწვავე ანთებითი პროცესი ჩაქრა, მაგრამ ეხლა ენტერიტი დაეწყო! 4 სექტემბერს ფაღარათი დაეწყო,ძალიან მძაფრი სუნით, გული ერეოდა…მივეცით ცერუკალი, ვასვით რეჰიდრონი.გვყავდა ვეტერინართან და წამლები გამოგვატანა, ვირუსი აქვსო,შრატიც გავუკეთეთ, გლობფელ 4 , 12 საატში ერთხელ 3 გაკეთება,,,ასევე ერტი ლიზის კატა–ლილუსაც გავუკეთეთ, რომ არ გადასდებოდა.,,,მალევე გამოჯანმრთელადა კნუტი.

 

 

23. ნავთლუღელი ჯუნა

24. უბნელი ჭირიანი ლეკვი

25. უბნელი რიჟა

26. როკი

27. გვერდით უბნელი ჭირიანი ლეკვი

28. სამგორელი ჭირიანი ლეკვი

29. უბნელი ბებერი როკი

30. უბნელი ცუცკა

31. პროსპექტელი ჯინა და მისი ლეკვები, ჭირი

32. ლილოელი ლეიშმანიოზიანი ძაღლი

32. ორთაჭალელი ლეკვი

33. ვაზისუბნელი ძაღლი ნაწლავის პრობლემით

34. გომბორის ძაღლები

35. ჭირიანი ლეკვი სამგორის ბაზრიდან

36 ლულუ

37. ბიბი

38. ვარკეთილელლი ჭირიანი სინდი

39.ვარკეთილელი ორი ძაღლი გაციებული

…. აი, კიდევ რამდდენზე მინდა მოგიყვეთ!

აღარაფერს ვამბობ იმ წამლებზე, რაც რეგიონებში გამიგზავნია, წვრილ-წვრილ დახმარებებსა თუ გასასტერილებლად გაშვებულ ძაღლებზე.

გაგრძელება იქნება!

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: