Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

SOS!!! თსუ გვპარავს დროს,ნერვებსა და ფულს!

გაინტერესებთ რას ფიქრობს თსუ-ს სტუდენტი თავის სასწავლებელზე?

“ბლოგის ტუმრის” სტატუსით  უცვლელად გთავაზობთ ამ სასწავლებლის სტუდენტის,ალეკო თოთაძის  პრეტენზიებს.ვფიქრობ,ბევრს პუნქტების დამატება მოუნდება,ან სულაც არ დაეთანხმება მას.ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი მოსაზრება კომენტარის სახით მოგვაწოდეთ!

**********************************************************************************************************************

“მეგობრებო ,გაწვდით სასარგებლო ინფორმაციას ჩემი პირადი გამოცდილებიდან თუ რატომ არ უნდა ჩააბაროთ თსუ / TSU-ს მესამე კორპუსსში ჩემ ფაკულტეტზე. მე თვითონ ვსწავლობ ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ვამთავრებ მესამე კურსს.

1.შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზეც დასალევი წყალი იშვიათადაა, თუ გაგვიმართლა და ბალონით წყალი დადგეს მაშინ ძალიან იღბლიანი უნდა იყო ჭიქაც რომ დაგხვდეს, ან წყალი არაა ან ჭიქა, უმეტესად არცერთი.

2.ალბათ საგნების არჩევის დროს თსუში ძმა ძმას რომ არ ინდობს და ყველაფერი დასწრებაზეა ყველას გსმენიათ მაგის შესახებ. ყოველ სემესტრში ისეთი საგნების არჩევა გვიწევს, რომელიც არ გვაინტერესებს. ნახევარ წუთში ყველა საინტერესო საგანი დაკავებულია )

3. უახლოესი მაღაზია ზუსტად 180 მეტრშია და ისიც ჭავჭავაძის გამზირი უნდა გადაკვეთო.

4. საპირფარეშოები საზიზღარ მდგომარეობაში არაა ,მაგრამ ცუდ მდგომარეობაშია, გაჭირვების დროს შეისვლება, ზემოთხსენებულ ბალონში წყალს ხომ მაქედან ავსებენ და მერე დერეფანში გვიდგამენ )) ხელების გასამშრალებლად ‘სალფეტკი’ ან ქაღალდის მსგავსი რამ თუ დაგხვდა ესეგი ჯეკპოტი მოხსენი. უმეტესად კი ტანსაცმელზე ხელების გაწმენდით უნდა შემოიფარგლო.

5. არ არის პარკირების ადგილი. უნივერსტეტის ეზოში პარკირების უფლება მხოლოდ ლექტორებს აქვთ, სტუდენტები კი უნივერსტეტის ჭიშკრის შემოგარენშიც ვერ ვაჩერებთ მანქანებს, იმ კორპუსის მოსახლეობამ შლაგბაუმი დააყენა, რა თქმა უნდა ეს ჩვენ თსუ-ს ადმინისტრაციას არ გაუპროტესტებია. ეს ფაქტი განსაკუთრებით მაფიქრებს — არავინ ფიქრობს სტუდენტებზე. ხანდახან ბანკი რესპუბლიკის სათაო ოფისთან გამიჩერებია მანქანა და მერე ფეხით მივლია უნივერსტეტამდე.

6. ჩვენი სასწავლო შენობის უკან აშენებენ კორპუსს! მთელი წელი აუდიტორიებში ისეთი ხმაური შემოდიოდა საგანზე კონცენტრაციას ბუდისტი ბერიც კი ვერ მოახდენდა. ჯერ კიდევ ბევრი დარჩათ ასაშენებელი!

7. ყველაზე გამაღიზიანებელია გამოცდის შემდეგ ქულების ლოდინი. რამაც ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა არის ის, რომ 13ში ვწერე გამოცდა და მხოლოდ დღეს 22.07.15 გადაუციათ ნაწერი ლექტორებისთვის შესასწორებლად, ეხლა ესენი როდის შეასწორებენ უკან როდის დააბრუნებენ და ისინი როდის შეიტანენ ბაზებში მგონი არავინ იცის და საკვირველია რომ არც ინტერესდებიან. გადაბარება დაწყებულია ,ქულა კი ჯერ არ დევს. რომ ვიცოდე ჩავაბარებ და გადაბარებაზე არ მომიწევს გასვლა, 14 რიცხვიდან დასასვენებლად წავიდოდი. მაგრამ TSU არდადეგებსაც იპარავს ჩვენს ნერვებთან, დროსთან და ფულთან ერთად.”

Advertisements

One response to “SOS!!! თსუ გვპარავს დროს,ნერვებსა და ფულს!

  1. Mariam Kvan ნოემბერი 20, 2015, 12:06 AM

    ზუსტად შენი ფაკულტეტი და უნივერსიტეტი მინდოდა, ახლა ვეჭვობ ;დ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: