Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

საჰაერო გადანაწვენის(ფესვების) შექმნა, ბონსაის კულტივაციის ტექნიკა

air-layer-ring2იაპონურად : “Toriki”

ბონსაის გამოზრდის ცოტა უფრო მოწინავე ტექნოლოგია არის საჰაერო გადანაწვენის შექმნის ტექნოლოგია.ახალი გადანაწვენის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვაიძულოთ ხეს შექმნას ახალი ფესვები კონკრეტულ ადგილას ძველი ფესვებიდან საკვები ნივთიერებების ნაკადის შეწყვეტის მეშვეობით.ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია საჰაეროს გადწვენის მეთოდი რამდენიმე საჭიროებისთვის გამოვიყენოთ : ქოთნის სიგრძის შემცირება,უკეთესი Nebari-ს (საჰაერო ფესვები)გაზრდა,ან ამ ტოტის ცალკე ხედ გაზრდა.

როგორ გავაკეთოთ საჰაერო გადანაწვენი

საჰაერო გადანაწვენი აუიცილებლად გაზაფხულზე უნდა გავაკეთოთ,როდესაც ხემ ზამთრის მერე ზრდა დაიწყო.ხის საჰაერო გადანაწვენის გაკეთების ორი მეთოდი არსებობს: ტურნიკეტის მეთოდი და რკალის მეთოდი.

ტურნიკეტის მეთოდი გულისხმობს მერქანზე/ტოტზე სპილენძის მავთულის მჭიდროდ დახვევას იმგვარად, რომ საკვები ნივთიერებების მიწოდება ნაწილობრივ შეფერხდეს.როდესაც ტოტი უფრო და უფრო სქელდება,საკვები ნივთიერბების ნაკადი უფრო და უფრო მცირდება,რაც ხეს აიძულებს გაზარდოს ახალი ფესვები მავთულის ზედა მხარეს.ეს მეთოდი გამოიყენება შედარებით ნელამზარდ ხეებთან მიმართებაში და ფესვების გაზრდასაც მეტი დრო სჭირდება.ასეთი ხე უფრო აგრესიულ, რკალის მეთოდს, ვერ გადაიტანს.

რკალის მეთოდი გულისხმობს იმ ადგილას, სადაც გვინდა, რომ ახალი ფესვები წარმოიქმნას,ტოტის გარშემო რკალისებურად ქერქის შემოცლას .ამ მოშიშვლებულ ადგილის ზედა მხარეს დარჩენილ ტოტს მეტი გზა არ აქვს — დაუყოვნებლივ უნდა გამოუშვას ფესვები,რათა გადარჩეს. მოშიშვლებული რკალი საკმარისი ზომის უნდა იყოს, რომ ხემ თავისით ქერქის აღდგენა ვერ შეძლოს.

ტურნიკეტის მეთოდი

  1. ტოტის იმ ადგილას, სადაც გინდათ, რომ გაიზარდოს ფესვები,დაახვიეთ სპილენძის მავთული.მომავალში მავთული სანახევროდ მერქანში უნდა შეიჭრას, და რაც უფრო მსხვილდება მერქანი,მით უფრო მსხვილი მავთული უნდა გამოიყენოთ.
  2. წაუსვით დასაფესვიანებელი ჰორმონი მავთულის მოჭერის ადგილას,და გარშემო კარგად შემოადეთ სველი სფაგნუმი(ხავსის სახეობა) და გაახვიეთ ის ადგილი ცელოფანში,რომ ნესტის შეკავება მოხდეს.

air-layer-tourniquet air-layer-moss air-layer-finished

რკალის მეთოდი

  1. ბასრი დანის გამოყენებით ტოტზე ორი პარალელური წრეწირი ამოჭერით,წრეწირთა შორის საკმარისი მანძილი უნდა იყოს,ტოტის დიამეტრის ხელა მაინც.
  2. ამ ორ წრეწირს შორის მოქცული ქერქი მოაშორეთ მერქნის გაშიშვლების სიღრმეზე,
  3. მოშიშვლებული რკალი საკმარისად ფარტო უნდა იყოს, რომ ხემ ვერ აღადგინოს დაზიანებული ქერქი.ხეს სხვა გზა არ უნდა დარჩეს, გარდა ახალი ფესვების გამოზრდისა.
  4. ამ დაზიანებულ ადგილს წაუსვით დასაფესვიანებელი ჰორმონი და კარგად შემოახვიეთ სველი სფაგნუმი,შემდეგ კი გაახვიეთ ეს ადგილი ცელოფანშიც, რომ ნესტის სეკავება მოხდეს.

air-layer-ring air-layer-ring2 air-layer-ring3

რა ხდება შემდეგ?

ხავსი სულ ნოტიო უნდა იყოს.დაახლოებით 1-3 თვის მერე ხავსში ფესვები გაიზრდება.როდესაც ფესვები გაავსებენ შემოკრულ ცელოფანს,ფრთხილად გაჭერით ცელოფანი და გამოათავისუფლეთ ფესვები.არც კი სცადოთ ხავსის მოცილება ან ფესვებისთვის ფორმის მიცემა,ან გადახარისხება,უბრალოდ ჩარგეთ ახალი ფესვები ზედმეტად შეწუხების გარეშე ჩვეულ სუბსტრატში :ერთმანეთში არეული აკადამა,ხრეში,ქოთნის კომპოსტი შეფარდებით ½ – ¼ – ¼.მოარიდეთ ხე დაბალ ტემპერატურას და ქარს,საუკეთესოა ამ დროს სათბური.მომდევნო გაზაფხულამდე ხეს ხელის ხლება არ სჭირდება.ზაფხულში შეგიძლიათ გამოიყენოთ სასუქის მცირე დოზები.

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: