Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

დეკუპაჟის ხელოვნება

ბოთლიდეკუპაჟი — ნივთის დეკორირების თავისებური ტექნიკაა, რომელიც მრავალ სტილს და შესრულების ტექნიკას მოიცავს.მე ხელოვნების ამ სფეროთი ამასწინათ დავინტერესდი. ვცადე კიდეც და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ჰობიც გახდა. ჯერ დამწყები ვარ და დიდ დროს ვუთმობ გამოცდილ დეკუპაჟის ოსტატების სტატიებისა თუ ვიდეოების ნახვას,რაც უამრავია ინტერნეტსივრცეში!
უშუალოდ დეკუპაჟი ნივთზე დეკორატიული ხელსახოცის, სპეციალური დეკორატიული ბრინჯის ფურცლის ან სურათის დაკვრის ტექნიკაა,თუმცა ის კომბინირებულია სხვა ტექნიკასთანაც, როგორიცაა: ნივთის დაძველების ეფექტი, დეკორატიული გაწუწვა, ხორკლიანი ზედაპირი, დატანილი ორნამენტი საღებავით ან 3D ეფექტის შექმნა,კონტური, მძივებით მორთვა, ბრჭყვიალების გამოყენება და სხვა მრავალი.
მოკლედ, მთავარია გქონდეთ სურვილი, ფანტაზია, აკურატულობა, გემონება და დრო— ნებისმიერ ტექნიკას დაეუფლებით,მეტსაც გეტყვით– თქვენსასაც შექმნით!
ასევე მრავალფეროვანია ის მასალა, რასაც დეკუპაჟს მეშვეობით შეიძლება ვაფორმებდეთ!
მე ამ სტატიაში არ მინდა ჩამოვწერო როგორ და რა გააკეთოთ, უამრავი ვიდეო რგოლია ინტენეტსივრცეში, როგორც უკვე დავწერე,,,მე უბრალოდ ჩვენი ქართველი ხელოვანებისთვის მინდა დავწერო, თუ რითი დაიწყონ, რადგან საქართველოში ხელოვნების ამ დარგას ჯერ ფეხი მყარად არ მოუკიდებია, ცოტა ადამიანია ამ საქმიანობით დაკავებული, არადა დარგი იმად ღირს, რომ ბევრი ხელოვანი ყავდეს!

რითი დაიწყოთ? ეგ დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი გაკეთება გინდათ!
მე, მაგალითად, დავიწყე ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომით: ლუდის ბოთლებით!
იმისათვის,რომ ნებისმიერ ნივთს დეკუპაჟის მეთოდით დეკორირება გაუკეთოთ დაგჭირდებათ :

  • საღებავი ძირითადი ფონისთვის (უმჯობესია აკრილის, ანუ წყალში რომელიც იხსნება,მათ სუნი არ აქვთ, ადვილად შრებიან),ფერი უმჯობესაც ღია : თეთრი ან კრემისფერი;
  • ლამაზი ხელსახოცი…ამოვჭრით სასურველ მონაკვეთს და გავაცლით თეთრი ხელსახოცის ფენებს (2 ან ზოგს 3 აქვს);
  • წებო საკანცელარიო, ან წებო PVA , რომელიც სამშენებლო ან სანტექნიკის მაღაზიებში იყიდება,მას ვაზავებთ ასე: 1 წილი PVA, 2 წილი წყალი;
  • ფუნჯი ;
  • ფერადი აკრილის საღებავები,თუკი ფონის შექმნა გსურთ;
  • ლაქი,რომლითაც სულ ბოლოს დავფარავთ ნივთს,(ლაქი შეიძლებ იყოს აკრილის,ანუ წყალში ხსნადი,ამიტომ გამოყენების მერე წყალში გავრეცხოთ ფუნჯი, ან აცეტონის ფუძიანი (სუნიანი) და მაშინ აცეტონში ჩავდოთ ფუნჯი,’რასტვარიწელში’,,,ასვე ლაქები არის : ლაპლაპა, ნახევრად ლაპლაპა და გლუვი (დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე);
  • ზუმფარას ქაღალდი ძალიან წვრილი (шкурка);

მესმის, რომ ძალიან ძნელია დაწერილი ტესტით იხელმძღვანელო, ამიტომ მაგალითისთვის განვიხილოთ ერთი ჩემი ნამუშევარი… 🙂

20170305_211910

ეს ბოთლი ერთ-ერთი პირველია, რაც გავაკეთე, ეხლა უკვე ცოტა მეტი პრაქტიკა შევიძინე, ამიტომ კრიტიკულად ვიყურებ მას, და გეტყვით, რა შეცდომა მომივიდა.მივყვეთ თანმიმდევრულად და დაწვრილებით , როგორც ეს მე მჩვევია :

  • უპირველსად, ბოთლი უნდა იყოს სუფთა შიგნიდანაც და გარედანაც, უნდა ჩავალბოთ წყლიან ჯამში, მერე კი კარგად გავაცალოთ ყველანაირი ქაღალდი და წებო.
  • ბოთლი დავფარე  რამდენიმე ფენა საღებავით,მგონი 3 ფენა გამოვიყენე,,,აუცილებელია, რომ კარგი საფარი წარმოიქმნას,თორემ გამჭვირვალობა საქმეს გააფუჭებს. ყველა ფენას ვაცდით კარგად გაშრობას, სანამ შემდეგს წავუსვამთ,ეს აუცილებელია. შეღებვის მეთოდი რამდენიმენაირია: ვუსმევთ ფუნჯით და მერე წვრილფაქტურიანი ღრუბლით ვანაწილებთ საღებავს გასმით კი არა, არამედ ფაქიზად ღრუბლის დადებით, ან მხოლოდ ღრუბელს ვიყიენებთ.
  • კარგად გამშრალი შეღებილი ბოთლი დავამუშავე ზუმფარათი, ანუ ‘გავშკურკე’, ძალიან ფაქიზად,რომ სულ არ წამეშალა საღებავი,პატარაზე  ასეც მოხდა, ამიტომ წვრილი ფუნჯის გამოყენებით,  საღებავით დავფარე ის ადგილი. კარგად გავაშრე.
  • გავამზადე ეს სასურველი ხელსახოცი, ლამაზი ლავანდის თაიგულია, აქა-იქ წარწერები და რამდენიმე პეპელა. ამოვგლიჯე ჯერ თაიგული(თეთრი ფენების გაცლა ამ ეტაპზე არ უნდა), ამოვგლიჯე იმიტომ, რომ ნაპირები დაძენძილი რომაა, უფრო ადვილად ჯდება მოზაიკაში.. ასევე ამოგლეჯის მეთოდით გავამზადე სხვა ნიუანსები: წარწერები,პეპლები.
  • გავაცალე თეთრი ფენა ხელსახოცს, თაიგულის გამოსახულებით, დავადე ბოთლს. ჭიქაში გამზადებული მქონდა პვა წებო, გადაზავებული, ფუნჯი ჩავაწე წებოში და ხელსახოცის მონაკვეთს წვუსვი ფაქიზი მოძრაობებით ცენტრიდან ჯერ ერთ მხარეს. გაითვალისწინეთ, რომ ქაღალდი როდესაც სველდება, იწელება, ეს ქმნის ნაოჭებს, რაც მე გამომივიდა, ამიტომ უფრო უხვი რაოდენობის წებო უნდა გამოვიყენოთ, რომ ლამის ტივტივებდეს მასში და თან აკურატულად ვასწორებდეთ ამ ქაღალდს ფუნჯით. ნახევარს რომ დავაკრობთ, ვაცადოთ გაშრობა,შეგიძლიათ ფენიც გამოიყენოთ. მერე მეორე ნახევარზე გადავიდეთ, შეიძლება გაიხეს ქაღალდი,, ამ შემთხვევაში აკურატულად მიადეთ პირი პირს.
  • როდესაც კომპოზიცია კარგად გაშრება, შეგვიძლია ოდნავ გადავხეხოთ ზუმფარათი,რომ ნაოჭები მოვაცილოთ.
  • აუცილებელია რამდენიმე ფენა ლაქის ქასმა,თქვენი ასარჩევია გლუვ ლაქს გამოიყენებთ თუ ლაპლაპას. ფენა კარგად უნდა იყოს გამშრალი, რომ მომდევნო წაუსვათ,კარგი ხარისხის თქვენთვის მოსახერხებელი ფუნჯი გამოიყენეთ. ფენა რომ გაშრება, შეგიძლიათ ზუმფარა გადაატაროთ, რომ მთლად პრიალა გამოვიდეს.რამდენიმე ფენა ლაქი იცავს ნივთს წყლისგან, ასეთ ემტხვევაში ნიოვთი შეგიძლიათ თამამად გარეცხოთ, უბრალოდ ნუ ჩაალბობთ დიდი ხნით წყალში.

სულ ეს არის, გამეხარდება, თუ დაგეხმარებათ ეს პოსტი!

აქვე ჩემ რამდენიმე ნამუშევარს განახებთ!

თუ რომელიმე ნამუშევარი განსაკუთრებით დაგაინტერესებთ, დააკომენტარეთ. შემიძლია მომდევნო პოსტში ის განვიხილო.

წარმატებას გისურვებთ შემოქმედებაში!

Advertisements

2 responses to “დეკუპაჟის ხელოვნება

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: