Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

ფერადი სააღდგომო კვერცხები

65719519_ciplyataსააღდგომო თემატიკაზე რამდენიმე პოსტი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს პოსტიც დაგაინერესებთ,,,

სააღდგომოდ კვერცხების წითლად შეღებვა ჩვეულებრივი ამბავია.მოდით ,არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ წითელი ფერით და ფერთა სხვა გამაც ვცადოთ…რა თქმა უნდა მარტივი იქნებოდა საკვები საღებავებით კვერცხების შეღებვა, მაგრამ ასევე შეგვიძლია ნატურალურისაღებაბი ბუნებრივი მასალისგან მივიღოთ.

მე თქვენთვის მოვიძიე ინფორმაცია, თუ რომელი ხილი თუ ბოსტნეული უნდა გამოვიყენოთ, რომ ხალისიანი ფერებად შევღებოთ კვერცხები!


ყვითელ ფერს გვალევს სააფთიაქო გვირილა კურკუმას(ყვითელი კოჭა ანუ ყვითელი იმბირი) და სტაფილოს დამატებით.ასევე ყვითელს ან მდოგვისფერს მივიღებთ კაკლის ნაჭუჭის მეშვეობით
საღებავის მომზადება:
1) 1 ლიტრ წყალს დავამატოთ 3 სუფრის კოვზი კურკუმა და 3 სუფრის კოვზი გახეხილი წითელი სტაფილო.ვადუღოთ 30 წუთი.
2) 1 ლიტრ წყალში ჩავყაროთ 4-5 პაკეტი სააფთიაქო გვირილა და ვადუღოთ 20-30 წუთი.
3) მდუღარე წყალს დავამატოთ 2-3 სუფრის კოვზი კურკუმას ფხვნილი და ვადუღოთ ინტენსიურ ფერის მითებამდე,შემდეგ ჩავაწყოთ კვერცხები(უკვე მოხარშული) და ცოტა ხანი ვხარშოთ.

ოქროსფერი გამოვა კვერცხი, თუ მას სალბის (სააფთიაქო,шалфей) ნაყენში მოვხარშავთ.

სტაფილოსფერი მიიღება ფორთოხლის ცედრის წვენისგან, მანდარინის ცედრის წვენისგან,პაპრიკისგან(ბულგარლი წიწაკა) და წითელი სტაფილოს წვენისგან.
მომზადება:

1) ერთ ჭიქა წყალს დავუმატოთ 4 ცუფრის კოვზი პაპრიკა(წითელი ბულგარულის ფხვნილი) და ვადუღოთ 30 წუთი,ამის მერე ჩავაწყოთ შიგ მოხარშული კვერცხები.
2) ახალმოხარშული ვერცხი ამოვავლოთ სტაფილოს წვენისა და კურკუმას ნაზავში,,,პროპორცია თავად აირჩიეთ სურვილისამებრ.

შინდისფერი მიიღება ენდროს ძირების ნახარშით.
მომზადება:ენდროს ერტი კონა გავრეცხოთ,დავაქუცმაცოთ(დავჩეჩქოთ სანაყში) და ჩავაწყოთ ქვაბში.დავამატოთ 2-3 ჩაის კოვზი მარილი ,დაახლოებით ნახევარი ჭიქა ძმარი და საკმარისი წყალი,შემოვდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 15-20 წუთი.შემდეგ გადმოვდგათ და სევაგრილოთ.შეგრილებულში ჩავალაგოთ კვერცხები და მოვხარშოთ.

86854წითელ-აგურისფერი მიიღება შავი მაგარი ჩაისგან,ხახვის ფურცლისგან მომადება:ჩავყაროთ ქვაბში ხახვის ფურცლები, დავასხათ საკმარისი წყალი და ვადუღოთ 45-50 წუთი

ყავისფერი მიიღება ბროწეულის ქერქისგან,მომადება იგივენაირად, როგორც ხახვის ფუცლისშემთხვევაში.ასევე შეგვიძლია მოვხარშოთ ყავა და ამ წყალში ჩავდოთ კვერცხები.

ვარდისფერი მიიღება ალუბლის ტოტებისა და ქერქისგან, ასევე ჭარხლისგან ან ძახველისგან.
მომზადება: 4 ჭიქა გახეხილ ჭარხალს დავასხათ 4 ჭიქა წყალი და ვხარშოთ 35 წუთი,გავფილტროთ და ჩავაწყოთ შიგ მოხარშული კვერცხები.ასევე აწყობენ გამოწურულ ჭარხლის წვენში.

მოცისფრო-მონაცრისფრო ან იასამნისფერი მიიღება შავი მოცხრის,მოცვის(წინა წლის საყინულეში გაყინული) კენკრისგან ,კარკადეს ყვავილებისგან ან იასამნისფერი კომბოსტოსგან.
მომზადება: მოცვი ცოტა ხანი ვარშოთ და გადავწუროთ,გავაციოთ.ჩავაწყოთ თბილ წყალში მოხარშული კვერცხები და მოვხარშოთ.ფერის ინტენსიობა დამოკიდებულია წყლისა და კენკრის რაოდენობაზე.თუ იასამნისფერი ფერი გინდათ, მოცვი უფრო მეტი უნდა გამოიყებნოთ და ნაყენ რამდენიმე საათი უნდა დააყენოთ,სანამ მასში კვერცხს მოხარშავთ.მოცვი და შავი მოცხარი ცოცხლადაც კი შეგილიათ გამოიყენოთ,დასრისეთ და ხელით წაუსვით კვერცხს!ასევე სეიძლება მათი მურაბის წვენის გამოყენებაც!

იასამნისფერი კომბოსტოს ფურცლების გამოყენებისასაც იგივენაირად ვიქცევით (წვენი კი იქნება მოწითალო-მოიასამნისფრო, მაგრამ კვერცხი შეიღებება ლურჯად)…იასამნისფერი კომბოსტოს შესაღებად სხვაგვარადაც გამოიყენება: დაჭრათ ფოთლები,ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ ნახევარი ლიტრი წყალი და ერთი სუფრის კოვზი ძმარი,,,ჩავაწყოთ მასში წინასწარ მოხარშული კვერცხები და დავტოვოთ ერთი ღამით.
კარკადეს ნაყენში ჩაწყობილი კვერცხი ციფერი გამოვა.
ასევე იასამნისფერს მივიღებთ იის ფურცლებისგან :იის ყვავილები ჩავყაროთ ცხელ წყალში და გავაჩეროთ ერთი ღამე,მეორე დრეს კი ამ ნაყენით შევღებოთ კვერცხები.თუ ამ ნაყენს ცტაოდენ ლიმონის წვენს დავუმატებთ–ლავანდისფერს მივიღებთ.
ასევე იასამნისფრად იღებება კვერცხი შემდეგნაირად:ერთი ჭიქა წითელი ღვინო ან შავი ყურძნის წვენი წამოადუღეთ,ჩააწყვეთ კვერცხები და გააჩერეთ სასურველი დროით,შეგრილებულში კი ცოტა მარი დაამატეთ.

მწვანე ფერს გვაძლევს: სტაფილოს ფოთლები,ისპანახის გამხმარი ფოთლები,ოხრახუში, ჭინჭარი(გამხმარი),მოცვი + კურკუმას ნაყენი.
მომზადება:
1) 2-3 კვრცხის მოსახარშად საკმარისია 0.5 ლიტრი წყალი და ერთი მუჭა სტაფილოს ფოთლები,უნდა ვხარშოთ 30 წუთი და შემდგომ ჩავაწყოთ მასში კვერცხები.
2) 3 სუფრის კოვზ გამხმარ ჭინჭარს დავასხათ 1 ლიტრი წყალი,ჩავაწყოთ კვერცხები და ვხარშოთ,როგორც საჭიროა.
3) ერთ ლიტრ წყალში ჩავყაროთ მოცვი და ვხარშოთ,გადავწუროთ.პატარა ჯამში ცოტა წყალში გავხსნათ კურკუმა და დავამატოთ მოცვის ნახარშს.

c1c83e25c687

აგრეთვე საკვები საღებავების გამოყენებით შეგიძლიათ ნებისმიერ ფერში შეღებოთ კვერცხები, ოღონდ კერცხები მანამდე კარგად მოხარშეთ ,გააციეთ და მხოლოდ ამის მერე ამოავლეთ საღებავში.

შეღებილ კვერცხებს თუ ძმარში ამოვლებთ, ფერი აღარ გადაუვა.

მგონი ხალისიანი ფერები გამოვა!რას იტყვით?!
ასევე ზოგადი წესი გაითვალისწინეთ:
მოხარშვამდე კვერცხი გულდასმით უნდა გავრეცხოთ, რათა საღებავი თანაბრად გადანაწილდეს და კვერცხი არ დაჭრელდეს.
საღებავში ერთი სუფრის კოვზი ძმარი და ერთი სუფრის კოვზი მარილი დაუმატეთ, რომ ფერი ინტენსიური იყოს და კარგად ჩაუჯდეს ნაჭუჭს.
იმისათვის ,რომ კვერცხი ხარშვისას არ გასკდეს,ის არ უნდა იყოს ცივი,მაცივრიდან ახლადგამოღებული,არამედ უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის(ანუ რამდენიმე საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან) და მოხარშვის წინ თბილ წყალში გარეცხეთ.
მოხარშული კვრცხი ამოღებისთანავე ცივ წყალში ჩააწყეთ და ასე 10 წუთი გააჩერთ,რომ მისი გაფრცქვნა ადვილი იყოს.
თუ მოხარშვის მერე იმავე(გაციებულ) ნაყენში ჩავაწყობთ და მთელი ღამე მაცივარში გავაჩერებთ,ფერი უფრო ინტენსიური გამოვა.
შეღებილი კვერცხი მზესუმირის ზეთში ოდნავ დასველებულ ჩვრით გაწმინდეთ და ლაპლაპს შესძენთ.
კვერცხი დაახლოებით 15-20 წუთი უნდა ხარშოთ.

ასევე იხილეთ მსგავსი თემატიკის პოსტები:

როგორ გავაფორმოთ სააღდგომო კვერცხები

სააღდგომო წეს-ჩვეულებები

რატომ ვღებავთ კვერცხებს?

 

 

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: