Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ნინო კობაიძის პოეზია

13607008_1649206255398371_3727389148199234798_nსტუმრის პოსტის სტატუსით გთავაზობთ ეზიაროთ ნინო კობაიძის პოეზიას,,,,

ქალბატონ ნინოს ერთი წიგნი უკვე გამოცემული აქვს და სულ მალე გამოქვეყნდება კიდევ ერთი ლექსთა კრებული.

 

 

 

ბორბალი

სიჩუმე ზოგჯერ რა სანატრელი,

ზოგჯერ კი არის აუტანელიც,

ერთი ესაა, ფიქრი არ გვტოვებს

ახდენილიც და აუხდენელიც.

ბედის ბორბალი მუდამ ტრიალებს,

არ გაჩერდება, სანამ იქნები,

სულ არ ადარდებს შენი კივილი

მაინც არ ტოვებ, გვერდში მიყვები.

მალე სიბნელე სინათლეს შთანთქავს,

ჩაეწურება ესე საღამოს,

მოიძებნება სადმე მავანი,

რომ თავის ნებით ვინმეს აამოს?

გული

როგორ მინდა, რომ გაგექცე,

შენ კი უმალ მეწევი,

მძიმე სხეულს, მშფოთვარე სულს

განა შენ არ ეწევი?

ვერ დაგჯაბნის დროთა ჟამის

უთავბოლო ტრიალი,

არ ჩაქრება, არ დაცხრება,

ჩემი გულის ფრიალი.

არ შემრცხვება, ყველგან ვიტყვი,

შენითა ვარ ტიალი.

 

მზეს თავს უხრიდა ია

ფოთოლთ შრიალში, ბალახთ ჩურჩულში

მზეს თავს უხრიდა ია.

გვერდზე ნაკადულს სიო მოჰქონდა,

გარშემო ღორღი ყრია.

გამვლელი ქვას თუ ფეხს წაარტყამდა,

ფურცელს აცლიდა იას,

იაც შიშისგან თვალებს ხუჭავდა,

ამას თუ ყოფა ჰქვია.

იქვე, მეზობლად, ეკალნარს

ცხოვრება ჰქონდა მშვიდი,

არავინ ეკარებოდა,

დიდი ხათრით თუ რიდით.

ღამე დღეს შესცვლის, დღე ისევ ღამეს,

მთვარე მზესა და მზე ისევ მთვარეს.

ასე იყო და ასე იქნება,

მარტო ჩვენ ვცდებით ამ ქვეყნის არეს.

 

 

სტუმრად მეწვია წარსული

სტუმრად მეწვია წარსული,

ჩატეხა გულის ფიცარი,

ჩამოვყევ ჩემ სალოცავებს,

ბევრი რამ ვეღარ ვიცანი.

ხეობის თავზე ღრუბელი

ცრემლებად ჩამოღვრილიყო,

ნასახლარებზე ჭინჭარი

თამამად ამოყრილიყო,

წინაპართ მოსაკითხავად

სასაფლაოზე მივედი,

დაბლიდან კვნესა მომესმა,

რისიღა გვქონდეს იმედი.

მალე ჩვენ ძვლებსაც აყრიან,

მავანთა ორომ-ტრიალი

ბარად ვერ დაეტევიან,

მთას მოადგება ტიალი.

მთა უღელს ზედ არ დაიდგამს,

მუდამ სილაღეს ჩვეული,

კარიბჭეს სისხლით ღებავდნენ

შვილნი მამაცნი, რჩეულნი.

მაგრამ ჰაი, რომ დუშმანსა

ჯავრს არ შეაჭმევს მთიელი,

აისხამს აბჯარ-სამოსელს

შედრკება გადამთიელი.

მთას მუდამ ეყოლებიან

ერთგული, მარდი ბიჭები,

მტრის კარავს აქ ვერ გაშლიან

ნურვის ექნება ეჭვები.

 

არ დავიჩოქებ
მე მუხლს მოვიყრი წმინდა ტაძარში,
როცა მაღალ ღმერთს, მამულს ვავედრებ,
რათა ქვეყანა, ასე ლამაზი
აღარ მენახოს მუდამ ტანჯვაში.
მე მუხლს მოვიყრი დედის წინაშე,
რომ ვეამბორო კაბის კალთაზე,
შრომით დაღლილ და დაძაბულ ხელებს
ნაზად მივიკრავ პირის ბაგეზე.
მე მუხლს მოვიყრი დავრდომილის წინ,
რომ მოვეფერო ნაზი ჩვილივით,
თვალთ აეხილოს, სინათლე ნახოს,
გული აევსოს თბილი ღიმილით.
სხვა შემთხვევაში მუხლს არ მოვიყრი,
არ დავიჩოქებ მავანთ ნებაზე,
გულს დავიწყნარებ, მუხლს გავიმაგრებ,
და ასე ვივლი ამ ქვეყანაზე.

 

 

ნინო კობაიძის შემოქმედება შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.ninokobaidze.ge

წიგნის შესაძენად დაეკონტაქტეთ ნინო კობაიძეს Facebook პროფილზე ან ამ გვერდზე.

 

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: