Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

სახლის აურა — თქვენი ბედნიერების ულევი წყარო!

aura-4ყველა ჩვენთაგანი ვიზიდავთ (ან უკუვაგდებთ) განსაზღვრულ ადამიანებსა თუ სიტუაციებს.თუ მიიჩნევთ, რომ ბოლო დროს თქვენ იზიდავთ არა იმას, რაც ან ვინც გინდათ — სასწრაფოდ რაღაც უნდა შეცვალოთ!სცადეთ დაიწყოთ სახლის ენერგეტიკული ფონის შეცვლით,ამით თქვენს ცხოვრებაში ბედნიერებასა და წარმატებას მოიზიდავთ.

ჩვენ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია.ამგვარად, ჩვენს შინაგან მდგომარეობას განაპირობებს გარე გარემოებები.თქვენს ემოციებს,გრძნობებს,განწყობებს შესწევთ უნარი თქვენს გარშემო შექმნას შესაბამისი ინფორმაციული ველი,რომელსაც ექნება ზემოქმედდება იმ ადგილზე, სადაც ხშირად იმყოფებით,მაგალითად თქვენს სახლზე.შემდეგ კი ამ შენობის აურა იმოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც იქ ხშირად იმყოფებიან ან ცხოვრობენ.

თუ სახლის კედლებმა და ჭერმა შეითვისა თქვენი ოპტიმიზმისა და სიხარულის პოზიტიური ენერგია,თქვენ არა მარტო მსუბუქად იგრძნობთ იქ თავს,არამედ ეს აისახება თქვენს განწყობასა და მთელ ცხოვრებაზეც.სულ სხვა საქმეა, როდესაც კედლები დეპრესიის,მოწყენილობის, საკუთარი თავით და ცხოვრებით უკმაყოფილობის და მსგავსი უარყოფითი აზრებისა და გრძნობების მოწმენი იყვნენ!შენახული ინფორმაცია უარყოფითად იმოქმედებს თქვენზე,წაგართმევთ ძალებს და გაგიუარესებთ საერთო მდგომარეობას.

იმისათვის, რომ თქვენი სახლის აურას ნათელი,პოზიტური ელფერი ჰქონდეს,სასარგებლოდ იქმოქმედოს ბინადრებზე,უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს ფიქრებსა და ემოციებს(ეს თქვენი ცხოვრებისთვისაც კარგია),ასევე კარგია პერიოდულად ჩავატაროთ ენერგეტიკული წმენდა ,რომ მოვაცილოთ დაგროვილი ნეგატივი.ნეგატივი დროდადრო მაინც დაგროვდება ხოლმე,რადგან ყველანი ადამიანები ვართ და შეუძლებელია ყოველთვის ვიყოთ მხიარულები და ბედნიერები.

რა სპეციალურ ღონისძიებებს მივმართოთ,რომ სახლს მოვაცილოთ უარყოფითი ენერგეტიკა?

aura-3

სპაციალური ღონისძიებები — ეს ერთგვარი სახლის ენერგეტიკული დასუფთავებაა,რომელიც დროდადრო უნდა ჩავატაროთ ხოლმე,რომ შენობაში ენერგეტიკული აურა გავაუმჯობესოთ.

ფენ-შუი გვირჩევს სახლში ხშირად ჩავატაროთ სველი დასუფთავება,ასევე სახლს მოვაცილოთ ნაგავი და არასაჭირო ნივთები,რადგან ისინი ნეგატიურ ენერგიას აგროვებენ.

იმისათვის, რომ მოვახდინოთ ნეგატივის ნეიტრალიზება,არსებობს ორი საშუალება:

  1. დავიაროთ სახლი და ყველა კუთხე-კუნჭილს მივასხუროთ:
  • სუფთა ,ნაკადულის წყალი;
  • ვერცხის იონებით გაჯერებული წყალი(ამისათვის წყალში წინა დღეს ჩააგდეთ ვერცხლის მონეტა ან კოვზი);
  • ნაკურთხი წყალი,რომელსაც ეკლესიიდან მოვიტანთ.

2. დავიაროთ სახლი ანთებული ეკლესიის სანთლით.ვიმოძრაოთ ისრის მიმართულებით,შემოვატაროთ სანთელს ყველა კუთხე-კუნჭული..საერთოდაც, პერიოდულად სახლში სანთლის ანთება ძალიან კარგია,ეს არ არის რთული, სახლის ენერგეტიკულ ფონს კი აუმჯობესებს!.

 

პროფილაქტიკას რაც შეეხება,სახლის ენერგეტიკის ჰარმონიზაციისათვის ფენ-შუი გვირჩევს სპეციალური დამცავი ამულეტები და სიმბოლოები გამოვიყენოთ.მაგალიტად, სახლის შემოსასვლელი კარის ტავზე დაკიდეთ ნალი — ეს არის წარმატების მომტანი ცნობილი თილისმა.ფენ-შუის მიხედვით ნალი იკიდება კიდეებით ზევით.თუმცა ზოგი ამას არ ეთანხმება და გვირჩევს ნალი კიდეებით ძირს დავკიდოთ.ორივენაირად შეგიძლიათ სცადოთ და დაკვირდეთ, თუ რა შეგრძნებები გექნებათ და რა ცვლილებებს მოგიტანთ ცხოვრებაში.

კარის თავზე იმავე მიზეზით კიდებენ ჩინურ ზარებს–“ქარის მუსიკას”.ასევე ამ “ქარის მუსიკას” კიდებენ იქ, სადაც გროვდება ნეგატიური ენერგია.ზარებს ჰარმონიაში მოყავს ის ენერგიები, რომლებიც შემოედინებიან სახლში.

aura-2სახლის ენერგეტიკის გასაწმენდად ასევე იყიენებენ ხის ტოტებს ან მერქანს.ოდითგანვეა ცნობილი, რომ ზოგიერთ ხეს აქვს უნარი არამარტო შეითვისოს ნეგატიური ენერგია, არამედ გარდასახოს ის დადებით ენერგიად.დენდროთერაპია– ასე ქვია მეცნიერებას, რომელიც გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ მცენარეების ძალა გამოჯანმრთელებისთვის და ენერგეტიკის გასაუმჯობესებლად.იმისათვის, რომ მოიშოროთ ნეგატივი, დადეთ ნეგატიური ენერგიის დაგროვების ადგილებში (ან სულაც სახლის კუთხეებში) ნაძვის,ღვიის, ალვის ხის,ტირიფის,მურყანის,ასპენის ან წაბლის ტოტები.ეს უარყოფითი ენერგეტიკის მომხმარე ხეებია,ისინი შეითვისებენ უარყოფით ენერგიას.

იმსიათვის, რომ უარყოფითი ენერგია დადებითად გარდასახოთ, გამოიყენეთ მუხის,ნეკეჩხლის,ძახველის,ფიჭვის,ცაცხვის,აკაციის,იფანის ტოტები ან მერქნის ნაჭრები.ესენია ხე-დონორები,დადებითი ენერგეტიკის მოქონე ხეები.

aura-1

არ შემოიტანოთ სახლში:წიფელი,რცხილა და თელა — მათი ზემოქმედება არაერთგვაროვანია.

სახლის ენერგეტიკის გასაწმენდად ასევე იიყენებენ  ბუნებრივ კრისტალებს.კრისტალი უნდა გავრეცხოთ ნაკურთხ წყალში,შემდეგ კი დაელაპარაკეთ მას,როგორც ცოცხალს, აუცსენით მას მისი ამოცანა–დაიცვას სახლი უარყოფითი ენერგიისგან და დააგროვოს დადებითი ენერგეტიკა.ამგვარად თქვენ შექმნით თქვენს საკუთარ თილისმას.

წვრილმანები, განსაკუთრებით სასარგებლო წვრილმანები,ჩვენს სახლს უფრო ლამაზსა და მყუდროს ხდის.

გისუერვებთ,რომ სიმყუდროვესა და ჰარმონიასთან ერთად თქვენს სახლში წარმატება და კეთილდღეობა შემოვიდეს!

კეთილი სურვილებით ,თქვენი ქეთუსი ^_^ ( წყარო)

 

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: